ტილიანა
| ტილიანა | |
|---|---|
|
მდ. ტილიანა სოფელ ქემფერთან | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ხაშურის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
| სათავე |
ლიხის ქედი 42°05′14″ ჩ. გ. 43°33′56″ ა. გ. / 42.087222° ჩ. გ. 43.565806° ა. გ. |
| შესართავი |
სურამულა 42°01′30″ ჩ. გ. 43°41′40″ ა. გ. / 42.025111° ჩ. გ. 43.694500° ა. გ. |
| სიგრძე | 18 კმ |
| აუზის ფართობი | 45 კმ² |
| მდინარის სისტემა | სურამულა → ფცა → მტკვარი → კასპიის ზღვა |
|
| |
ტილიანა – მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდინარე სურამულას მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. სიგრძე 18 კილომეტრი[1], აუზის ფართობი 45 კმ². მიედინება ძირითადად ცოცხნარის ტერიტორიული ორგანოს ტერიტორიაზე.[2] მდინარე მიეკუთვნება კასპიის ზღვის აუზს. საზრდოობს მიწისქვეშა წყლებით და ბუნებრივი ნალექებით.
მდინარეს იცნობს ი. ა. გიულდენშტედტი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა 1771-1772 წლებში.[3]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით მდინარის სახელი ტილიანა თურმე ძვ. ქართულ სიტყვა მტილთან ყოფილა დაკავშირებული.[4] მეორე ვერსიით ჰიდრონიმ ტილიანას სიტყვა ტინთან აკავშირებენ. ტინი საკმაოდ ხშირად ფიგურირებს ქართულ, კერძოდ, ქართლურ ტოპონიმიაში (შდრ. ტინისხიდი, ტინისხევი, ტინისწყარო...). ტილიანაც ამ წყების სახელებშია განსახილველი. ტილიანა უნდა გავიაზროთ, როგორც „ტინ-იან-ა", „წყალი, რომელიც ტინიან (კლდოვანფიქლოვან) ადგილებში გამოედინება“.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ელისაშვილი ს., ხაშურის მუნიციპალიტეტის კომპლექსური ატლასური კარტოგრაფირება, თბ., 2019, გვ., 9
- ↑ ხაშურის მუნიციპალიტეტის საიტი – ცოცხნარის ტერიტორიული ორგანო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2011-04-10.
- ↑ ლაცაბიძე თ., ხაშურის ისტორიისათვის (1693-2020), გაზ. ხაშურის მოამბე, 28 სექტემბერი, 2020, № 2, გვ. 5
- ↑ ღლონტი ალ., ტოპონიმიკური ძიებანი I, თბ., 1971, გვ. 12.
- ↑ ბედოშვილი გ., ქართული ტოპონიმების განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი, წიგნი I, თბ., 2002, გვ., 396