ტილაცინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტასმანიური ანუ ჩანთოსანი მგელი, იგივე ტილაცინი[1] — ავსტრალიის და ახალი გვინეის ბინადარი იყო. პირველად მათი გავრცელების არეალი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ადამიანებმა გვინეაზე ავსტრალიური ველური ძაღლი დინგო შეიყვანეს. მათ შეავიწროეს ჩანთოსანი მგლები და ისინი იძულებული გახდნენ, კუნძულ ტასმანიაზე საცხოვრებლად გადაენაცვლებინათ.

ბევრი ავტრალიელი ფერმერი თვლიდა, რომ ეს მგლები საშიშროებას წარმოადგენდნენ მათი ცხვრის ფარებისთვის და ამიტომ ულობლად ანადგურებდნენ მათ. ითვლება, რომ უკანასკნელი ჩანთოსანი მგელი მოკლული იქნა 1930 წელს, ხოლო 1936 წელს სიბერისგან ზოოპარკში დაიღუპა მისი ბოლო ეგზემპლარი.

ტასმანიური მგლის გადაშენების ზუსტ თარიღად 1936 წელი ითვლება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "thylacine". Dictionary.com Unabridged (v 1.1). Random House, Inc. 30 May 2009.