ტივის ტომი (ავსტრალიელი ხალხი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტივის ტომის წარმომავლობა და ადგილმდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა „ტივი“ ნიშნავს „ხალხს“ აბორიგენ მცხოვრებთა, მელვილისა და ბათერსტის კუნძულებზე (ჩრდილოეთ ავსტრალია) მკვიდრთა ენაზე. მელვილისა და ბათერსტის კუნძულები მდებარეობს ჩრდილოეთ დარვინიდან 40 კილომეტრში. ეს მიწა არის შედარებით სწორი რელიეფის, დაბალი გორაკებით, რომელიც მელვილის კუნძულს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიყვება, ხოლო ამ ქედებიდან ჩრდილოეთის მიმართულებით 9 მდინარე მიუყვება კალაპოტს. ამ მდინარეებს შორის მოქცეულია ულამაზესი მანგროს ტყე, ასევე ამ ზეგანს ახასიათებს ევკალიპტისა და კვიპაროსის შერეული ტყეები. მტკანრი წყლის დიდი მდინარეების სანაპიროებთან არის პატარა ტერიტორიები, რომლებიც დაფარულია ნამდვილი ტროპიკული ტყის მცენარეულობით, ხოლო ნაპირებზე კი არის ქვიშიანი და ქვიანი ნაწილები. ვარიაციული ბუნება ქმნის მრავალფეროვან და მდიდარ რაციონს ტივისათვის, როგორც დღეს ისე წარსულში. წვიმები არის სეზონური, მძიმე წვიმებით ნოემბერსა და მარტში. თითქმის არასდროს არ არის წვიმები ივნისიდან სექტემბრამდე, ღამეების საკმაოდ გრილია და ჰაერი სუფთა. ამ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ მერყეობს 27 ცელსიუს გრადუსამდე.

დემოგრაფიული მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტივის სანაპირო

1986 წელს ტივის პოპულაცია შეადგენდა 2000 კაცს, დაყოფილი ბათერსტის კუნძულის ნგიუის 1300 კაციან და 2 მელვილის კუნძულის პალიგრიმიმპისა და მილიკაპიტის 300 და 400 კაციან მოსახლეობებს შორის.

დასახლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტივის ტომი დღესდღეობით ცხოვრობს უცხოელი კონტრაქტორების მიერ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში აშენებულ სახლებში – ოთხი საძინებელი ოთახით, სამზარეულოთი, სააბაზანოთი, ელექტრული უზრუნველყოფითა და წყალგაყვანილობით. ზოგიერთმა ოჯახმა თავადვე შეიქმნა საცხოვრებელი პირობები მათთვის განკუთვნილ მიწაზე, ქალაქის გარეუბნისგან დამოუკიდებლად. მშვიდი და უზრუნველი სოფლის ცხოვრების ფონზე ზემოხსენებული მაცხოვრებლები კარგავენ სიახლოვეს სკოლებთან, სავაჭრო ცენტრებთან თუ კლინიკებთან, რამდენადაც ყველა ეს დაწესებულება ლოკალიზებულია ქალაქის გარეუბანში. რაც შეეხება გარეუბნის მკვიდრებს, მათი უმეტესი ნაწილი ფლობს კერძო სატრანსპორტო საშუალებებს, ნავებს და საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით ნადირობენ, მიემგზავრებიან სტუმრად, ესწრებიან ცერემონიებს, ანაც მიფრინავენ დარვინისკენ საყიდლებისთვის. საგულისხმოა, რომ თანამედროვე ტივის ტომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ფაქტია ტომის კუთვნილი მიწების საკუთრებაში დაბრუნება (ბათერსტის და მელვილის კუნძულები), ბუნებრივია, „უფლებათა ბილი მიწის საკუთრების შესახებ“ (1976) მიხედვით (ჩრდილოეთის ტერიტორია).[1]

ისტორია და კულტურული ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივები და ევროპელი კოლონისტები

ტივის ტომის განვითარების უძველესი ისტორია სხვა ავსტრალიელ აბორიგენებთან არის დაკავშირებული. ჰომინიდისთვის დამახასიათებელ კულტურულ აქტივობებში ჩართულობა ჯერ კიდევ 40 000 წლის წინანდელ მოვლენებში დეტექტირდება. ტივის ტომი ნახსენებია ისტორიულ წყაროებში ჯერ კიდევ ადრეული XVIII საუკუნიდან მოყოლებული, ჰოლანდიელ, პორტუგალიელ და ბრიტანელ მკვლევარებთან დაკავშირების შემდეგ. ხსენებულ ჩანაწერებამდე სხვა ისტორიული მასალა ირწმუნება ტივის ტომების ადრეულ კავშირებზე ჩინელ და ინდონეზიელ მოსახლეობასთან, თუმცა ყოველგავრი განსახლების ადგილის გარეშე (იგულისხმება ჩამოთვლილი ქვეყნები). პირველი უცხოური დასახლება კუნძულებზე ჯერ კიდევ 1824 წლით თარიღდება, როდესაც ბრიტანელებმა დააარსეს ფორტ დუნდასი, თანამედროვე პარლინგიმპის დაბის მახლობლად. თუმცაღა, ხუთწლიანი დუხჭირი ცხოვრების ფონზე ტივის ტომმა მიატოვა ხსენებული საცხოვრებელი ადგილი და მხოლოდ 75 წლის შემდეგ, XX საუკუნეში, ევროპელებმა აღადგინეს ამ ადგილის პირვანდელი ფუნქცია. 1911 წელს, მამა ჯისელმა დააარსა კათოლიკე მისიონერთა ისნტიტუტი ნგუიუში, ბათურთის სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სწორედ ამ მოვლენების მიზეზით თეთრკანიან ავსტრალიელებსა და აბორიგენებს შორის დამყარდა სოციალური კავშირები. პარლინგიმპი, რომელიც ძველი ფორტ დუნდასის ნანგრევებთან ახლოს, გარდენ პოინტში იყო გაშენებული, დაარსდა სამთავრობო დასახლების სტატუსით 1939 წელს. 1940-იან წლებში სამთავრობო დასახლება გადაიტანეს სნეიკ ბეიში („გველის ყურე“), მილიკაპიტში. აღნიშნული ფუნქცია მილიკაპიტის დასახლებამ შეინარჩუნა გვიან 1970-იან წლებამდე, როდესაც ის გახდა პირველი დასახლება, რომელმაც დაბის სტატუსი მიიღო.[1]

ლინგვისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩრდილოეთ ავსტრალიის კუნძულთა განლაგება

ტივის ტომი საუბრობს განსხვავებულ ენაზე, რომელიც ნაკლებად არის დაკავშირებული დანარჩენ აბორიგენულ ენებთან. ნგუიუში იბეჭდება ორენოვანი ლიტერატურა ტივის ენაზე ადგილობრივ სკოლებში გამოსაყენებლად. პარლინგიმპისა და მილიკაპიტისსკოლებში კი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ინგლისურად. ამდენად, ინგლისური და ტივის ადგილობრივი სამეტყველო ენაც გამოიყენება პრაქტიკაში. საყურადღებოა, რომ უფროსი თაობა წუხს ახალგაზრდებში ტივის ტომის ენის გამოყენების სიხშირის შემცირების გამო. წარსულში, ტივის ენის კარგად ცოდნა იყო ზრდასრული ადამიანის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც როგორც ქალს, ისე მამაკაცს საშუალებას აძლევდა, მიეღო მონაწილეობა სხვადასხვა მნიშვნელოვან ცერემონიაში (ძირითადად, დაკავშირებული სიმღერასა და კომპიზიტორობასთან).

ეკონომიკა-არსებობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულებზე ევროპული დასახლების გაჩენამდე, ტივის ჰქონდა უხვი სამომხმარებლო მეურნეობა ნადირობის, თევზაოვის და საკვების მოპოვების ბუჩქებში, ზღვაში და სანაპიროს გასწვრივ. ევროპული დასახლების გაჩენის შემდეგ ტივი გახდა დასაქმებული ბევრ სხვადასხვა სამუშაოში რომელიც ეხებოდა ცხოვრების დამკვიდრებას, რაც მოიცავდა განათლებას, ჯანმრთელობას, საზოგადოებრივ სამუშაოებს და მთავრობას. მაშინ როცა ყოველ თემს აქვს მაღაზია სადაც საჭმელი და სხვა მატერიალური საქონელი შეიძლება იქნას შეძენილი, ტივის უმრავლესობა მეტად დაინტერესებულია ახალგაზრდებში ნადირობის და საკვების მოპოვების უნარის შენარჩუნებით. ერთადერთი უპირატესობა რაც ბუნებაში საკვების მოპოვებას აქვს, მაღაზიაში ნაყიდი საკვებისაგან განსხვავებით არის ის, რომ ტივი უფრო მეტად თავისი მშობლიური საკვებით იდგენს ყოველკვირეულ დიეტას.

სამრეწველო მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთ ადგილობრივ მრეწველობას ჰქონდა კომერციული წარმატება: აბრეშუმის ეკრანირებულ ქსოვილებს, ტანსაცმლის წარმოებას, ჭურჭელს და ახლახან დიდი ფიჭვის ტყის პლანტაციას, ავსტრალიური მთავრობის და რამდენიმე ტურისტული დაწესებულების მემკვიდრეობის წყალობით.ეს დარგი,რომელიც ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია,ბოლო წლებში საკმაოდ განვითარდა.

ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჭრობა კონტინენტის ხალხთან (ავსტრალიასთან) არ არსებობდა XX საკუნუნის დასაწყისამდე მანამ, სანამ ევროპელები არ ჩამოვიდნენ კუნძულზე. შემდეგ კი ეს სფერო საკმაოდ განვითარდა.

შრომის დანაწილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შრომის პრეკოლონიური დივიზია იყო ისეთი რომ ნადირობა ჰაერში და ზღვაში წარმოადგენდა მამაკაცთა ეკსკლუზიური დომეინს, მაშინ როცა ნათესების ამოღება, ხილის, ბოსტნეულის მოკრეფა ხეებიდან და მიწიდან იყო ქალების დომეინი. თუმცა ამის გარდა, ორივე კაცებიც და ქალებიც აგროვებნდენ და ასევე ნადირობდნენ მიწაზე ან ხეზე მცხოვრებ ცხოველებს, თევზებს, კუს კვერცხებს და ორივე სქესი თანაბრად უწევდა კონტრიბუციას დღიურ დიეტას. არ იყვნენ მთლიანი ან ან წილობრივი დროით მომუშავე სპეციალისტები.[2]

ნათესაობრივი ჯგუფები და შთამომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგილობრივები

მატრიარქალური კლანი არის ჯგუფი, რომლის წევრები მიიჩნევენ წინაპრებად დაუბადებელი სულიერი არსებების ჯგუფს, რომლებიც მდებარეობდნენ კლანის სპეციფიკურ ადგილებში, წყალში ან წყალთან ახლოს. პრეკოლონიურ რწმენის სისტემაში, ჩასახვა ხდება შემდეგი გზით; როდესაც მამა იპოვნის ასეთ დაუბადებელ სულისაგან ერთ–ერთს, ის უგზავნის მას თავის ცოლს, რომელიც იგივე კლანიდან უნდა იყოს. თითეულ კლანს ეძლევა სახელი, და კლანის წევრები ვალდებულები არიან დაეხმარონ თვიანთი კლანის სხვა წევრებს მორალურად, ფიზიკურად და ემოციურად სხვადასხვა სიტუაციებში. ეს კლანები შემდეგ არიან დაჯგუფებულები ოთხ ეგზოგამურ ჯგუფად. თითოეული ინდიივიდუალისათვის ორი კლანია მნიშვნელოვანი: საკუთარი კლანი და მისი მამის კლანი. სწორედ მამის კლანში უნდა ეძიებდეს ინდივიდი მეუღლეს. პირის მამის კლანი და სახეობა, რომელთანაც ის კლანია ასოცირებული, მიიჩნევა მის ,,ოცნებად" . პირის ,,ოცნება" არის შთაგონების წყარო გამომხატველობითი ცერემონიული ცეკვების, სიმღერებოსა და ხელოვნებისა. ტივის სოციალურ სამყაროში ყველა ენათესავება ერთმანეთს.

ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც „ტივის“ ენაში მიმდინარეობს ნელი ეროზია და ამავდროულად არაფერი უშლის ხელს ინგლისურ ენას, რომ აქტიურად შემოვიდეს ტომში, ამ დროს საფრხე ემუქრება ვერბალურ ხელოვნებას იმ კონტექსტში, რომ შესაძლოა ადგილობრივი ენა ჩაანაცვლოს ინგლისურმა. თუმცა ამის საპირისპიროდ უნდა ითქვას, ვიზუალური ხელოვნება (ხატვა; გამოქანდაკება და ცევკა) არის კარგად შენარჩუნებული ვინაიდან წარმოადგენს განსაკუთრებულ ნაწილს ცერემონიული ცხოვრებისა, მაგრამ ამავდროულად ისინი ნელ ნელა გადაიქცევიან კომერციულ პროდუქტად ისეთებად როგორიცაა ხის სკულპტურები ტექსტილი სამოსი და თიხის ჭურჭლის დიზაინი, ასევე სხვა ამასთან დაკავშირებული საწარმოები.

გარდაცვალება და სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტივის ტომის მითოლოგიაში გამორჩეულია მითი, რომელიც დაკავშირებულია ფატალურ შემთხვევათა სიხშირესთან. მითს საფუძველი დაედო პურუკუპალის ვაჟის სიკვდილის შემდეგ (რომელიც, როგორც წყაროებო ირწმუნება, უყურადღებობამ შეიწირა). ლეგენდის მიხედვით, პურუკუპალი შევიდა ზღვაში შვილის სხეულთან ერთად და განაცხადა, რომ ამ დროიდან მოყოლებული ტივის ტომის ყველა წევრი უნდა მომკვდარიყო და არასოდეს დაბრუნებულიყო უკან. გარდაცვლილთა სულები ცხოვრობენ იმ ადგილას, სადაც დაკრძალული არიან. თუმცა, მიუხედავად ამისა, მითი გვეუბნება, რომ გარდაცვლილთა სულებს შეუძლიათ „მშობლიურ მიწაზე“ დაბრუნება, რათა აითვისონ ტივის ტომის კუთვნილებაში არსებული ტერიტორიები. ცხოვრება სულთა სამფლობელოში რეალურ ცხოვრებას ჰგავს იმ თვალსაზრისით, რომ გარდაცვლილები ნადირობენ, თევზაობენ და მართავენ სხვადასხვა ცერემონიას.[3]

ტივის ტომი, ჩრდილოეთ ავსტრალია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტივის კუნძულები

სტატია ,,ტივი, ჩრდილოეთ ავსტრალია“ (The Tiwi of North Australia) ავტორი არის ავსტრალიელი მეცნიერი ჩარლზ ვილიამ მერტონ ჰარტი, რომელმაც 1960 წელს გამოსცა თავისი სტატია. ჰარტის ნაშრომი დაფუძნებულია სხვადასხვა ავტორის დამოუკიდებელ ნაშრომებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ. სტატია შეეხება ტივის ტომის თანამდებობრივ მანიპულაციას და პოლიტიკურ ქცევას, მაგრამ მოიცავს აგრეთვე სოციალურ ცხოვრებას, საქორწინო ხელშეკრულებას, დაკრძალვის ცერემონიებს, საგვარეულო მტრობას, ანტაგონიზმს და ა. შ. ჰარტის ნაშრომი განიხილავს ტივის ფლორასა და ფაუნას, ტივის ეკონომიკურ ფუნქციებსა და ორგანიზაციებს, ასევე განხილულია თანამდებრობრივი სისტემის ფუნქციონალური ურთიერთობები. სტატიაში საუბარია ტივის კარჩაკეტილობის გეოგრაფიულ ფაქტორებზე და ხელსაყრელ გარემოპირობებზე, რომლებიც მათ შორის მოიცავს საკვების უხვ მარაგს. საბოლოოდ ავტორს მიაჩნია, რომ ცვლილებები, რომლებიც აისახა ტივის ტომზე განპირობებულია, პირველ რიგში, ევროპელების მისიით და მრავალჯერადი შეხებით. დოკუმენტში ძალიან მწირი მასალაა მატერიალურ კულტურაზე და სოციალიზაციის პროცესებზე, ასევე სქესობრივ სიმწიფეზე და სისხლით ნათესაობაზე.

ავსტრალიელი აბორიგენები: პირველი ადამიანი ავსტრალიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ევროპელმა მეზღვაურებმა, განსაკუთრებით კი პორტუგალიელებმა და ნიდერლანდელებმა, პირველებმა აღმოაჩინეს და გადავიდნენ კიდევაც ავსტრალიის ნაპირებზე, პირველი დადასტურებული ცნობები ავსტრალიაზე და მის შემოგარენზე შემოიტანა ევროპაში დიდმა ინგლისელმა აღმომჩენმა – კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა. კუკმა თავისი ექსპედიცია მოაწყო 1769-1771 წლებში. ექსპედიციის დროს მან კონტინენტის აღმოსავლეთ ნაპირის ზოლი აღწერა და აღნიშნა რუკაზე. ჯეიმზ კუკის ეკიპაჟში შედიოდნენ ნატურალისტები, მათ შორის ბოტანიკოსი სირ იოზეფ ბენქსი. ახალი სამყაროს ღირსშესანიშნაობები იყო უნიკალური ფლორა და ფაუნა თავისი უცნაურობებით.

კაპიტანმა კუკმა და მის გვერდით მყოფმა ნატურალისტებმა სწრაფად გააანალიზეს ის ფაქტი, რომ ადგილობრივი ავსტრალიელები, როგორც ფიზიკური გარეგნობით, ისე ცხოვრების სტილით, იყვნენ განსხვავებულნი სხვა ხალხებისგან. შავი კანი და ფართო ცხვირი, დაბლა დაწეული წარბები და ტალღოვანი თმები (ხშირი წვერის ჩათვლით) აბსოლუტურად განასხვავებდა მათ აფრიკელი შავკანიანებისგან. თუმცა ზოგადად მათი კულტურის მოუმწიფებლობა ასევე  განახსვავებდა მათ წყნარი ოკეანის კუნძულების სხვა მობინადრეთაგან. ფიზიკური განსხვავება და კულტურული სიმარტივე - ეს ორი ფაქტორი იყო ევროპელების გაბატონებული შთაბეჭდილება, როცა პირველად აღმოაჩინეს ავსტრალია, თანამედროვე ანთროპოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს ორი ფაქტორი მნიშვნელოვანია დღესაც, როდესაც საუბარია ავსტრალიელების რასობრივ და კულტურულ ისტორიაზე.

ავსტრალია არის დიდი და გეოლოგიურად ანტიკური კონტინენტი, მაგრამ დედამიწის დანარჩენ დიდ და მასიურ ნაწილებთან დამოკიდებულებაში ის ძალიანაა გამოცალკევებული. (ერთი ნიშანდობლივი რამ რაც აკავშირებს ავსტრალიას დანარჩენ მსოფლიოსთან არის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული კავშირები. მაგალითად ავსტრალიის თანამედროვე ქალაქები აშენებულია ამერიკის ქალაქების მსგავსად). თუმცა ავსტრალიის ასეთმა იზოლაციამ განაპირობა უნიკალური მცენარეების, ცხოველებისა და ადგილობრივი რასის შენახვა, დაცვა და გადარჩენა.

უმეტესწილად, ავსტრალიაზე ადამიანის პირველად გადასვლის ყველა ცნობა დამყარებულია ალბათობაზე და ვარაუდზე. სავარაუდოა, რომ ადამიანი, შესაძლებელია შემთხვევით, კონტინენტზე აღმოჩნდა საიდანღაც. ერთი შეხედვით, თუ მსოფლიო რუკას თვალს გადავავლებთ, ეს მიგრაცია ნებისმიერი კონტინენტიდან უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე აზიიდან. კუნძულების გრძელი ჯაჭვი, რომელიც ჩამოუყვება დაბლა წყნარ ოკეანეს სინგაპურის ,,სამეზობლოდან“, ადასტურებს მიგრაციის აშკარა წესს. იყო დრო, როცა ამ კუნძულების უმეტესობა დაკავშირებული იყო ერთმანეთთან მიწით. და ეს გაერთიანება ასევე აკავშირებდა აზიისა და ავსტრალიის კონტინენტებს. ასე, რომ ზოგ ხმელეთის მობინადრე ცხოველსა და ადამიანს შეეძლო უპრობლემოდ გადასულიყო აზიიდან ავსტრალიაში. პირველი ავსტრალიელები სავარაუდოდ უნდა მოსულიყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან. მათ ნახევარი გზა, სულ მცირე, წყლით უნდა გაევლოთ და როდესაც აღმოჩნდნენ ავსტრალიის კონტინენტზე, ისინი დარჩნენ იზოლირებულად დანარჩენი მსოფლიოსგან.

როდესაც ევროპელები ჩავიდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში 1700 წლისთვის, ადგილობრივების ტექონოლოგია ძალზე მარტივი იყო: ისინი უმეტესად იყენებდნენ ლითონს, ჰქონდათ სასოფლო მეურნეობა, ჰყავდათ შინაური ცხოველები (ძაღლის გარდა), ჭურჭელი, და იყენებდნენ მშვილდ-ისარს. თუმცა ამ ადგილობრივების წინაპრებს არც ეს უკანასკნელი უნდა ჰქონოდათ, რადგან ლითონის დამუშავება უფრო გვიან პერიოდში განვითარდა. რაც შეეხება მშვილდ-ისარის გამოყენებას, ეს იარაღი საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. თუმცა ბოლომდე არ დასტურდება ის ფაქტი იყენებდა თუ არა აზიიდან მიგრირებული ხალხი თავდაპირველად მშვილდ-ისარს.

ავსტრალიის კულტურა ევროპელების გამოჩენამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრალიის კონტინენტზე არსებობს განსხვავებული კლიმატი, მაგრამ ზოგადად ადამიანს ადვილად შეუძლია იქ არსებობა, უფრო მეტიც, დაბალ განვითარებული კულტურის მქონე აბორიგენ ავსტრალიელებსაც კი ადვილად შეეძლოთ არსებობა კონტინენტზე. განსაკუთრებით იმ შემთხვევას თუ გავითვალისწინებთ, რომ კონტინენტზე არ ბინადრობდნენ მტაცებელი, საშიში ცხოველები (გარდა გველისა), და კლიმატიც სამხრეთ კალიფორნიის მსგავსი იყო (თბილი და მშრალი). კონტინენტი მთლიანად იყო ,,თავისუფალი“ ტროპიკული ჯუნგლებისგან და მასთან დაკავშირებული დაავადებებისგან. თუმცა ავსტრალიის უდიდესი პრობლემა იყო წყლის ნაკლებობა და დღესაც არის, მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიებისა. კონტინენტის დაახლოებით 1/3 არის გვალვიანი მიწა ან ნახევარუდაბნო, სადაც წვიმა იშვიათად მოდის. ყველაზე წყალუხვი რეგიონი კი არის მდინარე მურეის ველი სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში.[3]

ტივის ტომის იდენტობა და ადგილმდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტივის მოსახლეობა 1986 წლის მონაცემებით დაახლოებით 2000 კაცს შეადგენდა. მათი მთავარი ქალაქებია: ნგუიუ (მელვილზე), პარლინგიმპი და მილიკაპიტი (ბათერსტზე), რომლებიც სინამდვილეში ძალიან პატარა ქალაქებია.

ტივის ტომი არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ტომი, რომელიც ფლობს ხელსაყრელ გარემოს შემგროვებლობისთვისა და ნადირობისთვის. ხელსაყრელი არის იმიტომ, რომ მათ აქვთ ულევი წყლის მარაგი, ასევე ნადირობით მოიპოვებენ ჩანთოსანი ცხოველბის ხორცს, რეპტილიებს, ფრინველებს და ოკეანის პროდუქტებს, ასევე აგროვებენ სხვადასხვა სახის მცენარის ნაყოფს.

თუმცა მიწის სიმცირე მაინც აწუხებთ ტივის ხალხს. ორი კუნძულის (მელვილისა და ბათერსტის) საერთო ფართობი დაახლოებით 3000 კვადრატული მილია, თუმცა აქედან ზოგი ადგილი ჭაობიანია, ზოგი უწყლო, და ზოგი ადგილი დაფარულია მანგროს ტყეებით, რომელიც სავსეა დაავადების გადამტანი კოღოებით. შესაბამისად საცხოვრებელი ადგილი თითოეული ტივის ტომელისთვის დაახლოებით 200 კვადრატული მილია.

ზოგადად ყველა ავსტრალიურ ტომს გააჩნია თითქმის მსგავსი სახის კულტურა. იმის გარკვევა თუ რამდენი ტომი არსებობდა ავსტრალიაში, სანამ ევროპელები გამოჩნდებოდნენ შეუძლებელია, რადგან ,,ტომი“ ავსტრალიაში ნიშნავდა ჯგუფის გაერთიანებას, რომელსაც განსხვავებული ენა ჰქონდათ. ასეთი განსხვავებული ენა კი დაახლოებით ხუთასამდე არსებობდა. რა თქმა უნდა, ისეთი ლინგვისტური ჯგუფები, როგორებიცაა არუნტა, მურნგინი და ტივის ტომები, რომლებიც გადარჩნენ და შესწავლილ იქნა XX საუკუნის ანთროპოლოგების მიერ, შესაძლოა 500-ზე მეტნი ყოფილიყვნენ, თუმცა უდიდესი ტომების პოპულაციებიც კი 2000 კაცზე მეტს არ აჭარბებდა.

ტივის ტომის სკულპტურა

ტივის ხალხი ლაპარაკობს განსხვავებულ ენაზე, რომლებიც დაკავშირებულია აბორიგენულ ენებთან. მაგალითად, დღეს ნგუიუს სკოლებში ისწავლება ორი ადგილობრივი ენა. პარლინგიმპისა და მილიკაპიტის სკოლებში კი ინგლისური ენაა.[4]

კულტურული იზოლაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ თანამედროვე მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქალაქებში ძალიან გაუჭირდებათ იმის გაგება, თუ როგორი რთული და განსხვავებულია არსებობა ნადირობით და შემგროვებლობით. მონადირეები და შემგროვებლები ცხოვრობენ იზოლირებულად თავიანთ ოჯახებში და სახლებში. ტივის ტომის შემთხვევაშიც იზოლაციის და დაშორების მიზეზი იყო კუნძული, სადაც ცხოვრობდნენ, კერძოდ, მელვილისა და ბათერსტის კუნზულებზე. ეს ორი კუნძული მდებარეობს ავსტრალიის ჩრდილოეთით. ისინი ხმელეთის მთავარი ნაწილისგან დაშროებულია დაახლოებით 25 მილის მანძილზე. ეს მანძილი გაცილებით დიდია, ვიდრე საფრანგეთსა და ინგლისს შორის დაშორება. ტივის ტომის ტრადიციის მიხედვით, რომლისაც ღრმად სწამთ, სანამ თეთრი ადამიანები (ევროპელები) გამოჩნდებოდნენ მათ ტერიტორიაზე, არანაირი კავშირი არ არსებობდა კუნძულებსა და კონტინენტს შორის. მათ წარმოდგენებში ავსტრალიის სანაპირო ხაზი იყო ე. წ. ტიბამბინუმი, მკვდრების საუფლო, სადაც ტივის ტომის ყველა სული მიდიოდა სიკვდილის შემდეგ.

ტივის ტომი მუდამ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და უცხოელებსაც არ ჰქონიათ მათთან ხშირი შეხება. ორივე კუნძულის (მელვილისა და ბათერსტის) მაცხოვრებელს წარმოადგენდა ტივის ტომი და მათი საზღვრები მთავრდებოდა წყლის კიდეზე. ტივის ტომის წარმომადგენლები სხვა ტომელებზე არ ქორწინდებოდნენ. მათ გააჩნიათ საერთო ენა და საერთო ჩვეულებები. ტივის ტომს არ ჰყავს ხელისუფლება, ოფიციალური პირები და არ გააჩნიათ საერთო ყრილობები.

ტივის ტომელები ცხოვრობდნენ დღიდან დღემდე. ისინი ერთ ადგილას არ ჩერდებოდნენ და მუდამ გაფანტულნი იყვნენ კუნძულზე, სწორედ ამიტომაც ტომელები ერთმანეთს ხშირად კვირების მანძილზე ვერ ხედავდნენ.

პრესტიჟისა და გავლენის სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმისათვის, რომ ტივის ტომში დიდი ადამიანი ან უხუცესთა შორის მთავარი ფიგურა გამხდარიყავი საჭირო იყო მთელი შენი ცხოვრება შეგეწირა ტომისთვის. ტივის ტომელების პრესტიჯი კი დამოკიდებულია ერთ დიდ ,,თამაშზე“, როგორც ისინი უწოდებენ. ტივის ტომის ცხოვრების ეს თამაში კი გულისხმობს ურთიერთდახმარებას, მეგობრობას, ურთიერთდაფასებას, კეთილმოსურვეობას და ა. შ. რაც არ უნდა გასკვირი იყოს ტივის ტომელისათვის დიდ წარმატებად ითვლებოდა ბევრი საკვების ფლობა, რადგან ამით ის თავისუფალი იქნებოდა საკვების მოძიებისგან და დრო დარჩებოდა სოციალური და ,,პოლიტიკური“ ცხოვრებისთვის. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად ტივის ტომის მამაკაცისთვის ძალაუფლების სიმბოლოს მაინც ქალი წარმოადგენდა. ქალი იყო ამ ,,დაუმთავრებელი თამაშის“ მთავარი კოზირი. ქალი ტივის ტომში მართლაც დაფასებული იყო. მაგალითად, ითვლებოდა, რომ თუ კაცს 25-30 წლის ასაკში რამდენიმე და ეყოლებოდა, ის იღბლიანი იყო. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ამ დას ეყოლებოდა ასევე ქალიშვილები. ტივის უხუცესი დაკავშირებული იყო მრავალ ქალთან – თავის ცოლებთან, ქალიშვილებთან, ნახევარ ქალიშვილებთან, დებთან, ნახევარ დებთან, დისშვილებთან და დედასთან. ეს ყველა კი წარმოადგენდა უხუცესის ,,კაპიტალს“. ეს უკანასკნელნი კაპიტალს იმიტომ წარმოადგენდნენ უხუცესისთვის, რომ მას სრული უფლება ჰქონდა გამოეყენებინა ისინი რაშიც დასჭირდებოდა.

ამგვარად, ტივის ტომში როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის ასაკი და გონივრული უნარჩვევები იყო გადამწყვეტი ფაქტორი თავიანთი პოზიციის გასამყარებლად. ახალგაზრდა გოგოები ტივის ტომში წარმოადგენდნენ ,,მოძრავ ქონებას“, რადგან ქმრიდან ქმრის ხელში გადადიოდნენ. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, ახალგაზრდა გონიერ ქალს, მით უმეტეს თუ ახალგაზრდა ძმები ჰყავდა, თავისი ბედის განკარგვა შეეძლო. ასეთ ახალგაზრდა და-ძმებს თუ შორსმჭვრეტელი და გამჭრიახი დედაც ჰყავდათ, რომელიც რჩევებს მისცემდა თავის შვილებს, მაშინ ასეთი ქალიშვილის ქმრიდან ქმარზე გადაცემა რთული იქნებოდა. ამ მაგალითით კარგად ჩანს, თუ რა როლს თამაშობს ტივის ტომში ასაკი.

ქოწინებას ტივის ტომში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, რადგან ქორწინებით, რომელიც მრავალჯერადი იყო, ტივის ხალხი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირს ამყარებდა. მაგალითად, ახალგაზრდა ქალი და მისი სიძე ორმხრივ ურთიერთობაში იყვნენ, რაც ნიშნავდა იმას, რომ სიძე ვალდებული იყო ერჩინა მისი პოტენციური ცოლის დედა. ეს რჩენა არ გულისხმობდა, მხოლოდ საკვებით უზრუნველყოფას, რჩენაში შედიოდა ასევე მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ასევე ყველაფერი, რასაც დედა მოითხოვდა. ამის სანაცვლოდ სიძე ,,მიიღებდა“ სიდედრის (ცოლის დედის) ყველა ქალიშვილს. ტივის კაცებისთვის ასეთი სახის ქორწინებები პრესტიჟულად ითვლებოდა. უბედური იყო ის საშუალო ასაკის კაცი, რომელსაც თავისი გარდაცვლილი ძმის ცოლზე უწევდა დაქორწინება.[5]

ცოტა რამ მედიცინის შესახებ

ტივის ტომში გავრცელებული იყო ტრადიციული მედიცინა

ტივის ტომში განვითარებულია ტრადიციული მედიცინა, რომელიც დამყარებულია ადგილობრივ გარემოზე. ტივის ტომში არსებობენ ისეთები, რომლებსაც აქვთ ადგილობრივი მცენარეების, ცხოველის ნაწილების და სხვა სამკურნალო საშუალებების დიდი ცოდნა. ასე რომ ტივის ტომს არ ჰყავს დროებითი ან მუდმივი მკურნალები, მკურნალობის მეთოდები ტრადიციით გადმოეცემა თაობებს.[4]

ტივის ტომის საცხოვრებელი გარემო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტივის ტომელი

„ტივის“ ტომელები ცხოვრობენ ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე ორ კუნძულზე, მელვილზე და ბათერსტზე, ეს არის ტროპიკული ადგილი სავსე უამრავი რესურსით. სწორედ მხოლოდ ამ კუნძულების დამსახურებაა, რომ ავსტრალიის ეს რეგიონი საკმაოდ მდიდარია ტროპიკული რესურსით. მათი ექსპლუატაცია და დისტრიბუცია დამოკიდებულია ძალიან მცირე ტექნოლოგიურ და სოციალურ სამუშაოებთან, ამ მოთხოვნებს კი „ტივი“ მოსახლეობა აკმაყოფილებს. განსხვავებით სხვა შემგროვებლური ხასიათის მოსახლეობებისა სხვა რეგიონებში, „ტივი“ ხალხი თავიანთ რესურსებს გარკვეულწილად სხვაგვარად უდგებიან. მათთვის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა რესურსს თითქმის თანაბრად იღებენ და მოიხმარენ, არსებობს საკვანძო და მთავარი რესურსები, როგორიცაა იამსი (ტკბილი კარტოფილი). ძალიან ბევრი ანთროპოლოგი მიიჩნევს, რომ იამსი არის იმდენად საკვანძო რესურსი „ტივისთვის“, რომ სწორედ იგი ქმნის ეკოლოგიის მთლიან სისტემას. განხილვის საკითხი არის „ტივი“ ხალხში შრომის გენდერული დანაწილება, რადგან თითქმის ყველგან, ეს პრობლემა მოსახლეობამ სხვადასხვანაირად გადაჭრა. „ტივი“ მაცხოვრებლებისთვის რესურსების მენეჯმენტი რაღაც წილად დაკავშირებულია ფიზიკური სამყაროს კლასიფიკაციასთან და ძირითადად ეს ფაქტორი განსაზღვრავს ქალისა და მამაკაცის სამუშაოს, იქნება ეს საზიარო საქმე თუ ერთი კაცისთვის გასაკეთებელი, ანუ ინდივიდუალური. ეს ყველაფერი ძალიან აშკარად და ნათლად ჩანს თუ განვიხილავთ „ტივი“ ხალხის დამოკიდებულებას იამსებთან და ამ რესურსის მოპოვება - ექსპლუატაციასთან. საინტერესოა მათი დამოკიდებულება ამ რესურსის მიმართ მოპოვების გარეთ.[6]

იამსის ძალა, როგორც თილისმა „ტივიში“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912 წელს, ბიოლოგი სერ ბალდვინ სპენსერი ესტუმრა მელვილის კუნძულს ტიმორის ზღვაში. ის აკვირდებოდა ზოგადად „ტივის“ ცხოვრებას და ყოველდღიურ საქმიანობას. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, რაც მან ამ კუნძულზე შეამჩნია და ნაწილი გახდა, იყო „ტივის“ ცერემონია, რომელიც იამსის გარკვეულ სახეობას ეძღვნება. ამ კუნძულზე გავრცელებულია ბევრი სახეობა ამ რესურსის, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი „ტივისთვის“ არის „კულამა“. ამ ცერემონიაში ჩართულები იყვნენ ადგილობრივი ბიჭები და გოგოები. სპენსერი ამ ცერემონიის შესახებ წერდა: „ახალგაზრდა ბიჭების და გოგოების სტიმულირება ფარულად დაკავშირებულია იმასთან, რასაც აქ იამსის ცერემონიას უწოდებენ“. დაახლოებით 40 წლის შემდეგ, როდესაც მელვილის კუნძულზე განხორციელდა კიდევ ერთი სტუმრობა, თითქმის არაფერი იყო განსხვავებული იმ ცერემონიაში იქიდან, რაც სერ ბალდვინ სპენსერმა აღწერა თავის მემუარებში. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი ვიზიტისას არანაირი სამხილი არ აღმოჩნდა იმისა, რომ ეს ცერემონია შეიძლება ვინმესთვის სტიმულის მიმცემი იყოს, როგორც სპენსერი წერდა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს უკანასკნელი ცდებოდა. უბრალოდ, თვითონ „ტივი“ მოსახლეობაც ხვდება, რომ ამ ცერემონიებში მონაწილეობა არანაირ სტიმულს არ მისცემს არცერთ მათგანს და ვერც ადეკვატურად მოამზადებს ცხოვრების წესის შეცვლისთვის, რაც თავის მხრივ რადიკალურად შეიცვალა დასავლურ კულტურასთან ურთიერთობის შედეგად უკანასკნელ 50 წელიწადში. იმის გასაგებად, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ცერემონიას იმ ხალხისთვის, ვინც ამას კიდევ ასრულებს, ჯერ უნდა გავიგოთ რას თვლიან „ტივი“ ხალხი ზრდასრულობად, რადგან მათი აზრით, ეს ცერემონია სიყმაწვილიდან ზრდასრულობაში გადასვლასთან არის კავშირში (ასე აღწერა სერ ბალდვინ სპენსერმაც). „ტივის“ მოსახლეობა, ახლა უკვე დაახლოებით ათასი ადამიანი, ძალიან დიდი ხანია ცხოვრობს ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, მელვილისა და ბატჰარსტის კუნძულებზე, რომლებიც დარვინიდან არის ოცდაათი მილის მოშორებით, ანუ ავსტრალიის ჩრდილოეთი ტერიტორიის დედაქალაიდან. „ტივის“ ცხოვრების წესი მთლიანად განაპირობა გარემომ. მათ ოდითგანვე ისწავლეს ნადირობა და ხელი მიჰყეს შემგროვებლურ საქმიანობას. ამიტომ, დიდი როლი პიროვნების განვითარებაში მათ ტომში სწორედ ფიზიკურობას აქვს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია კვლევების გარეშეც დავასკვნათ, თუ რას ნიშნავს მათთვის ზრდასრული ადამიანი.[7]

საკუთარი სახელები „ტივიში“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ტივი“, ჩრდილოეთის კუნძულების მაცხოვრებლები, ძალიან ბევრი რამით არიან სხვა ავსტრალიური კულტურებიდან განსხვავებულნი. ერთ-ერთი თვალში საცემი განსხვავება არის საკუთარ სახელებში. „ტივიში“ ისეთი სახელები აქვთ ადამიანებს თუ სხვა რამეს, რომელთა სწორად გამოთქმა ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან ძალიან შორსაა ტიპური სახელებისგან. „ტივიში“ საკუთარი სახელები და მათთან დაკავშირებული ყველა ტრადიცია და ადათი ძალიან დიდ როლს თამაშობს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ახლა ვეცდები ცოტა ამ დანიშნულებებზე ვისაუბრო.

„ტივიში“ თითქმის ყველას ინდივიდუალური, უნიკალური სახელი აქვთ, ხოლო ვისაც არ აქვს, დამატებით ჰქვია კიდევ რამე სახელი, რომ კაცმა ან ქალმა სახელის ინდივიდუალურობა შეინარჩუნოს. ამიტომ, მათი ხალხისთვის ნორმალურია თუ ერთმანეთს რამდენიმე სახელს ეძახიან და ასე განარჩევენ ადამიანებს. ზოგიერთ მაცხოვრებელს ოთხი, ხუთი ან მეტი სახელიც ჰქვია. ეს ფაქტი, სახელების მრავალრიცხოვნობა, აიხსნება იმით, რომ ნებისმიერ ნათესავს შეუძლია ახალ-შობილს სახელი უწოდოს. ეს ყოველთვის იწვევს იმას, რასაც „ტივიში“ ვხვდებით. ჩვენი გადმოსახედიდან, წარმოუდგენლად ჩანს ხუთი ისეთი სახელის დამახსოვრება და ყოველდღიურობაში დაძახება, რისი ერთხელ თქმაც კი დიდი სირთულეა. ახალშობილს სახელს ჯერ მამა არქმევს, ასევე მამის ძმები. სახელს აუცილებლად არქმევენ ასევე დედის ძმებიც და მათი ტოტემის კლანის უხუცესებიც კი. ინდივიდუალურად არცერთ ქალს არ შეუძლია ბავშვს სახელი უწოდოს ერთადერთის გარდა, ეს არის ბავშვის დედის დედა. ამის მიზეზი „ტივის“ ფონზე აშკარაა. ქალები ძირითადად არც რიტუალებში ღებულობენ ხოლმე მონაწილეობას, ხოლო მათ ტომში სახელის დარქმევაც კი რიტუალია, ამიტომ აღარ არის გასაკვირი, რომ ქალს ეს უფლება ჩამორთმეული აქვს, რაც კიდევ ერთი განსხვავებაა სხვა ავსტრალიური ტომებისგან.[8]

 ტოტემიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სკულპტურა ავსტრალიაში

„ტივიში“ ძალიან გავრცებულია ტოტემიზმის ტრადიციები და არ არსებობს დასახლება ან ოჯახი, რომელიც ამ ტრადიციებს პატივს არ სცემს. ერთი ტოტემის კლანს სხვა კლანთან ან კლანებთან შეიძლება ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს ყველაფერში, იქნება ეს საბრძოლო თუ სამშვიდობო საქმე. ეძახიან ერთმანეთს ძმას, მიუხედავად იმისა არიან თუ არა სისხლით ერთმანეთის ძმები, მაგრამ თუ ორი ტოტემის კლანი ერთმანეთს ემტერება, მათ შორის ზავი თითქმის შეუძლებელია. „ტივიში“ მაცხოვრებლებს არ აქვთ უფლება თავისი ტოტემის კლანიდან მოიყვანოს ვინმე ცოლად, რადგან ყველა მდედრი, ვინც მის კლანშია, ითვლება თავის დად. ტოტემიზმის ტრადიციას და ყველა ტოტემს ერთი ზოგადი სახელი აერთიანებთ - „პუკუი“. ეს სიტყვა ამავე ენაში ნიშნავს მზეს, ასევე სუნთქვას. ამიტომაც ეწოდა ტოტემებს სწორედ ეს სახელი, რომ ორივე ცნება ერთმანეთში გაეერთიანებინა. ტოტემის კლანებს, რა თქმა უნდა, ცალ-ცალკეც აქვთ სახელები, რაც მათ უნიკალურობას სძენს. ესენია: „ტჯილარუი“, „არირი“, „მანდუბუკა“, „ტანიკინი“ და ასე შემდეგ.[7]

 „ტივის“ გარეგნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო ცნობებით მელვილის კუნძულზე ჯამში 500 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც მარტივად გამოირჩევიან სხვა ავსტრალიური წარმოშობის ხალხისაგან. მათი გარეგნობის ფორმირება დიდი ხნის წინ დაიწყო და რადგან სულ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, დიდად არ შეცვლილა ადრინდელი დროის შემდეგ. მათ ძალიან სპეციფიკური ფორმის თავი აქვთ. პატარა შუბლით გამოირჩევიან, ასევე შეწეული სახით და ქვედა ყბის განსაკუთრებული სიძლიერით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ტივიში“ თითქმის ყველა ადამიანს ერთნაირი თმა აქვს, განსაკუთრებით კაცებს. მათი ხვეული შავი თმა საუკუნეების განმავლობაში უცვლელად გადაეცემა თაობიდან თაობას მემკვიდრეობით. რაც შეეხება მათ სახეს, კუნძულის ყველა მოსახლე ადრე თუ გვიან სახეს „იღებავს“. ისინი იხატავენ ორნამენტებს სიმეტრიულად სხვადასხვა ფერის ბუნებრივი რესურსის მეშვეობით. ძალიან გავრცელებულია რამდენიმე ვარიანტი სახის მოხატვისა. ერთ-ერთი არის მთლიანი სახის ნახშირით შავად მოხატვა. ძალიან დიდ ნაწილს ასევე შავად აქვს სახე მოხატული, ოღონდ ცხვირის წითლად შეხებვა განასხვავებთ. არის სხვა ვარიაციებიც, მაგალითად ზოგიერთი მათგანი ყურებს წითლად იღებავს, წვერს ყვითლად, ხოლო მთელი დანარჩენი სახე, რა თქმა უნდა, შავად აქვს ნახშირით „გაფერადებული“. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველაზე მეტად, რაც „ტივის“ სხვა ავსტრალიური წარმოშობის ხალხისაგან განასხვავებს არის მათი „კოსმეტიკური ნაიარევები“ ტანზე. ზრდასრულ მაცხოვრებლებს უკვე თითქმის მთელი ტანი აქვთ ხოლმე ამ იარებით „მოხატული“. ეს სიმეტრიული ნახატები და ორნამენტები მათ სხეულებს უნიკალურად აქცევს ტომსა და კლანში. მიუხედავად იმისა, რომ ამ იარების გაკეთება საკმაოდ მტკივნეული პროცესია, რადგან კანის დაჭრას მოითხოვს, ყოველი მოსახლე იღწვის ახლის გაკეთებისკენ და ეს სიამაყედ მიიჩნევა. „ტივი“ მოსახლეობას ალბათ ერთადერთი საერთო დანარჩენ ხალხთან, ვინც ავსტრალიაში ცხოვრობს აქვთ ის, რომ ისინიც საშუალო სიმაღლის არიან.[9]

ხელოვნების ფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელვილის კუნძული {აუსტრალია}

მიუხედავად იმისა, რომ მელვილის კუნძული გამოყოფილია ავსტრალიის კონტინენტიდან დუნდასის სრუტით, ის მხოლოდ თოთხმეტი მილის სიგრძისაა და სრაფი დინების ორივე მხარეს ხელოვნების ფორმები, ძალიან წააგავს ერთმანეთისას. ეს კონტინენტი, რომლის ქერქისა და გამოქვაბულების ფერწერა ოენპელიისთვისაა დამახასიათებელი, არის წარმოსაჩენი ღირსშესანიშნაობა და მათ შორის ყველაზე მაღალი დონის დეკორატიული ხელოვნების ფორმა, რომელზეც მუშაობდნენ ავსტრალიელი აბორიგენები, როდესაც მელვილის კუნძული, შედარებით ამ უკანასკნელისგან, არის უაღრესად ფრომალიზებული და შეუძლებელია ნაშრომთა აზრი ინტერპრიტირებული იქნას ხელოვანის გარეშე. ამ კუთხით (თუმცა მათ ამის სხვადასხვა მოტივები ჰქონდათ) მელვილის კუნძულის ხელოვნება ძალიან ჰგავს ცენტრალური ავსტრილიელი აბორიგენების ხელოვნებას.[10]

გამოხატვის მედიუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელვილის კუნძულის აბორიგენებს, როგორც მატერიკზეა მოხატული, ჰქონდათ თავშესაფრების შიდა დიზაინი განსხვავებული, ქერქის ფურცლები, რომლითაც ისინი სახურავს ფარავდნენ, სრულიად მოხატული იყო და მსგავსად, ისინი თავს იცავდნენ წვიმისგან. ბაზედოვმა გამოიკვლია ნახატებიანი ქერქები, რომლებიც შეაგროვა მელვილის კუნძულებზე არსებულ პატარა ქოხებსა და ბანაკებში, რომლებიც თავისხმრივ, ეკუთვნოდათ ქოხებს, რომელიც მან შენიშნა დუნდას პატარა ციხესიმაგრესთან {პუნატა}, აპსლი სტრეიტსის ჩანაწერებში წერია: „ზოგიერთი მათგანი იყო ორნამენტებითა და თეთრ თიხაზე მოხატული ფიგურებით გაწყობილი; ერთ-ერთი კი იყო ფაქიზად და სიმეტრიულად გაკეთებული ფიგურა, რომელიც წააგავდა ჯვრის ფიგურას;

ტივის მცხოვრებთა მიერ მოხატული კედელი

ნორმალური ტომის ვითარებაში, ეს არის მხატვრობისა და კვეთის დიდი ხელოვნება, რომელიც გამოიყენებოდა დაკრძალვის ბოძების გასაკეთებლად, საზეიმო შუბების მსგავსი ფიგურების დასამზადებლად, ასევე დეკორატიული მოზრდილი კალათების გასაკეთებლად, მელვილის კუნძულის აბორიგენები მთლიან ნიჭს აქსოვდნენ მსგავსი ნივთების შექმნაში და წარმოაჩენდნენ მათი ხელოვნების უმაღლეს დონეს.

პუკამუნის დაკრძალვის ცერემონიის ეფექტი და გავლენა აშკარაა უამრავ ქერზე შესრულებულ ნახატებზე, რომლებიც შეგროვებული იქნა სხვადასხვა ექსპედიციებში. მაგალითად უამრავი ნაშრომი, შესრულებულია ზუსტად ისეთი სტილით, რომელსაც მელვილის კუნძულის ხელოლვანები გამოიყენებდნენ რათა გაეფორმებინათ დაკრძალვის ქვა და ასევე დაკრძალვის საატრიბუტო კალათები.

ფიგურები წააგავს ანჰემის მიწის ნაშრომებს, რომლებიც შექმნილია ხის ქერქისგან და ჩამოსხმულია ოკეანის სანაპიროებზე მოპოვებული ქვიშისგან, როგორც აკეთებდნენ ჩრდილო აღმოსავლეთ არნჰემის მიწაზე. მიუხედავად ამ დიდი შრომისა, კაცები აკეთებდნენ დიდ სამარხის ბოძებს, რომელთაც აძლევდნენ ადამიანის ფორმას და ასევე ამზადებდნენ უფრო პატარა ზომის იგივე ფიგურებს, რომლებიც დაკავშირებული იყო პუკამუნის დაკრძალვის ცერემონიებთან. ამ რიტუალში გამოყენებული ფიგურები საკმაოდ წააგავდა იმ ჩანაწერების ფიგურებს, რომლებიც ჩაწერილი იყო ჩრდილო აღმოსავლეთ არნჰემის მიწაზე.[10]

ტექნიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტივის ტომელთა მიერ დამზადებული ბოძები

ფერები – პიგმენტები, რომლებიც გამოიყენებოდა სამარხთა ბოძების დეკორაციისთვის და ქერქზე ხატვის წარმოებისთის, იყო წითელი, ყვითელი და თეთრი ღია ყვითელი. იმიტომ, რომ კუნძულზე არ იყო შესაფერისი შავი პიგმენტები, მაგრამ ხელოვანები მაინც გამოიყენებდნენ შავი ნახშირის ნატეხებს ზოგ ადგილებში.

ღია ყვითელი მიწის, ანუ ჟანგმიწას (სახატავი საშუალების) საუკეთესო რესურსები იყო იმილუს ორმოებში ქეიპ ვან დიემენის მახლობლად. ამ ჟანგმიწას, ისინი ეძახდნენ იმილუს და როდესაც ის ერთად არის მოგროვილი, აქვს ნათელი ყვითელი ფერი, მაგრამ როდესაც ის გახურდება ცეცეხლით, ის იცვლის ფერს და ხდება სუფთა წითელი ფერი. რბილი თეთრი ქვები კი ხშირი იყო სანაპიროებზე. ყვითელი მიწები, არ არიან უბრალოდ ნიადაგში, ისინი ქვებში მოიპოვება, ისეთ ქვებში, როგორებიც კონტინენტზეა, მაგრამ მათი ქვებისგან განცალკევება შესაძლებელია დამტვრევით და წყალში გახსნით.

აბორიგენები, ხშირად საუბრობენ უმაღლესი დონის ჟანგმიწაზე, რომელიც ნუმანირას მახლობლად, ჩრდიოლეთ მელვილის კუნძულზე უნდა მოიპოვებოდეს და მათი შეგროვება მხოლოდ დაბალი დინების დროსაა შესაძლებელი. თავად არასოდეს მინახავს მსგავსი ხარისხის ჟანგმიწა პრაქტიკაში.[11]

ფიქსატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამი განსხვავებული სახის ფიქსატორები გამოიყენებოდა ნახატების გასამაგრებლად, ორივე ატრიბუტზე – ბოძებზე და კალათებზე, გამოიყენებოდა ისეთი ფიქსატორი, რომელიც გაამაგრებდა ნაშრომს და გააქვავებდა სამუდამოდ. ფიქსატორები: წებოვანი ჟელატინის საპი, რომელიც ორქიდის ხეებზე მოიპოვებოდა; ცვილი და ველური ფუტკრის თაფლი ერთმანეთში შერეული; და ოკეანის კუს კვერცხის გული; ფიქსატორები ძირითადად იყო შერეული პიგმენტებთან, ანუ საღებავებთან, ან პირდაპირ წასმული ჰქონდათ ფერწერული ნაშრომის მატერიაზე.

ჯაგრისები. უბრალო ჯაგრისები, გაკეთებული იყო ქერქის ზოლებისგან და სხვადასხვა სიგრძე ჰქონდათ მათ, ჯაგრისის ტარს კი ოთკუთხედი ფორმა ჰქონდა, რომელსაც ხელოვანები გამოიყენებდნენ, რათა დაეხატათ სხვადასხვა ფიგურები, ან დაესვათ წერტილები, ასევე ისინი გამოიყენებდნენ ცილინდრის ფორმის ჯოხებს, რომლებიც სამიდან ექვს ინჩამდე დიამეტრის იყო. მხატვრები ამ ცილინდრის ფორმის ჯოხებს ასევე ფერების გადაყვანისთვისაც გამოიყენებდნენ ნახატებზე.

ხელოვანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბორიგენების ჯგუფები, რომლებთანაც მიმუშავია ცენტრალურ და ჩრდილოეთ აუსტრალიაში, არ აქვთ სპეციალური კლასიფიკაცია ხელოვანების; ყველა ტივის აბორიგენი, მამაკაცი და ქალი, დროდადრო, ვალდებულნი ხდებოდნენ, რომ დაეხატათ სხეულები მათი ერთი რომელიმე ნათესავის ან უბრალოდ საგნის, რომელიც დაკავშირებული იყო პუკამუნის ცერემონიასთან.

ზოგიერთი მამაკაცი, როგორც ჩანს, იყო უფრო ნიჭიერი ვიდრე სხვა დანარჩენები, გარკვეულ საკითხებში, როგორებიცაა, დაკრძალვის ცერემონიის ბოძების კვეთა, ჭრა, დამუშავება და დეკორაცია, ან საზეიმო შუბებისა და დიდი კალათების მოხატვა, ან უბრალოდ კაცებისა და ქალების, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ პუკამუნის ან კულამას ცერმემონიებში, ფიგურების დამზადება.

პი 1-ში წარმოდგენილი გვყავს 4 მამაკაცი, რომლებიც იყვნენ საუკეთესოები ნივთების დაკრაფტვასა და ზოგადად ხელოვნებაში. პულანიმბუვი, იყო შრომისმოყვარე და მკაცრი თავის საქმეში, მან დაამზადა არაჩვეულებრივი პუკამუნის ბოძი, ასევე ორი სხვა ბოძი, რომელთაც ჰქონდათ ადამიანების ფიგურებ და მის ნაშრომებში შედის რამდენიმე ქერქზე შესრულებული ნახატიც.

ნბიდჯარმერ, იყო ძალზედ დასაქმებული პიროვნება, რომელსაც პრაქტიკულად დრო არ გააჩნდა, რათა შეესრულებინა ჩემთვის ქერქზე ნახატი. ის იყო ყველაზე დიდი ექსპერტი და ძირითადად აკეთებდა ჩუქურთმებსა და ნახატების ლამაზ, მრავალფეროვან ცერემონიულ შუბებს და მას უამრავი მსგავსი ნაშრომი ჰქონდა შესრულებული. ის იყო ასევე ძალიან მოთხოვნადი დეკორატორი პუკამუნისა და კულამას ცერემონიებში.

ჯამალამპუა და მალუმერინიტა არის ორი კაცი, რომელთაც ბევრი მმართებს მე, არა მხოლოდ უამრავი ქერქის კალათა და ნახატი, რომელიც ჩემთვის დაამზადეს, არამედ ასევე მდიდარი ინფორმაცია, რომელიც მათ მომაწოდეს თავიანთ სამყაროზე და მათ წარმოდგენებზე მსოფლიოს შექმნის შესახებ, ასევე მათ ტოტემურ წინაპრებზე და საკუთარი ხალხის ფილოსოფიაზე. ეს ორი ადამიანი არის ნამდვილად დიდი განძი მელვილის კუნძულისთვის, რადგან მათ სიკვდილთან ერთად გარდაიცვლება ის დიდი ისტორია და ცოდნა, რომელსაც ისინი ინახავდნენ და გადასცემდნენ თაობიდან თაობას, ახალგაზრდა თაობა ნაკლებად გამოხატავს ღრმა ინტერესს მსგავს კულტურულ სიმდიდრეებზე და შესაბამისად არის საფრთხე იმისა, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩავარდეს ამ ორი ადამიანის სიკვდილთან ერთად[12][13].

თავი II შექმნის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რა განსხვავებებიც შეიძლება არსებობდეს მელვილის კუნძულის კულტურასა და სხვა დანარჩენი კონტინენტის კულტურებს შორის, ზოგ ასპექტში მოცემული განსხვავებები განხილვას ექვემდებარება, მაგრამ შექმნის ისტორიები ადასტურებს, რომ ორი კულტურა გაიშალა ერთი და იმავე სათავიდან.

შექმნის პერიოდთან ახლოს, ორივეს, მელვილის კუნძულისა და კონტინენტის, შემქმნელი, ქალი და კაცი, გადააკეთეს, ან თავიანთი თავი გადაიკეთეს, ვარიაციულ ქმნილებებად, მცენარეებად და სხვა ბუნების ნაწილებად.

არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ტოტემთა ჩამონათვალი სრულია, და რომ მას არ აკლია სხვა წევრები, ითვლება, რომ აბორიგენმა ხელოვანებმა, ნახატებში აღწერეს უმეტესი ნაწილები ბუნების თავიანთი მითური წინაპრების მიხედვით. უფრო დეტალურმა გამოკვლევებმა და ექსპედიციებმა, შეიძლება გამოავლინოს სხვა ტოტემური ადგილები და კულტები.

სიით ოცდამეთოთხმეტე ტოტემური წინაპარი, რომელიც ილუსტრირებულია ქერქზე შესრულებულ ნახატზე, არის საეჭვო და დაუბალანსებელი პროპორციებით. მეტი ვიდრე 3 მათგანი წარმოადგენს ხეებს და მათი უმეტესობა ევკალიპტისაა. დარჩენილი ოთხი ჯგუფი არის: ბუნებრივი ძალები, ჰაერის ქმნილებები, ზღვა და ერთი უსიცოცხლო ტოტემი, ანუ წითელი ჟანგმიწა. არცერთი მიწის ბინადარი ცხოველი ან რეპტილია არ არის წარმოდგენილი ქერქის ნახატებში, რომლებიც ტოტემურ ადგილებშია წარმოდგენილი, მაგრამ მსგავსი ტოტემური ქმნილებები მრავლად გვხდება მითებში. ეს ფაქტები ძლიერ კონტრასტშია ცენტრალური ავსტრალიის რწმენასთან, რომელიც დაკავშირებულია ტოტემურ ქმნილებებთან, სადაც თითქმის ყველა ბინადარი არსება, ნაწილი კი ქმნილება, იღებს მონაწილეობას ტოპოგრაფიაში; მცენარეული ტოტემები არ არის ხშირი ცენტრალურ აუსტრალიაში.[14]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Goodale, J. C. (2009). Culture Summary: Tiwi. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=oi20-000
  2. Goodale, J. C. (Jane C. (1957). “Alonga Bush”: A Tiwi Hunt. University Museum Bulletinume 21(3), 2–35. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=oi20-012
  3. 3.0 3.1 Hart, C. W. M. (Charles W. M., & Pilling, A. R. (1960). Tiwi Of North Australia. Case Studies In Cultural Anthropology. New York: Henry Holt and Company. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=oi20-001
  4. 4.0 4.1 Hart, C. W. M. (Charles W. M. (1939). Tiwi Of Melville And Bathurst Islands. Oceania1(2), 167–180. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=oi20-003
  5. Goodale, J. C. (Jane C. (1962). Marriage Contracts Among The Tiwi. Ethnology1(4), 452–466. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=oi20-010
  6. Goodale, J. C. (Jane C. (1982). Production And Reproduction Of Key Resources Among The Tiwi Of North Australia. Resource Managers : North American And Australian Hunter-Gatherers. Boulder, Colo.: Westview Press for the American Association for the Advancement of Science. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=oi20-015
  7. 7.0 7.1 Goodale, J. C. (Jane C. (1963). Qualifications Of Adulthood: Tiwi Invoke The Power Of A Yam.Natural Historylxxii(4), 10–17. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=oi20-011
  8. Hart, C. W. M. (Charles W. M. (1930). Personal Names Among The Tiwi. Oceania1(3), 280–290. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=oi20-004
  9. Basedow, H. (1913). Notes On The Natives Of Bathurst Island, North Australia. Journal Of The Royal Anthropological Institute Of Great Britain And Ireland43, 291–321 , plates. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=oi20-005
  10. 10.0 10.1 http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=&docId=oi20-002&page=oi20-002-00344&offsetId=oi2000200227
  11. http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=&docId=oi20-002&page=oi20-002-00379&offsetId=oi2000200361
  12. http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=&docId=oi20-002&page=oi20-002-00441&offsetId=oi2000200394
  13. http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=&docId=oi20-002&page=oi20-002-00478&offsetId=oi2000200458
  14. http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=&docId=oi20-002&page=oi20-002-00494&offsetId=oi2000200458