შინაარსზე გადასვლა

ტიებელეს სამეფო რეზიდენცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიებელეს სამეფო რეზიდენცია
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარი სია და მსოფლიო მემკვიდრეობა
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო | ქვეყნის დროშა2 | name = ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
რეგიონი აფრიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2024  (46-ე სესია)
ნომერი 1713
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1713
ინგლ.რუს.ფრ.

ტიებელეს სამეფო რეზიდენცია (ინგლ. Royal Court of Tiébélé) — ტრადიციული კასენას არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ტიებელეში, სამხრეთ-ცენტრალური რეგიონი, ბურკინა-ფასოს. ეს ტრადიციული კომპლექსი შედგება კასენას მეფის რეზიდენციისა და სასახლისგან, ასევე სხვა სამეფო ოჯახის წევრების საცხოვრებლებისგან, მავზოლეუმებისგან, მემორიალებისგან, სამლოცველოებისგან და სხვა ტრადიციული თიხის ნაგებობებისგან, როგორიცაა წმინდა ტყეები და ქვის ეზოები.[1] კომპლექსის თიხის ნაგებობები ასევე ცნობილია თავისი ტრადიციულად მოხატული და მოჩუქურთმებული კედლებით, ხელობით, რომელსაც მხოლოდ ქალები ასრულებენ.[2] ტრადიციული სამეფო კარის ანსამბლი 2024 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.[3]

კომპლექსი 500 წელზე მეტისაა, დაარსდა XVI საუკუნეში პატირინგომიეს მიერ, რომელიც იყო მოსის ხალხის ბელადი — ეთნიკური ჯგუფისა, რომელიც წარმოშობით ბურკინა-ფასოს ცენტრალური ნაწილის ლუმბილის დეპარტამენტიდანაა. სამეფო კარი თავდაპირველად ბურკინა-ფასოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შეიტანეს 2012 წლის 24 იანვარს, იმავე წელს ის მსოფლიო ძეგლთა ფონდის სიაშიც მოხვდა[4] და საბოლოოდ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა 2024 წლის 26 ივლისს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 46-ე სესიაზე, რომელიც ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში გაიმართა.[3]

  1. Taggart, Emma. (2017-12-18) Photographers Gain Entry into Traditional African Village Where Every House Is a Work of Art en. ციტირების თარიღი: 2024-11-26
  2. TIEBELE - THE TRAGIC TALE OF VANISHING MURAL ART. ციტირების თარიღი: 2024-11-26
  3. 3.0 3.1 Centre, UNESCO World Heritage. Royal Court of Tiébélé en. ციტირების თარიღი: 2024-11-26
  4. Cour Royale de Tiébélé en. ციტირების თარიღი: 2024-11-26