ტიგრან ჩეოკიურიანი
იერსახე
ტიგრან ჩეოკიურიან | |
---|---|
დას. სომხ. Տիգրան Չէօկիւրեան | |
ფაილი:Dikran Chokourian.jpg | |
დაბადების თარიღი | 1884 |
დაბადების ადგილი | გუმუშჰანე, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1915 (31 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Ayaş |
საქმიანობა | რომანისტი, რედაქტორი, მხატვარი, მწერალი და მასწავლებელი. |
ენა | სომხური ენა |
მოქალაქეობა | ოსმალეთის იმპერია |
ალმა-მატერი | Berberian School |
ჟანრი | პროზა |
ტიგრან ჩეოკიურიან (Տիգրան Չէօկիւրեան, 1884, გუმუშჰანე, ოსმალეთის იმპერია – 1915) — სომეხი მწერალი და მასწავლებელი, ჟურნალ Vostan-ის (Ոստան) რედაქტორი და სომხების გენოციდის მსხვერპლი.
1907 წელს დაამთავრა კონსტანტინოპოლის (ახლანდელი სტამბოლი) ბერბერიანული კოლეჯი და შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად სომხურ სკოლებში. ჩეოკიურიანი ცნობილი გახდა 1910 წელს გამოქვეყნებული მოთხრობების კრებულით, სახელწოდებით ხმები სამშობლოდან (Հայրենի Ձայներ). 1914 წელს მან გამოაქვეყნა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომანი „მონასტერი“ (Վանքը), რომელიც მიეძღვნა ცივილიზაციისა და თავისუფლების ძალასა და გამარჯვებას. იგი დააპატიმრეს და მოკლეს 1915 წელს რამდენიმე სომეხ ინტელექტუალთან ერთად.
წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „სომხური საკითხი“, ენციკლოპედია, რედ. აკად. კ.ხუდავერდიან, ერევანი, 1996, გვ. 373
გარე ბმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიოგრაფია დაარქივებული 2021-11-28 საიტზე Wayback Machine. (სომხურ ენაზე)