ტიგრან კეოსაიანი
| ტიგრან კეოსაიანი | |
|---|---|
|
ტიგრან კეოსაიანი | |
| დაბადების თარიღი |
4 იანვარი, 1966 მოსკოვი, სსრკ |
| გარდაცვალების თარიღი |
26 სექტემბერი, 2025 (59 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
| საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
| მეუღლე(ები) |
ალიონა ხმელნიცკაია მარგარიტა სიმონიანი |
| მშობლები | მამა: ედმონდ კეოსაიანი |
ტიგრან კეოსაიანი (რუს. Тигра́н Эдмо́ндович Кеосая́н; დ. 4 იანვარი, 1966, მოსკოვი, სსრკ — გ. 26 სექტემბერი, 2025, მოსკოვი, რუსეთი) — სომხური წარმოშობის საბჭოთა და რუსი მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი. რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (2024) და დამსახურებული არტისტი (2025).[1]
ტიგრან კეოსაიანი დაიბადა კინემატოგრაფისტების ოჯახში. მამა - ედმონდ კეოსაიანი (1936-1994) ცნობილი საბჭოთა კინორეჟისორი იყო, დედა - მსახიობი ლაურა გევორქიანი (დ. 1939).[2]
1971 წელს პირველად გადაიღეს კინოში ეპიზოდურ როლში, რეჟ. ე. კეოსაიანის ფილმში „რუსეთის იმპერიის გვირგვინი, ანუ ისევ მოუხელთებლები“. 1983 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, კინოსტუდია „მოსფილმში“ დაიწყო მუშაობა.[3]
1984 წელს ჩაირიცხა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე (იგორ ტალანკინის სახელოსნო). სტუდენტობის პერიოდში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. მისი თანაკურსელები იყვნენ ალექსანდრე ბაშიროვი, ფიოდორ ბონდარჩუკი, რენატა ლიტვვინოვა და ივან ოხლობისტინი.
1987 წლიდან კინოში ეპიზოდურ როლებში ჩნდებოდა. 1988 წელს გადაიღო 18 წუთიანი ფილმი „მზიური ნაპირი“. ფილმი არმიიდან გაქცეულ ჯარისკაცზეა, რომელმაც ვერ აიტანა „დედოვშჩინა“. ჯარისკაცის როლი ფიოდორ ბონდარჩუკმა შეასრულა.
1992 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი.[4]
1993 წელს ძმასტან - კეოსაიანთან ერთად ჩამოაყალიბა სარეკლამო სააგენტო „Gold Vision“, სადაც ფიოდორ ბონდარჩუკთან ერთად აქტიურად ეწეოდა მუსიკალური ვიდეოკლიპებისა და სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოებას.[5] თანამშრომლობდა რუსეთის შოუ-ბიზნესის ისეთ ცნობილ წარმომადგენლებთან, როგორებიც არიან: ირინა ალეგროვა, მიხეილ შუფუტინსკი, იგორ სარუხანოვი, ნატალია ვეტლიცკაია. შემდგომში თავი დაანება კლიპმეიკერობას და კინორეჟისურაზე გადაერთო.[6]
ტიგრან კეოსაიანს პოპულარობა მოუტანა კინონამუშევრებმა: „საბრალო საშა“ (1997), „პრეზიდენტი და მისი შვილიშვილი“ (1999). 2001 წელს მან სახელმწიფო შეკვეთით გადაიღო ტელესერიალი „მამაკაცური სამუშაო“ - ჩეჩნეთში გრუ-ს სპეცდანიშნულების რაზმის სამხედრო სამსახურზე.
სანქციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ, კეოსაიანის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა.
2022 წლის მარტიდან შვეიცარიის სანქცირებულთა სიაში ირიცხებოდა.
2022 წლის ივნისში ყაზახეთის შსს-მ კეოსაიანი შეიყვანა არასასურველ პერსონათა სიაში.[7]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ В Москве завершилась церемония прощания с Тиграном Кеосаяном
- ↑ Кеосаян, Тигран Эдмондович
- ↑ Тигран Кеосаян
- ↑ Заслуженный и нежелательный: кто такой Тигран Кеосаян
- ↑ ТИГРАН КЕОСАЯН: РАВНЫЙ СРЕДИ ЛУЧШИХ ИЛИ ЛУЧШИЙ СРЕДИ РАВНЫХ?
- ↑ Топ-10: клипмейкеры, ставшие режиссерами
- ↑ Российского пропагандиста Тиграна Кеосаяна в Казахстане включили в список с террористами
- დაბადებული 4 იანვარი
- დაბადებული 1966
- მოსკოვში დაბადებულები
- გარდაცვლილი 26 სექტემბერი
- გარდაცვლილი 2025
- მოსკოვში გარდაცვლილები
- საბჭოთა მსახიობები
- საბჭოთა კინორეჟისორები
- XX საუკუნის მსახიობები
- XXI საუკუნის მსახიობები
- რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- რუსეთის დამსახურებული არტისტები
- მსახიობები ანბანის მიხედვით