ტიგრან ერვანდუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიგრან ერვანდუნი
Տիգրան Երվանդունի

ტიგრან ერვანდუნი (უცნობი მხატვარი).
სომხეთის სატრაპის მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ.წ. 560
მმართ. დასასრული: ძვ.წ. 535
წინამორბედი: იერვანდ I საკავაკიაცი
მემკვიდრე: ვაჰაგნ ვიშაპაქაღი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დინასტია: ერვანდუნების დინასტია
რელიგია: კერპთთაყვანისმცემლობა

ტიგრან ერვანდუნი სომხ. Տիգրան Երվանդունիსომხეთის სატრაპიის მეფე ერვანდუნების დინასტიიდან. მისი მმართველობა დაიწყო ძვ.წ. 560 წელს და დასრულდა ძვ.წ. 535 წელს.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოვსეს ხორენაცის სომხეთის ისტორიის მიხედვით, ტიგრან ერვანდუნის მეფობის დროს სომხეთის ფართობი 400 000 კმ2 შეადგენდა. მოვსეს მას მოიხსენიებს, როგორც ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ძლიერი და ყველაზე მამაცი სომეხ მეფეებს შორის.[1]

ჰეროდოტეს მიხედვით, სწორედ ჰარპაგუსმა ჩამოაგდო ტახტიდან ასტიაგე კიროსთან ერთად, თუმცა კიროს დიდმა ბევრი მეფე თანამდებობაზე დატოვა, ხარკის გადახდის სანაცვლოდ. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის სომხურ ლეგენდასთან, რომლის მიხედვითაც მიდიის მეფე ასტიაგეს დაესიზმრა, რომ ტიგრანი მას თავს დაესხმებოდა, ამიტომ გადაწყვიტა მისი შეთქმულებით ტახტიდან ჩამოგდება. როდესაც ომი დაიწყო, ტიგრანმა ასტიაგე მოკლა, შემდეგ კი მის ქვრივ ცოლზე ანუშზე (არიენისზე) იქორწინა.

ქსენოფონტი მეფე ტიგრან ერვანდუნს კიროპედიაში იხსენიებს, სადაც აღნიშნავს, რომ ტიგრანი კიროს II დიდის მოკავშირე იყო. სომეხი ისტორიკოსის ჰ. ხაჩეტრიანის მოხედვით, ისინი ნადირობაში ერთმანეთს კომპანიონობას უწევდნენ (ერთად ნადირობდნენ). ტიგრანი კარგი მშვილდოსანი იყო და კიროსთან შეჯიბრებისას ყოველთვის იმარჯვებდა. მოგვიანებით გადაწყვიტეს ტურნირის ორგანიზება, სადაც მონაწილეებს თავდაპირველად 10 ჭიქა ღვინო უნდა დაელიათ, შემდეგ კი ისარი ესროლათ. კიროსმა და ტიგრანმა ღვინო დალიეს, თუმცა, ამის შემდეგ, კიროსმა სპეციალური ბალახი შეჭამა, რომელიც ღვინის ეფექტს აქრობდა, როგორც აღმოჩნდა ზემოთ აღნიშნული ბალახი ტიგრანსაც აღმოაჩნდა. საბოლოოდ ტურნირში კვლავ ტიგრანმა გაიმარჯვა. ამის შემდეგ კიროსი ამბობდა, რომ:

ვიკიციტატა
„არ არსებობს ღვინო, რომელიც ჩვენ მსგავს მამაკაცებს მოერევა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენს დავლევთ, ჩვენ მაინც არ დავთვრებით. მე მხოლოდ ორჯერ ავაცდინე ოთხი გასროლიდან, შენ კი არც ერთი არ აგიცდენია[2].“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. History of Armenia, Moses of Khorene, http://www.vehi.net/istoriya/armenia/khorenaci/index.html
  2. Khachatryan, Hayk (2006). 141 Kings of the Armenians. Erevan: Amaras. ISBN 978-99930-1-192-7