ტიბურტინის კარიბჭე
ტიბურტინის კარიბჭე Porta Tiburtina | |
---|---|
![]() ტიბურტინის კარიბჭე დღეს, ხედი ავრელიანეს კედელს გარეთ. | |
კოორდინატები | 41°53′51″ ჩ. გ. 12°30′37″ ა. გ. / 41.89750° ჩ. გ. 12.51028° ა. გ.კოორდინატები: 41°53′51″ ჩ. გ. 12°30′37″ ა. გ. / 41.89750° ჩ. გ. 12.51028° ა. გ. |
მდებარეობა | რომი |
ტრიბურტინის კარიბჭე (პორტა ტიბურტინა ან პორტა სან ლორენცო) — კარიბჭე რომის ავრელიანეს კედელში, იტალიაში, რომლის გავლითაც გზა ვია ტიბურტინა ქალაქიდან გადის.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიბჭე თავდაპირველად იყო თაღი, აშენებული ავგუსტუსის დროს, იმ წერტილში, სადაც სამი აკვედუკი (აკვა-მარცია, აკვა-იულია და აკვა-ტეპულა) ვია ტიბურტინაზე გადადიოდა. თაღი რესტავრირებული იქნა იმპერატორების ტიტუსისა და კარაკალას მიერ.
ავგუსტუსის თაღი იმპერატორმა ავრელიანემ ჩართო ავრელიანეს კედელში. ჰონორიუსის რესტავრაციის დროს, V საუკუნეში, აშენდა მეორე, გარე გასასვლელი, ხუთი პატარა ღიობით, რომლებიც ანათებდა ოთახს, საიდანაც კარიბჭე იმართებოდა.[1]
დროთა განმავლობაში, კარიბჭემ შეიცვალა სახელი პორტა სან ლორენცოდ, ახლოს მდებარე სან-ლორენცო-ფუორი-ლე-მურას ბაზილიკის არსებობის გამო. თუმცა, ჩვეულებრივი ხალხი მას „კაპო დე ბოვე“ ან „პორტა ტაურინას“ უწოდებდა, რადგან ავგუსტუსის თაღი მორთული იყო ხარის თავის ქალებით.[1]
კარიბჭე არის 1347 წლის 20 ნოემბრის საღამოს მოპოვებული გამარჯვების მოწმე, როდესაც რომის სახალხო ლიდერმა კოლა დი რიენცომ დაამარცხა ქალაქის ბარონთა ძალები, რომელშიც დაიღუპა მათი ლიდერი სტეფანო კოლონა.[1]
1869 ან 1870 წელს პაპმა პიუს IX-მ ბრძანა ტიბურტინის კარიბჭის გადარჩენილი ქვის მასალის უმეტესობის მოხსნა მსოფლიო საეკლესიო კრების მონუმენტური სვეტის ასაშენებლად,[2][3] რომელიც არასოდეს დასრულებულა რომის დაპყრობის გამო.[4]
კარიბჭესთან ახლოს არის წმინდა ბიბიანას ეკლესია.
კარიბჭე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავგუსტუსის თაღს აქვს სამი წარწერა. ზემოთ, აკვა-იულიაზე, ძვ.წ. 5 წლის წარწერაა, რომელშიც ვკითხულობთ:
- CAESAR DIVI IULI F(ilius) AUGUSTUS PONTIFEX MAXIMUS CO(n)S(ul) XII TRIBUNIC(ia) POTESTAT(e) XIX IMP(erator) XIIII RIVOS AQUARUM OMNIUM REFECIT
- „იმპერატორმა კეისარმა ავგუსტუსმა, ღვთაებრივი იულიუსის ძემ, პონტიფექს მაქსიმუსმა, კონსულმა მეთორმეტე ჯერზე, პლებსის ტრიბუნმა მეცხრამეტე ჯერზე, იმპერატორმა მეცამეტე ჯერზე, აღადგინა ყველა აკვედუკის არხები.“[5]
შუაში, აკვა-ტეპულაზე არის წარწერა, რომელიც თარიღდება იმპერატორ კარაკალას რესტავრაციის დროით, 212 წელს:
- CAES(ar) M(arcus) AURELLIUS ANTONINUS PIUS FELIX AUG(ustus) PARTH(icus) MAXIM(us) BRIT(annicus) MAXIMUS PONTIFEX MAXIMUS AQUAM MARCIAM VARIIS KASIBUS IMPEDITAM purgato fonte excisis et perforatis montibus restituta forma adquisito etiam fonte novo Antoniniano in sacram urbem suam perducendam curavit
- „იმპერატორმა კეისარმა მარკუს აურელიუს ანტონინუს პიუს ფელიქს ავგუსტუსმა, პართიკუს მაქსიმუსმა, ბრიტანიკუს მაქსიმუსმა, შეიყვანა თავის ქალაქში აკვა-მარცია, რომელიც დაბლოკილი იყო რამდენიმე დაბრკოლებით, წყაროს გაწმენდის, მთების აჭრისა და გახვრეტის შემდეგ, გზის აღდგენით და ახალი წყაროს ანტონინიანას უზრუნველყოფით.“[6]
აკვა-მარციას ქვედა არხზე არის წარწერა იმპერატორ ტიტუსის მიერ 79 წელს განხორციელებული რესტავრაციის შესახებ:
- TITUS CAESAR DIVI F(ilius) VESPASIANUS AUG(ustus) PONTIF(ex) MAX(imus) TRIBUNICIAE POTESTAT(is) IX IMPerator) XV CENS(or) CO(n)S(ul) VII DESIG(natus) IIX P(ater) P(atriae) RIVOM AQUAE MARCIAE VETUSTATE DILAPSUM REFECIT ET AQUAM QUAE IN USU ESSE DESIERAT REDUXIT
- „იმპერატორმა ტიტუს კეისარმა, ღვთაებრივი ვესპასიანუს ავგუსტუსის ძემ, პონტიფექს მაქსიმუსმა, პლებსის ტრიბუნმა მეცხრე ჯერზე, იმპერატორმა მეთხუთმეტე ჯერზე, ცენზორმა, კონსულმა მეშვიდე ჯერზე, (კონსულად) არჩეულმა მერვე ჯერზე, პატერ პატრიემ, აღადგინა აკვა-მარციას არხები, რომლებიც დროთა განმავლობაში განადგურდა, და უკან დააბრუნა წყალი, რომელიც აღარ გამოიყენებოდა.“[5]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Quercioli, Mauro, Le mura e le porte di Roma, Newton & Compton Editori, Roma, 2005
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Porta Tiburtina in Platner & Ashby's Topographical Dictionary of Ancient Rome at LacusCurtius
- "Porta S. Lorenzo"
- Lucentini, M. (31 December 2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. Interlink. ISBN 9781623710088.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Quercioli, pp. 201-202.
- ↑ Lanciani, Rodolfo (1899) The Destruction of Ancient Rome : a Sketch of the History of the Monuments. New York : London : Macmillan, გვ. 189-190.
- ↑ LacusCurtius • Porta Tiburtina (Platner & Ashby, 1929).
- ↑ Lanciani, Rodolfo (1899) The Destruction of Ancient Rome : a Sketch of the History of the Monuments. New York : London : Macmillan, გვ. 189-190.
- ↑ 5.0 5.1 Roma Segreta site.
- ↑ Roma Segreta site. ეს ახალი წყალო გამოიყენებოდა აკვა-მარციას შესავსებად, რომელიც კარაკალას აბანოებს ამარაგებდა.