შინაარსზე გადასვლა

ტიბერინა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიბერინას კუნძული

ტიბერინა, იგივე ტიბროსის კუნძული — (იტალ. Isola Tiberina, ლათ. Insula Tiberina) კუნძული ტიბროსის იმ ნაწილში, რომელიც რომს კვეთს. მდებარეობს მდინარის სამხრეთით.

კუნძული ნავის ფორმის, დაახლოებით 270 მეტრის სიგრძის და 67 მეტრის სიგანისაა და უძველესი დროიდან მდინარის ორივე მხარესთან ხიდებით არის დაკავშირებული. ვინაიდან ის ასკლეპიოსის უძველესი ტაძრისა და მოგვიანებით საავადმყოფოს ადგილსამყოფელი იყო, დღემდე მედიცინასა და განკურნებასთან ასოცირდება. მასზე მდებარეობს XVI საუკუნეში დაარსებული ფატენეფრატელის საავადმყოფო და X საუკუნით დათარიღებული სან ბართოლომეოს ალ'იზოლას ბაზილიკური ეკლესია.

კუნძული ანტიკური ხანიდან რომის დანარჩენ ნაწილს ორი ხიდით უკავშირდება და ოდესღაც მას “Insula Inter-Duos-Pontes” ერქვა, რაც „ორ ხიდს შორის კუნძულს“ ნიშნავს. მის გვერდით ერთ-ერთი შემორჩენილი ანტიკური ხიდი, „Ponte Fabricio“, კუნძულს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მარსის ველთან და სან-ანჯელოს მდინარის მარცხენა ნაპირთან აკავშირებს.

ლეგენდის თანახმად, საძულველი ტირანის, ტარკვინიუს სუპერბუსის (ძვ. წ. 510 წელი) დაცემის შემდეგ, განრისხებულმა რომაელებმა მისი ცხედარი ტიბრში ჩააგდეს. ის ფსკერზე დაეცა, სადაც მის გარშემო ჭუჭყი და შლამი დაგროვდა და საბოლოოდ ტიბერინას კუნძული ჩამოყალიბდა. ლეგენდის სხვა ვერსიით, ხალხმა საძულველი მმართველის სასახლეში ხორბალი და მარცვლეული შეაგროვა და ტიბრში ჩაყარა, სადაც საბოლოოდ ის კუნძულის საფუძველი გახდა.  ძვ. წ. III საუკუნემდე ის არცერთ რომაულ წყაროში არ არის ნახსენები.

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]