ტვიროსის ალყა (1187)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტვიროსის ალყა.
ტვიროსის ალყა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
Tyre 1187.jpg
თარიღი 12 ნოემბერი, 1187-1 იანვარი, 1188
მდებარეობა ტვიროსი
შედეგი ჯვაროსნების გამარჯვება
მხარეები
Cross Templar.svg ჯვაროსნები Flag of Ayyubid Dynasty.svg აიუბიდები
მეთაურები
Cross Templar.svg კონრად მონტფერატელი
Cross Templar.svg სანჩო მარტინი
Flag of Ayyubid Dynasty.svg სალადინი
Flag of Ayyubid Dynasty.svg აბდ ალ-სალამ ალ-მაღრიბი
Flag of Ayyubid Dynasty.svg აბდ ალ-მოჰსენი
Flag of Ayyubid Dynasty.svg ალ-ფარის ბედრენი
ძალები
უცნობია ჯარისკაცების რიცხვი
17 გალეონი
უცნობია ჯარისკაცების რიცხვი
10 გალეონი
დანაკარგები
მსუბუქი მძიმე

ტვიროსის ალყა — კონფლიქტი აიუბიდებსა და ჯვაროსნებს შორის. მიმდინარეობდა 1187 წლის 12 ნოემბრიდან 1188 წლის 1 იანვრამდე. მოიერიშეებს მეთაურობდა სალადინი, ხოლო ქალაქს იცავდა კონრად მონტფერატელი. ორ თვიანი სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ, სალადინმა უკან დაიხია და აკრაში გამაგრდა.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰატინის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, სალადინმა დაიპყრო ჯვაროსანთა უამრავი ქალაქი, მათ შორის იერუსალიმი. უამრავმა ქრისტიანმა თავი შეაფარა ტვიროსს, რომელიც ჯვაროსანთა მთავარი დასაყრდენი იყო. ტვიროსი ებარა რეინალდ სიდონელს, რომელიც აპირებდა სალადინთან შეთანხმებს, მაგრამ კონრადის და მისი არმიის ჩამოსვლამ მოლაპარაკებები ჩაშალა. ამის შემდეგ რეინალდმა ტვიროსი დატოვა და ჯვაროსანთა მეთაური კონრადი გახდა. მან ქალაქს შემოარტყა ღრმა თხრილი და გაამაგრა თავდაცვითი ნაგებობები. მუსლიმანური არმია ქალაქს 12 ნოემბერს მიადგა და დაიწყო ალყა.[1]

ალყა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლა რთული იყო. სალადინის არმიას ჰქონდა 17 საალყო მანქანა, რომლებიც გამუდმებით ისროდნენ ლოდებს ქალაქის მიმართულებით. ჯვაროსნების ჰყავდათ ბევრი მშვილდოსანი და არბალეტის მსროლელი გემებზე.

სალადინის ყველა შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა. ჯვაროსნები ხშირად თავს ესხმოდნენ მოალყეებს ესპანელი რაინდის — სანჩო მარტინის მეთაურობით, რის შედეგადაც ალყა გაიწელა.[2] იარაღის შეფერილობის გამო, სანჩო ასევე ცნობილია როგორც „მწვანე რაინდი“.[3] მისი ბრძოლით აღტაცებულები იყვნენ არა მარტო ქრისტიანები, არამედ მუსლიმებიც. სალადინმა ბევრჯერ შესთავაზა მას მიეღო ისლამი და ებრძოლა მუსლიმთა მხარეს, მაგრამ სანჩომ უარი განაცხადა და განაგრძო მუსლიმთა წინააღმდეგ თავდასხმები.[3]

სალადინისთვის ნათელი გახდა, რომ ზღვაზე გამარჯვების გარეშე ვერ აიღებდა ქალაქს. სალადინმა აბდ ალ-სალამ ალ-მაღრიბის მეთაურობით ქალაქისკენ გაგზავნა ათი გალეონი, რომლებმაც პირველ ჯერზე დაამარცხეს ქრისტიანები, მაგრამ 29-30 დეკემბრის ღამეს ქრისტიანებმა გამარჯვება მოიპოვეს მუსლიმთა ფლოტზე. მუსლიმი მემატიანე ალ-ფარის ბედრანი, მათ დამარცხებას აბდ ალ-სალამ ალ-მაღრიბის არაკომპეტენტურობას აბრალებს.[1] საზღვაო დამარცხების შემდეგ სალადინის არმიამ კიდევ ერთი იერიში მიიტანა ქალაქზე, მაგრამ დამარცხდა და დიდი დანაკარგები განიცადა.[3]

სალადინმა შეკრიბა თავისი ამირები და გამართა თათბირი, სადაც გადაწყვიტა აკრაში დაბრუნება. მუსლიმებმა ალყა 1188 წლის 1 იანვარს მოხსნეს.[1]

შემდგომ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ გამარჯვებამ კონრადს პრესტიჟი საგრძნობლად აუმაღლა. სალადინისთვის ტვიროსის ალყა იყო გარდამტეხი მომენტი მის კარიერაში. აქ დამარცხებამ გამოავლინა მისი უდიდესი არმიის უუნარობა. ტვიროსი გახდა მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში ქრისტიანთა აღორძინების მთავარი საყრდენი. ტვიროსის დაცემის შემთხვევაში მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა ბევრად წარუმატებელი იქნებოდა.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Helen Nicholson, David Nicolle(2005),God's Warriors: Knights Templar, Saracens and the Battle for Jerusalem
  • George Payne Rainsford James(1854), A history of the life of Richard Coeur-de-Lion, King of England, Vol. 2
  • Jaroslav Folda(2005), Crusader art in the Holy Land: from the Third Crusade to the fall of Acre 1187–1291
  • Stanley Lane-Poole(1985), Saladin and the Fall of the Kingdom of Jerusalem

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Nicholson p.81-82
  2. Folda p.28
  3. 3.0 3.1 3.2 Payne p.280-282
  4. Lane-Poole p.241-243