ტვინ პიქსი (2017 წლის ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტვინ პიქსი
Twin Peaks 2017 opening shot credits.png
სატიტულო კადრი სერიალიდან
ჟანრი
ავტორი
სცენარი
  • მარკ ფროსტი
  • დევიდ ლინჩი
რეჟისორი დევიდ ლინჩი
მონაწილეობენ კაილ მაკლაქლენი (იხ. როლებში)
მთავარი თემა „Falling (Twin Peaks Theme)“
კომპოზიტორი ანჯელო ბადალამენტი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 1
ეპიზოდი 18 (ეპიზოდების სია)
კომპანია
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
  • მარკ ფროსტი
  • დევიდ ლინჩი
  • საბრინა ს. საზერლენდი
მონტაჟი დუეინ დანემი
ადგილ(ებ)ი ვაშინგტონის შტატი
ოპერატორი პიტერ დემინგი
ხანგრძლივობა 55–60 წთ.
კომპანია
  • Rancho Rosa Partnership Production
  • Lynch/Frost Production
დისტრიბუტორი Showtime Networks
ეთერი
ორიგინალური არხი Showtime
პირველად ეთერში მაისი 21, 2017 (2017-05-21)
უკანასკნელად ეთერში სექტემბერი 3, 2017 (2017-09-03)
ქრონოლოგია
წინა
საიტი sho.com/twin-peaks

ტვინ პიქსი“ (ინგლ. Twin Peaks), აგრეთვე ცნობილი როგორც „ტვინ პიქსი: დაბრუნება“ (ინგლ. Twin Peaks: The Return) — ამერიკული დრამატული ტელესერიალი, რომლის ავტორები არიან მარკ ფროსტი და დევიდ ლინჩი. იგი არის 1999-1999 წლების ამავე სახელწოდების სერიალის გაგრძელება. შეზღუდული სერიალი შედგება 18 ეპიზოდისგან და გადიოდა Showtime-ზე, 2017 წლის 21 მაისიდან.[1] სერიალის პრემიერა 19 მაისს, ლოს-ანჯელესის Ace Hotel-ში გაიმართა.[2]

„ტვინ პიქსის“ გაგრძელებაზე ლინჩი ფროსტთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა. რეჟისორის სახით ამჯერად მხოლოდ ლინჩი მუშაობდა.[3] გაგრძელებაში დაბრუნდა ორიგინალური სერიალის უამრავი პერსონაჟის შემსრულებელი, მათ შორის - კაილ მაკლაქლენი აგენტ დეილ კუპერის და მისი ორეულის როლში.

პრემიერამდე ახალი სერიალის სიუჟეტის შესახებ ცოტა თუ იყო ცნობილი. მაგრამ, Showtime-ის პრეზიდენტმა, დევიდ ნევინსმა, იგი არის „ძირითადად აგენტ კუპერის ტვინ პიქსში დაბრუნების შესახებ“.[4]

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 25 აპრილს ცნობილი გახდა სერიალის ყველა პერსონაჟის როლის შემსრულებელი და პერსონაჟების სია.[5]

კაილ მაკლაქლენი კვლავ ასრულებს აგენტ დეილ კუპერის[6][7][8] როლს. იგი აგრეთვე განასახიერებს კუპერის ორეულს (მისტერ კ.)[9], შავი ვიგვამიდან. კიდევ ერთი პერსონაჟი მისი შესრულებით – დაგი ჯოუნსი[9], სადაზღვევო აგენტი[6][7][8], მესამე ეპიზოდში ჩნდება.

ტვინ პიქსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები
  1. მეთერთმეტე ნაწილამდე ემიკის პერსონაჟი არ იყო ნახსენები გვარით, ხოლო ორიგინალურ სერიალში მითითებული იყო, როგორც „ჯონსონი“.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 ეს მსახიობი ჩნდებიან საარქივო კადრების სახით, გარდა ფიბი ოგასტინის და უოლტერ ოლკევიჩის, რომლებიც ახალ სერიალში სხვა როლებს განასახიერებენ.
  3. ეს მსახიობები გარდაიცვალნენ სერიალის ეთერში გასვლამდე და ესა თუ ის ეპიზოდი მათ ხსოვნას ეძღვნება.
  4. ორიგინალურ სერიალში ჟაკ რენოს ოლკევიჩი განასახიერებს.

ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლას-ვეგასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ორიგინალურ ტელესერიალში ლოგანმა განასახიერა ლუი ბადუეი.

სამხრეთი დაკოტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზებუნებრივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიკლ ჯ. ანდერსონი არ ასრულებს „მამაკაცის სხვა ადგილიდან“ როლს. მისი „ევოლუცია“ გადმოცემულია კომპიუტერული ეფექტებით, ხოლო გამხმოვანებელი მითითებული არ არის.

შენიშვნები
  1. 1.0 1.1 1.2 გამოყენებულია მსახიობების საარქივო კადრები.
  2. ორიგინალურ სერიალში სტრაიკენი ნახსენებია, როგორც „გოლიათი“, ახალი სერიალის მე-14 ნაწილში იგი საკუთარ თავს „მეხანძრეს“ უწოდებს.
  3. ორიგინალურ სერიალში ოგასტინი ასრულებს რონეტ პულასკის როლს.
  4. პერსონაჟებს მსახიობები განასახიერებენ ორიგინალურ სერიალში. მათი ნაწილის ახალ სერიალში მონაწილეობის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.
  5. პირველ ნაწილში მითითებულია, როგორც „ექსპერიმენტული მოდელი“.

მუსიკალური შემსრულებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდების ნაწილი მთავრდება მუსიკალური ნომრებით, რომლებსაც Roadhouse-ში, ადგილობრივ ბარში, ასრულებენ:

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორიგინალური სერიალის 1991 წელს დასრულებიდან 2017 წლამდე გარდაიცვალა რამდენიმე მსახიობი, რომელიც მასში მონაწილეობდა. ზოგიერთი ეპიზოდის ბოლოს მითითებულია, რომ აღნიშნული ეპიზოდი ეძღვნება ასეთ პიროვნებას. ისინი არიან:

  • ნაწილი 1: კეთრინ ე. კოლსონი, გადაღებულია ახალ სერიალში
  • ნაწილი 2: ფრენკ სილვა, გამოყენებულია საარქივო კადრები
  • ნაწილი 3: დონ ს. დეივისი და მიგელ ფერერი; პირველი ჩნდება რედაქტირებულ საარქივო მასალებში, გადაღებულია ახალ სერიალში
  • ნაწილი 5: მარვ როზენდი, გადაღებულია ახალ სერიალში[29]
  • ნაწილი 7: უორენ ფროსტი, გადაღებულია ახალ სერიალში
  • ნაწილი 14: დევიდ ბოუი, გამოყენებულია საარქივო კადრები
  • ნაწილი 15: მორიანი ქალბატონი (კოლსონის პერსონაჟი, ახალი კადრები)

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიაშშ მაყურებელი
(მილიონი)
311„დაბრუნება, ნაწილი 1“
„The Return, Part 1“
დევიდ ლინჩიმარკ ფროსტი და დევიდ ლინჩიმაისი 21, 2017 (2017-05-21)0.506[30]
დეილ კუპერი კვლავ გამომწყვდეულია „შავ ვიგვამში“ და ესაუბრება ???????-ს. ტვინ პიქსში ექიმი ჯაკობი მიიღებს ამანათს ნიჩბებით. სასტუმროში „Great Northern“ ბენ ჰორნი თავის ძმას ჯერის გააცნობს ახალ მდივანს, ბევერლის. შერიფის თანაშემწე ჰოუკს უკავშირდება მორიანი ქალბატონი, რომელიც ეუბნება, რომ კუპერთან დაკავშირებული რაღაც აკლიათ. ნიუ-იორკში სემ კოლბი ზის საწყობში და თვალს ადევნებს შუშის ხუთს. მას ეწვევა შეყვარებული, ტრეისი ბარბერატო, მაგრამ სემი ეუბნება, რომ შესვლა აკრძალულია. გოგონა მეორედ მოდის, როდესაც დაცვა აღარ ზის და ორივე საწყობში შედის. ისინი სექსით არიან დაკავებულები, როდესაც უცნაური ანდროგინული არსება „ექსპერიმენტი“ ჩნდება, გამოდის ყუთიდან და მათ კლავს. ბაკჰორნში (სამხრეთი დაკოტა) კუპერის ორეული, გრძელთმიანი მამაკაცი თვალების შავი ფერის გარსით პოულობს რეის და დარიას. პოლიციელები პოულობენ ბაკჰორნის ბიბლიოთეკის თანამშრომლის, რუთ დეივენპორტის თავს, რომელიც მოთავსებული ჯონ დოს უთავო ცხედარზე. იდენტიფიცირების შედეგად აღმოჩნდება, რომ ანაბეჭდები ბილ ჰასტინგზს ეკუთვნის. მას აპატიმრებენ.
322„დაბრუნება, ნაწილი 2“
„The Return, Part 2“
დევიდ ლინჩიმარკ ფროსტი და დევიდ ლინჩიმაისი 21, 2017 (2017-05-21)0.506[30]
მეუღლე, ფილისი, ბილს ადანაშაულებს მოკლულ რუთთან ურთიერთობაში, ხოლო თავად ფარულად ხვდება ბილის იურისტ ჯორჯს. ფილისი უარს ამბობს ბილის დაცვაზე და ციხიდან გადის. გვერდზე მდებარე საკანში ზის აჩრდლის მსგავსი არსება. შინ დაბრუნებულ ფილისს კლავს კუპერის ორეული. დარიას, რეის და კიდევ ერთი პიროვნების, ჯეკის მეშვეობით ინფორმაციის მოპოვების დროს კუპერი მიხვდება, რომ ყველამ უღალატა. იგი ჯეკს და დარიას კლავს, დაადგენს რა, რომ ყველა მის მოსაკლავად იქირავეს. დარიას იგი ეუბნება, რომ უნდა დაბრუნდეს „შავ ვიგვამში“, მაგრამ ამისგან თავის არიდებას აპირებს. „შავ ვიგვამში“ კუპერს ხვდებიან ლორა და ლილანდ პალმერები, მაიკი და „მამაკაცი სხვა ადგილიდან“, რომელიც მანამდე ლილიპუტის სახით ჩნდებოდა, ამჯერად კი ჩონჩხის მსგავსი ხეა, რომლის კენწეროზე იზრდება თავი. იგი უამბობს კუპერს, რომ იქაურობას ვერ დატოვებს, სანამ არ დაბრუნდება ორეული, მაგრამ ამ დროს საქმეში ერევა თავად ამ ხის ორეული. ვიგვამის იატაკი იხსნება და კუპერი ეცემა ნიუ-იორკში, შუშის ყუთში, რომელიც მას მოისვრის შორს. ტვინ პიქსში ჰოუკი განაგრძობს გამოძიებას მორიანი ქალბატონის მიერ ნათქვამი სიტყვების მიხედვით. ჯეიმზ ჰარლი „The Roadhouse“-ში შედის და ერთ-ერთ მაგიდასთან ხედავს შელი ჯონსონს.
333„დაბრუნება, ნაწილი 3“
„The Return, Part 3“
დევიდ ლინჩიმარკ ფროსტი და დევიდ ლინჩიმაისი 28, 2017 (2017-05-28)0.195[31]
კუპერი შედის ლითონის შენობაში, სადაც მას უცნობი არსებისგან იცავს ორი ქალი. კუპერის ორეული ავტომობილით მგზავრობისას თავს ცუდად გრძნობს და ავარიაში მოხვდება. კუპერი პოულობს პორტალს და ადგილს გაუცვლის მეორე ორეულს, დაგი ჯოუნსს, რომელსაც მანამდე ჰქონდა სექსი ლას-ვეგასელ მეძავ ჯეიდთან. „შავ ვიგვამში“ მაიკი დაგის ეუბნება, რომ იგი შექმნილია გარკვეული მიზნით, რომელიც უკვე შეასრულა. დაგი იქცევა ოქროს ბურთულად და მაიკი მის ბეჭედს იღებს. უგონოდ მყოფ კუპერს პოულობს ჯედი, რომელიც გაოგნებულია, რომ დაგის მოაკლდა ასაკი. იგი მას ტოვებს ადგილობრივ სამორინესთან. შენობაში შესული, სრულიად არაადეკვატური კუპერი ამჩნევს „შავი ვიგვამის“ სიმბოლოს, რომელიც ამა თუ იმ სათამაშო აპარატს გადაუფრენს. დააკვირდება რა, თუ როგორ თამაშობენ სხვები, ისიც იწყებს თამაშს, მაგრამ ნებისმიერ აპარატთან ჯეკპოტს იგებს. ტვინ პიქსში, შერიფის კაბინეტში, ჰოუკი, ენდი და ლუსი კვლავ ცდილობენ, დაადგინონ, თუ რა აკლია არსებულ ნივთებს, კუპერის საიდუმლოს ამოსახსნელად. გამოძიების ფედერალური ბიუროს შტაბ-ბინაში აგენტი ტამარა პრესტონი ესაუბრება გორდონ კოულს და ალბერტ როზენფილდს, როდესაც კოულს ურეკავენ და ამცნობენ, რომ კუპერს სამხრეთ დაკოტაში მიაგნეს.
344„დაბრუნება, ნაწილი 4“
„The Return, Part 4“
დევიდ ლინჩიმარკ ფროსტი და დევიდ ლინჩიმაისი 28, 2017 (2017-05-28)0.195[31]
ზედიზედ 28 მოგების შემდეგ კუპერის მოგება 425 000-ს შეადგენს, რის შემდეგაც მას შესთავაზებენ „ლიმუზინს“ და შინ, დაგის სახლში გაუშვებენ. დაგის ცოლი, ჯეინი-ი, ღელავს მეუღლის სამი დღით გაქრობის გამო, მაგრამ მას შემდეგ, რაც კუპერის მიერ მოტანილ ფულიან ტომარას დახედავს, მშვიდდება, ვინაიდან უხარია, რომ ისინი 52 000-იან ვალს (დარჩენილს სამორინეში) თავისუფლად გაისტუმრებენ. კვლავ თითქმის უგონოდ მყოფი კუპერი ეჩვევა დაგის სახით ცხოვრებას. ჩაცმის დროს იგი საკუთარ გონებაში ხედავს მაიკს, რომელიც ამცნობს, რომ იგი ან ორეული უნდა მოკვდნენ. ტვინ პიქსში შერიფი ფრენკ ტრუმენი ხვდება თანაშემწე ბობი ბრიგზს, რომელიც უამბობს, რომ კუპერი იყო უკანასკნელი, ვინც მამამისი, მაიორი ბრიგზი გარდაცვალებამდე იხილა. ენდის და ლუსის შვილი უოლი ბრენდო ტვინ პიქსში ჩნდება და შერიფთან საუბარში მისი ძმის, ჰარისადმი (რომელიც მისი ნათლიაა) პატივისცემას გამოხატავს. გორდონი ხვდება დენის ბრაისონს, შემდეგ კი მიდის სამხრეთ დაკოტაში ალბერტთან და ტამარასთან ერთად. იქ ისინი დაკითხავენ კუპერის ორეულს. აღმოჩნდება, რომ მისი თითების ანაბეჭდები იგივეა, რაც კუპერის, ოღონდ ყველა შებრუნებულია. იგი აგრეთვე ამტკიცებს, რომ აგენტ ფილიპ ჯეფრიზის მითითებით მოქმედებდა. გორდონი და ალბერტი გადაწყვიტავენ, იპოვონ ერთადერთი ქალბატონი, რომელიც მათ დაეხმარება.
355„დაბრუნება, ნაწილი 5“
„The Return, Part 5“
დევიდ ლინჩიმარკ ფროსტი და დევიდ ლინჩიივნისი 4, 2017 (2017-06-04)0.254[32]
ჯეინი-ი კუპერს ტოვებს დაგის ოფისთან. იქ კუპერს აქვს უცნაური რეაქციები გარეთ მდგომ ქანდაკებაზე, ყავის სურნელზე და სიტყვებზე „აგენტი“ და „საქმის ფაილები“. მას შემდეგ, რაც თათბირის დროს ერთ-ერთი თანამშრომლის თავზე ნათება ჩნდება, კუპერი უკანასკნელს ტყუილში ადანაშაულებს. დაგის პირდაპირ მცხოვრები ბიჭუნა გადადის ქუჩაზე და მიდის დაგის ავტომობილთან, რომლის ქვეშ რაღაც არის დამაგრებული. მას უახლოვდებიან ქურდები, რომლებიც ბიჭუნას გააგდებენ და ავტომობილში შეაღწევენ, რის შემდეგაც უკანასკნელი, მათთან ერთად, ფეთქდება. ძმები მიტჩამები, სამორინე „Silver Mustang“-ის მფლობელები, სცემენ და სამსახურიდან გააგდებენ ზედამხედველს, იმის გამო, რომ კუპერმა ყველა ჯეკპოტი მოიგო. ტვინ პიქსში შელი ასესხებს მცირე თანხას თავის შვილ ბეკის, რომელიც ქმართან მანქანაში კოკაინს ყნოსავს. ექიმი ჯაკობი შეთქმულების თეორიების ფორმატის ვიდეოების მაუწყებლობით არის დაკავებული და ყიდის ოქროსფრად შეღებილ ნიჩბებს. კუპერის ორეული იწვევს ციხეში განგაშის სიგნალის ამუშავებას. ბაკჰორნში გვამის გაკვეთის დროს აღმოაჩენენ დაგის საქორწინო ბეჭედს. პენტაგონში პოლკოვნიკ დეივისს ამცნობენ, რომ ბაკჰორნის ცხედარზე არსებული ანაბეჭდები ემთხვევა გარლანდ ბრიგზისას - ეს არის უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მეთექვსმეტედ ნაპოვნი ბრიგზის ანაბეჭდები.
366„დაბრუნება, ნაწილი 6“[33]
„The Return, Part 6“
დევიდ ლინჩიმარკ ფროსტი და დევიდ ლინჩიივნისი 11, 2017 (2017-06-11)0.270[34]
პოლიციელებს კუპერი დაგის სახლში მოჰყავთ. ჯეინი-ი დაგის და ჯეიდის ფოტოს მიიღებს და კუპერზე გაბრაზებულია. კუპერი, ოფისიდან წამოღებულ საქაღალდეებში, ნათების დახმარებით ხატავს უცნაურ კიბეებს. მისი უფროსი გაბრაზებულია, მაგრამ აღმოაჩენს, რომ ეს ნახატები რეალურ პრობლემებზე მიუთითებენ, რის გამოც კუპერს მადლობას უხდის. კუპერი კიდევ ერთხელ იხილავს მაიკს, რომელიც გამოღვიძებას სთხოვს. ჯეინი-ი ხვდება ორ მამაკაცს, რომლებიც დაგის ვალს ითხოვენ, უთანხმდება და, საბოლოოდ, გადასცემს 25 000 აშშ დოლარს. აიკი, მამაკაცი ყინულის დანით, მიიღებს დაგის და ლორეინის (წინა ეპიზოდიდან) ფოტოებს. იგი შერბის ლორეინის კაბინეტში და მას და მის თანამშრომელს დანით კლავს. ალბერტ როზენფილდი ხვდება დაიენს, კუპერის თანაშემწეს. ტვინ პიქსში რიჩარდ ჰორნი ხვდება ნარკოდილერ რედს. იგი სწრაფად მოძრაობს თავისი სატვირთო ავტომობილით და გზად ეჯახება ბიჭუნას. კარლ როდი შეესწრება ამ შემთხვევას და ცდილობს ბიჭუნას დედის დამშვიდებას. ჰოუკი საპირფარეშოში მონეტას კარგავს და, როდესაც პოულობს, ამჩნევს, რომ კარზე დამაგრებული ზედაპირის უკან რაღაც არის დამალული. იგი რამდენიმე ხელნაწერ გვერდს პოულობს.
377„დაბრუნება, ნაწილი 7“[35]
„The Return, Part 7“
დევიდ ლინჩიმარკ ფროსტი და დევიდ ლინჩიივნისი 18, 2017 (2017-06-18)0.294[36]
ჰოუკი და ფრენკ ტრუმენი ათვალიერებენ ლორა პალმერის დღიურის ნაგლეჯებს, საიდანაც ნათელი ხდება, რომ ლორამ სიზმარში იხილა ენი, რომელმაც მას უთხრა, რომ კარგი დეილი ვიგვამშია გამოკეტილი. ფრენკ ურეკავს ჰარის, რომელიც თავს კარგად არ გრძნობს და მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ მიაწვდის. ტრუმენი აგრეთვე ურეკავს დოკ ჰეიუორდს, რომელიც იხსენებს კუპერის ვიგვამიდან დაბრუნების შემდგომ მოვლენებს. პენტაგონის თანამშრომელი ნოქსი ჩადის ბაკჰორნში და გაოგნებულია იმით, რომ გარლენდ ბრიგზის ანაბეჭდები აღმოჩენილია 40 წელს გადაცილებული მამაკაცის უთავო ცხედარზე. ალბერტი და გორდონი დაიენს დაითანხმებენ კუპერის ციხეში მონახულებაზე. დაიენი გაოგნებულია და გულნატკენია დანახულით, ეუბნება რა გორდონს, რომ ეს მამაკაცი კუპერი არ არის. ენდი იძიებს წინა ეპიზოდში აღწერილ სატვირთო ავტომობილის ინციდენტს. ფერმერს, რომელიც მისი მფლობელია, არ სურს ენდისთან საუბარი და სთხოვს მოგვიანებით შეხვედრას, მაგრამ არ მოდის. კუპერის ორეული აშანტაჟებს უორდენ მერფის და მოითხოვს მისი და რეის გათავისუფლებას. ლას-ვეგასში პოლიციის თანამშრომლები ეწვევიან კუპერს დაგის კაბინეტში და დაგის აფეთქებული მანქანის შესახებ ესაუბრებიან. იგი მიჰყავს ჯეინი-ის, მაგრამ ქუჩაში მათ ესხმის იარაღიანი აიკი. მოულოდნელად კუპერი მას პროფესიონალურად განიარაღებს, ხოლო ჩონჩხის მსგავსი ხე მას მითითებებს აძლევს. ბევერლი ცდილობს დაადგინოს, თუ საიდან ისმის უცნაური ზუზუნი ბენ ჰორნის კაბინეტში. მოგვიანებით იგი ბრუნდება თავის ავადმყოფ მეუღლესთან, ტომთან.
388„დაბრუნება, ნაწილი 8“[37]
„The Return, Part 8“
დევიდ ლინჩიმარკ ფროსტი და დევიდ ლინჩიივნისი 25, 2017 (2017-06-25)0.246[38]
კუპერის ორეული მოითხოვს ინფორმაციას რეისგან, რომელიც მას პასუხად ესვრის. კუპერის ირგვლივ იკრიბებიან აჩრდილები. ისინი მის სხეულს ხელს უსვამენ და ასისხლიანებენ, მაგრამ ამასთან, აჩენენ ტომარს ბობის სახით. შეშინებული რეი გარბის. იგი ურეკავს ფილიპ ჯეფრიზს და ეუბნება, რომ დარწმუნებულია, რომ კუპერი მოკლულია, მაგრამ მოგვიანებით ორეული ცოცხლდება. 1945 წლის 16 ივლისს, უაიტ-სენდსში, ნიუ-მექსიკოში, ატარენემ პირველ ატომურ ექსპერიმენტს, ტრინიტის. ერთ-ერთ მაღაზიასთან იკრიბებიან ბნელი ადამიანები. სიცარიელეში დაფრინავს „ექსპერიმენტი“, რომელიც უშვებს სითხის ნაკადს - მასში ბობის სახე ჩნდება. იისფერ ზღვაზე მდებარე შენობაში ზის სენიორიტა დიდო, რომელიც ფონოგრაფს უსმენს. ოთახში მდებარე ზარის ფორმის მოწყობილობა ხმაურობს. შემოდის გოლიათი (რომელიც სეზონის პირველ ეპიზოდში ნაჩვენებია ამ ოთახში მჯდომი), რომელიც მას აჩერებს, შემდეგ ეკრანზე უყურებს მანამდე ნაჩვენებ მოვლენებს (აფეთქებას, მაღაზიას და ფერად სივრცეებს), ჰაერში ადის და თავიდან უშვებს ოქროსფერ ღრუბელს. ოთახში შესული სენიორიტა დიდო იღებს ამ ღრუბლიდან გამოშვებულ სფეროს. მასში ლორა პალმერის გამოსახულება ჩნდება. სენიორიტა დიდო მას კოცნის და უშვებს ეკრანზე, რომელშიც სფერო შედის და მიემართება დედამიწის გამოსახულებისკენ, ჩრდილოეთ ამერიკისკენ. 11 წლის შემდეგ, 1956 წლის 5 აგვისტოს, უდაბნოში კვერცხიდან იჩეკება არსება. ბნელი შეშის მჭრელი ჩნდება უდაბნოში. ერთ-ერთი შედის რადიოსადგურ „KPJK“-ის შენობაში, კლავს ადმინისტრატორს, იჭერს რადიოწამყვანს და მიკროფონში იმეორებს ფრაზას: „აი წყალი, აი ჭა. წყურვილი მოიკალი და წადი. ცხენი თვალებივით თეთრია, შიგნით კი - ბნელი“. ამ ფრაზის შემდეგ ყველა რადიომსმენელი გონებას კარგავს. ქალაქის მაცხოვრებელი ერთ-ერთი გოგონას პირში ძვრება მანამდე გამოჩეკილი არსება. მამაკაცი ამთავრებს ეთერს, რადიოწამყვანს კლავს და მიდის.
399„დაბრუნება, ნაწილი 9“[39]
„The Return, Part 9“
დევიდ ლინჩიმარკ ფროსტი და დევიდ ლინჩიივლისი 9, 2017 (2017-07-09)0.355[40]
კუპერის ორეული მიდის ფერმაში, სადაც ხვდება ჰატჩს და შანტალს, რომლებმაც მოკლეს ფერმერები. იგი დაიენს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და ურეკავს დანკან ტოდს და ეკითხება, „შეასრულა თუ არა“. წყვილს იგი აძლევს უორდენ მერფის მოკვლის დავალებას და იქაურობას ტოვებს. დაგის უფროსი ესაუბრება გამომძიებლებს და ეუბნება, რომ დაგის დროდადრო აქვს სირთულეები, ვინაიდან მის ძველ ავტომობილს შეემთხვა ავარია. ლას-ვეგასის პოლიცია 1977 წლამდე დაგი ჯოუნსის ხსენებას ვერსად პოულობს და ამიტომ იღებს მის ჭიქას, რათა ჩაატაროს თითის ანაბეჭდების ანალიზი. პოლიცია აგრეღცე აპატიმრებს აიკს, რომელიც მანამდე ვინმე ჯ.ტ.-ს ტელეფონზე შეტყობინებას ტოვებს. ჯერი ჰორნი ტყეში იმყოფება და ჰალუცინაციები აქვს. ჯონი ჰორნი სახლში დარბის და ეჯახება კედელს, რის შემდეგაც უგონოდ ეცემა. ბობი ეწვევა დედას, შერიფ ტრუმენთან და ჰოუკთან ერთად და ეკითხება კუპერის შესახებ. იგი მათ ეუბნება, რომ მისმა ქმარმა დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველა მათი მოსვლა და გადასცემს ლითონის მომცრო ცილინდრს. ბობი ამ ცილინდრს მოგვიანებით ორჯერ აგდებს ძირს, რის შემდეგაც მისი გახსნა შესაძლებელი ხდება და შიგნით აღმოაჩენენ ორ ქაღალდს. ერთზე აღნიშნულია კოორდინატები, ხოლო მეორეზე - კუპერის სახელი, დაწერილი ორჯერ. გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები ბაკჰორნში ჩერდებიან და ათვალიერებენ გვამს მაიორ ბრიგზის ანაბეჭდებით. ტემი ესაუბრება ჰასტინგზს, რომელიც ამტკიცებს, რომ რუთთან ერთად ბრიგზს სხვა განზომილებაში შეხვდნენ, სადაც იგი წლების განმავლობაში იმყოფება და თავად იხილეს, თუ როგორ მოკვეთეს თავი. იგი აგრეთვე ახსენებს, რომ მან ორჯერ ახსენა კუპერის გვარი. ჰასტინგზის ადვოკატი დაპატიმრებულია მისი მეუღლის მკვლელობისთვის. ბარში Bang Bang Bar სხედან მეგობრები. ერთ-ერთი გოგონა იფხანს იღლიას, რომელზეც მნიშვნელოვანი რაოდენობის გამონაყარია.
4010„დაბრუნება, ნაწილი 10“[41]
„The Return, Part 10“
დევიდ ლინჩიმარკ ფროსტი და დევიდ ლინჩიივლისი 16, 2017 (2017-07-16)0.267[42]
რიჩარდ ჰორნი მიდის მირიამთან, რომელიც მას ეუბნება, რომ შერიფ ტრუმენს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ყველაფერი უამბო მის შესახებ. ჰორნი შერბის მასთან, კლავს, უშვებს აირს და ანთებს სანთელს, შემდეგ კი მიდის და ურეკავს შერიფის თანაშემწე ჩედს, რომელსაც სთხოვს, ფოსტალიონის მიერ მიტანილი წერილი მოიპაროს. ძმები მიტჩამები შეიტყობენ აიკის დაპატიმრების შესახებ და კუპერში „მისტერ ჯეკპოტს“ ამოიცნობენ. ექიმთან ჯეინი-ი მოულოდნელად აღმოაჩენს, თუ როგორ შეიცვალა ფიზიკურად „მისი ქმარი“ და მოხიბლავს რა საღამოს, მასთან სექსი აქვს. ნადინი კვლავ თვალს ადევნებს ექიმ ჯაკობის ტრანსლირებას. რიჩარდი შერბის ბებიამის სილვიასთან და ითვისებს ათასობით დოლარს. სილვია ურეკავს ბენს და სთხოვს ფულს, რაზეც ბენი უარს ეუბნება. დანკან ტოდი ენტონი სინკლერს უბრძანებს, დაგი გააბას მახეში, მიტჩამების ზარალისთვის დაზღვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის გამო. გორდონი აღებს სასტუმროს ნომრის კარს და, სანამ ალბერტს შეხედავს, აქვს ხედვა, რომელშიც ლორა პალმერი ჩნდება. ალბერტი გორდონს ამცნობს, რომ დაიენის უცნობთან მოკლე ტექსტური მიმოწერები მოიპოვეს. ტემი ასევე შედის გორდონთან და უჩვენებს ფოტოს, რომელზეც კუპერის ორეული გადაღებულია ნიუ-იორკში მომხდარ მკვლელობებამდე. ჰოუკს მორიანი ქალბატონი კვლავ ურეკავს და ეუბნება, რომ „ლორა რჩეულია“.
4111„დაბრუნება, ნაწილი 11“[43]
„The Return, Part 11“
დევიდ ლინჩიმარკ ფროსტი და დევიდ ლინჩიივლისი 23, 2017 (2017-07-23)0.219[44]
ბავშვები პოულობენ დაჭრილ მირიამს, რომელიც ბუჩქებში მიხოხავს. ბეკი შეიტყობს, რომ სტივენი მას გერსტენ ჰეიუორდთან ღალატობდა. იგი შელის მანქანით მიემგზავრება სასტუმროში, სადაც სტივენი უნდა იმყოფებოდეს და ნომრის კარს რამდენიმეჯერ ესვრის. მოგვიანებით, კაფეში ვახშმისას, მისი მშობლები, შელი და ბობი ესაუბრებიან ამ ინციდენტის შესახებ. ამ დროს კაფესთან მოდის რედი, რომელსაც შელი ეგებება. ქუჩაში, ერთ-ერთი მანქანიდან, ბიჭუნა ესვრის კაფეს ფანჯარას, რის გამოც მანქანები ჩერდებიან და საცობი იქმნება. ბობი ბიჭუნას პისტოლეტს ართმევს და ერთ-ერთ მანქანაში აღმოაჩენს მოხუც ქალბატონს, ავადმყოფი ბავშვით. ჰასტინგზს სხვები მიჰყავს ადგილზე, სადაც დეივენპორტთან ერთად მაიორ ბრიგზს შეხვდნენ. ისინი პოულობენ რუთის გვამს, ერთ-ერთ ხელზე დაწერილი კოორდინატებით. პარალიზებულ გორდონს, რომელიც მორევში ხედავს შეშის მჭრელებს, ანომალური ზონიდან გამოიყვანს ალბერტი. ერთ-ერთი შეშის მჭრელი იპარება მანქანაში და კლავს ჰასტინგზს. ჰოუკი და შერიფი ათვალიერებენ ძველ რუკას. ამ დროს ჰოუკს კვლავ ურეკავს მორიანი ქალბატონი, რომელიც ეუბნება: „იქ, სადაც მიდიხართ, ცეცხლია“. უფროსი კუპერს ავალებს მიტჩამებთან ჩეკის წაღებას. თავდაპირველად ისინი კუპერის (ანუ დაგის) მოკვლას გეგმავენ, მაგრამ ბრედლი ძმას უამბობს სიზმარს, რომელშიც დაგი ნამცხვრით იხილა. ახდენილი სიზმრის შემდეგ ისინი აღმოაჩენენ ჩეკს დიდი თანხით და კუპერი ამ ამბის აღსანიშნავად მიჰყავთ რესტორანში, სადაც ნამცხვრით და სასმელით უმასპინძლდებიან.
4212„დაბრუნება, ნაწილი 12“[45]
„The Return, Part 12“
დევიდ ლინჩიმარკ ფროსტი და დევიდ ლინჩიივლისი 30, 2017 (2017-07-30)0.240[46]
გორდონის და ალბერტის თხოვნით ტემი უერთდება „ლურჯი ვარდის“ მისიას, ხოლო დაიენი სამომავლოდ წარდგენილია მასში მონაწილეობით მისაღებას. სარა პალმერი პროდუქტების მაღაზიაში ნერვიულად იქცევა, რის გამოც მოგვიანებით ჰოუკი აკითხავს. გორდონი საკუთარ ნომერში ფრანგ ქალბატონთან დროს ატარებს. მას აკითხავს გორდონი და უჩვენებს დაიენთან გაგზავნილ შეტყობინებას ლას-ვეგასის თაობაზე და უკანასკნელ პასუხს. კუპერი და სონი ჯიმი ბეისბოლს თამაშობენ. ოდრი ჰორნი თავის მეუღლეს, ჩარლის, სთხოვს ვინმე ბილის მოძებნას. ჩარლი საბოლოოდ ურეკავს ტინას და გაოგნებულია უკანასკნელის ნაამბობით, თუმცა ოდრის არაფერს ეუბნება. შანტალი და ჰატჩი კლავენ უორდენ მერფის. ფრენკ ტრუმენი ბენ ჰორნს აკითხავს და სთხოვს, დააფინანსოს მირიამის ოპერაცია, ვინაიდან იგი დაშავებულია რიჩარდის გამო. ბენი ფრენკს გადასცემს ერთ დროს კუპერის მიერ დაკავებულ სასტუმროს ნომერ 351-ს გასაღებს და თანხმდება მირიამის დახმარებაზე. დაიენი შეიტყობს, რომ მოკლული რუთ დეივენპორტის ხელზე მითითებული ციფრები არის ტვინ პიქსის კოორდინატები.
4313„დაბრუნება, ნაწილი 13“[47]
„The Return, Part 13“
დევიდ ლინჩიმარკ ფროსტი და დევიდ ლინჩიაგვისტო 6, 2017 (2017-08-06)0.280[48]
მიტჩამები დაგის და ბუშნელს საჩუქრებს მიართმევენ. დანკან ტოდის მითითების შესაბამისად, ენტონი სინკლერი ერთ-ერთი პოლიციელისგან მიიღებს შხამს, რომელსაც დაგის ყავაში უყრის. მიუხედავად ამისა, იგი ამ ყავას ტუალეტში ასხამს და ბუშნელთან აღიარებს, თუ რის გაკეთებას აპირებდა. ლას-ვეგასის პოლიციელები გადახედავენ დაგის თითების ანაბეჭდებს და აღმოაჩენენ, რომ ყველა ბოროტმოქმედის და გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტის ანაბეჭდებს ემთხვევა, ამიტომ შედეგებს სანაგვეში აგდებენ. კუპერის ორეული მონტანაში ჩადის, სადაც დახვდებიან რეი და ბანდა (რიჩარდ თორნთან ერთად). იგი მკვლავჭიდში შეჯიბრისას კლავს ბანდის უფროსს. რეი მას საბოლოოდ ეუბნება კოორდინატებს და რომ მისი მკვლელობა ფილიპ ჯეფრიზმა შეუკვეთა. შემდეგ იგი, ორეულის მითითებით, ბუების გამოქვაბულის ბეჭედს იკეთებს. ორეული მას კლავს და ბეჭედი ქრება. რეი ჩნდება შავ ვიგვამში, ხოლო ბეჭედს მაიკი იღებს. ჰატჩი და შანტალი იუტაში არიან. „ორმაგ რ“-ში დიდი ედი და ბობი ვახშმობენ, ხოლო ნორმა ხვდება უოლტერს, რომელმაც მისი ბიზნესის ფრენჩაიზინგი განახორციელა. ავტოგასამართ სადგურზე დიდი ედი წვამს ქაღალდს. შვიდი წლის შემდეგ ნადინი და ექიმი ჯაკობი პირველად ხვდებიან ერთმანეთს. სარა პალმერი უყურებს კვირის მატჩის განმეორებად სცენას. ოდრი ჩარლის ეუბნება, რომ თავად არ იცის, სად იმყოფება და ვინ არის და სახლს ვერ დატოვებს. ჯეიმზ ჰარლი გამოდის Roadhouse-ში და შელის მეგობარი რენე, ამის შემყურე, აცრემლებულია.
4414„დაბრუნება, ნაწილი 14“[49]
„The Return, Part 14“
დევიდ ლინჩიმარკ ფროსტი და დევიდ ლინჩიაგვისტო 13, 2017 (2017-08-13)0.253[50]
ფრენკი გორდონს ამცნობს, რომ ლორა პალმერის დღიურში ნახსენებია ორი კუპერის არსებობა. ალბერტი ტემის უამბობს ლურჯი ვარდის პირველი საქმის შესახებ. მაიორ ბრიგზის მუცელში ნაპოვნ ბეჭედზე არსებული წარწერის ხსენებაზე დაიენს ახსენდება, რომ ჰყავს ნახევარდა, ჯეინი-ი. გორდონის ბრძანებით ლას-ვეგასის ოფისში იწყებენ ჯოუნსების ძიებას. გორდონი იხსენებს, რომ ესიზმრა მონიკა ბელუჩი და ფილიპ ჯეფრიზის უკანასკნელ გამოჩენას. ჩედს აპატიმრებენ. ფრენკი, ჰოუკი, ბობი და ენდი მაიორ ბრიგზის მითითებებს მიჰყვებიან და ტყეში პოულობენ შიშველ ნაიდოს. მას შემდეგ, რაც ნაიდოს ეხება, ენდი მოხვდება ???????-სთან, რომელიც უჩვენებს ნიუ-მექსიკოს მოვლენებს, ლორას, ორ კუპერს, ლუსის და 6-ით დანომრილ მოციმციმე ელექტრობოძს. ენდი ბრუნდება და ნაიდო მიჰყავთ პოლიციის განყოფილებაში, სადაც საკანში ათავსებენ. ჯეიმზი „Great Northern“-ის დაცვის წევრისგან შეიტყობს, რომ უკანასკნელი ატარებს ძალის მომნიჭებელ ხელთათმანს და იმას, რომ ბიჭუნა ლონდონიდან ტვინ პიქსში გადავიდა მას შემდეგ, რაც ვინმე „მეხანძრე“ იხილა. მოგვიანებით ჯეიმზს საქვაბეში ესმის უცნაური გუგუნი. სარა პალმერი ბარშია და უცნობ მამაკაცს, რომელიც მას ამცირებს, აშინებს, იხსნის სახეს, კბენს ყელში და კლავს. „Roadhouse“-ში მეგანი და სოფი საუბრობენ ბილიზე, რომელიც შევარდა მეგანის სახლში და ცხვირიდან სისხლი სდიოდა.
4515„დაბრუნება, ნაწილი 15“[51]
„The Return, Part 15“
დევიდ ლინჩიმარკ ფროსტი და დევიდ ლინჩიაგვისტო 20, 2017 (2017-08-20)0.329[52]
ექიმ ჯაკობის ინტერნეტ-გადაცემის შთაგონებით ნადინი ედს ეუბნება, რომ იგი მისგან თავისუფალია და შეუძლია, დაუბრუნდეს ნორმას. ნორმა უოლტერს აძლევს „Double R“-ის ფრენჩაიზის შეძენის უფლებას, შემდეგ კი ედს კოცნის. კუპერის ორეული პროდუქტების მაღაზიასთან მიდის. შეშისმჭრელებს იგი მიჰყავთ მაღაზიის თავზე არსებულ ადგილზე, სადაც ორეული ესაუბრება ძრავად ქცეულ ჯეფრიზს და ცდილობს, შეიტყოს მეტი რეის მიერ მისი მოკვლის მცდელობის და ვინმე ჯუდის შესახებ. ჯეფრიზი მას ჯუდის სატელეფონო ნომერს გადასცემს. გარეთ დაბრუნებულ ორეულს ხვდება რიჩარდ ჰორნი, რომელიც ფიქრობს, რომ იგი დედამისის, ოდრი ჰორნის ნაცნობი აგენტია. ორეული მას სცემს, შემდეგ კი მანქანით თან მიჰყავს. გერსტენი ტყეში ცდილობს თვითმკვლელობის პირას მისული სტივენის დამშვიდებას. მას შემდეგ, რაც შემთხვევითი გამვლელი დააფრთხობს, გერსტენი იმალება ხის უკან და ესმის გასროლის ხმა. „Roadhouse“-ში ჯეიმზ ჰარლის თავს ესხმის რენის ეჭვიანი მეუღლე, ჩაკი. მას შემდეგ, რაც ფრედი თავისი სასწაულმოქმედო ხელთათმანით ორივეს სცემს, მასსაც და ჯეიმზსაც აპატიმრებენ და პოლიციის განყოფილების საკანში კეტავენ. შანტალი კლავს დანკან ტოდს და როჯერს. კუპერი გორდონ კოულის სახელს ისმენს სერიალში „მზიანი ბულვარი“ და ჩანგალს ელექტროქსელში არჭობს. მომაკვდავი მორიანი ქალბატონი ჰოუკს უკანასკნელ გზავნილს უტოვებს - ელოდოს „ადამიანს მთვარის ქვეშ ლურჯი ფიჭვების მთაზე“. ოდრი და ჩარლი კვლავ კამათობენ. „Roadhouse“-ში ორი მამაკაცი რუბის ჯიხურიდან აგდებს. იგი ძირს დახოხავს და გაჰკივის.
4616„დაბრუნება, ნაწილი 16“[53]
„The Return, Part 16“
დევიდ ლინჩიმარკ ფროსტი და დევიდ ლინჩიაგვისტო 27, 2017 (2017-08-27)0.267[54]
კუპერის ორეული და რიჩარდი მიჰყვებიან კოორდინატებს. ჯერი ჰორნი შორიდან ხედავს, თუ როგორ უშვებს ორეული რიჩარდს დიდი ლოდისკენ, სადაც ახალგაზრდას ელექტროგაყვანილობა კლავს. შანტალს და ჰატჩს ჯოუნსების სახლთან კლავს ბუღალტერი. კუპერი კომიდან გამოდის. მაიკი მას ეუბნება, რომ ორეული კვლავ თავისუფალია და გადასცემს ბუს ბეჭედს. დარწმუნდება რა, რომ მაიკს კვლავ აქვს თესლი, კუპერი გადასცემს საკუთარ თმებს, რათა მან „კიდევ ერთი შექმნას“. იგი ემშვიდობება ჯეინი-ის და სონი ჯიმს, ეუბნება რა, რომ მალე დაბრუნდება, შემდეგ კი მიტჩამებს სთხოვს, ტვინ პიქსში წაიყვანონ. მიიღებს რა მორიგ შეტყობინებას ორეულისგან, დაიენი სხვა აგენტებს უამბობს, რომ კუპერმა, უკანასკნელად შეხვედრისას, იგი გააუპატიურა. მისი ბოლო სიტყვებია „მე შერიფის ოფისში ვარ...ეს მე არ ვარ“. დაიენი იღებს იარაღს, მაგრამ სხვა აგენტები ასწრებენ და ესვრიან, რის შემდეგაც იგი გაუჩინარდება. შავ ვიგვამში მაიკი დაიენს უამბობს, რომ იგი ასევე იქნა სპეციალურად წარმოებული, რის შემდეგაც დაიენი თესლად იქცევა. „Roadhouse“-ში ოდრი გამოდის და ცეკვავს „Audrey's Dance“-ის თანხლებით. მას შემდეგ, რაც კლუბში იწყება ჩხუბი, ოდრი ჩარლის სთხოვს წაყვანას, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ იგი სინამდვილეში თეთრ ოთახშია და სარკეში საკუთარ ანარეკლს უყურებს.
4717„დაბრუნება, ნაწილი 17“[55]
„The Return, Part 17“
დევიდ ლინჩიმარკ ფროსტი და დევიდ ლინჩისექტემბერი 3, 2017 (2017-09-03)0.254[56]
კოული ალბერტს უამბობს ბოროტი ერთეულის, „ჯოუდეის“, იგივე „ჯუდის“ შესახებ, რომლის პოვნაც დაგეგმილი ჰქონდა კუპერთან და ჯეფრიზთან ერთად. აგენტი ჰიდლი კოულს ამცნობს, რომ დაგის მიაგნეს, მაგრამ იგი გამქრალია. მალინზი კოულს გადასცემს კუპერის მიერ დატოვებულ გზავნილს, რომ იგი ტვინ პიქსისკენ მიემართება. ჩედი იპარება საკნიდან, მაგრამ მას აჩერებს ფრედი. კუპერის ორეული პოლიციის განყოფილებაში ჩნდება და ესაუბრება შერიფ ტრუმენს, თუმცა ამ დროს უკანასკნელს ნამდვილი კუპერი ურეკავს. სანამ ორეული შერიფს ესვრის, მას ლუსი ასწრებს. კუპერი და ძმები მიტჩამები ოფისში შერბიან. შეშის მჭრელები ორეულის სხეულიდან უშვებენ ბობს, რომელსაც ფრედი ანადგურებს. კუპერი ორეულის თითზე ამაგრებს ბეჭედს, რითაც უკანასკნელი შავ ვიგვამში ინაცვლებს. ნაიდო ხდება დაიენი. კუპერი შედის „Great Northern“-ის ნომერში, რომელშიც ოდესღაც ცხოვრობდა, სადაც მას მაიკი ხვდება და მიჰყავს ჯეფრიზთან. ეს უკანასკნელი კუპერს აბრუნებს ლორა პალმერის მკვლელობის ღამეს. კუპერი ცვლის მოვლენებს და ლორას გვამი ქრება სანაპიროდან, რომელზეც ნაპოვნი იქნა. მას ლორა გაჰყავს ტყიდან, მაგრამ გოგონა მოულოდნელად ქრება.
4818„დაბრუნება, ნაწილი 18“[55]
„The Return, Part 18“
დევიდ ლინჩიმარკ ფროსტი და დევიდ ლინჩისექტემბერი 3, 2017 (2017-09-03)0.240[56]
კუპერის ორეული წითელ ოთახში იწვის. მაიკი ქმნის კიდევ ერთ დაგი ჯოუნსს, რომელიც უბრუნდება ჯეინი-ის და სონი ჯიმს. კუპერი კვლავ წითელ ოთახშია და ხვდება მაიკს და ხელს. იგი გადის ვიგვამიდან და ხვდება დაიენს. ისინი ერთად მიემგზავრებიან მოტელში, სადაც სიყვარულით კავდებიან. მეორე დილით კუპერი პოულობს წერილს. მასში დაიენი ემშვიდობება და საკუთარ თავს უთითებს, როგორც ლინდას, ხოლო კუპერს უწოდებს რიჩარდს. მგზავრობისას კუპერი ხედავს კაფეს „Judy's Diner“, სადაც შეიტყობს იმ ოფიციანტის მისამართს, რომელიც ისვენებს და მოგვიანებით პოულობს ვინმე კერი პეიჯს - ლორა პალმერის მსგავსს. დარწმუნებულია რა, რომ კერი ლორაა, კუპერს იგი მიჰყავს ტვინ პიქსში, პალმერების სახლში, მაგრამ აღმოჩნდება, რომ იქ ტრემონდების ოჯახი ცხოვრობს. გაოგნებული, აგენტი ეკითხება კერის, თუ რომელი წელია. ამ დროს კერის ესმის, თუ როგორ წარმოთქვამს სარა პალმერი ლორას სახელს და კივის. საბოლოო ტიტრების დროს ნაჩვენებია, თუ როგორ ჩასჩურჩულებს ლორა კუპერს წითელ ოთახში ყოფნისას.

რეიტინგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტვინ პიქსი: აშშ მაყურებელი ეპიზოდის მიხედვით (მილიონი)
სეზონიეპ. 1ეპ. 2ეპ. 3ეპ. 4ეპ. 5ეპ. 6ეპ. 7ეპ. 8ეპ. 9ეპ. 10ეპ. 11ეპ. 12ეპ. 13ეპ. 14ეპ. 15ეპ. 16ეპ. 17ეპ. 18
დაბრუნება0.5060.5060.1950.1950.2540.2700.2940.2460.3550.2670.2190.2400.2800.2530.3290.2670.2540.240

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Andreeva, Nellie. (იანვარი 9, 2017) ‘Twin Peaks’ Gets Premiere Date, Episode Count On Showtime. Deadline.com. წაკითხვის თარიღი: იანვარი 9, 2017.
  2. Braxton, გრეგ. (მაისი 20, 2017) 'Twin Peaks' holds gala premiere with trees, stars, cherry pies and (ssshhhh!!). Los Angeles Times. წაკითხვის თარიღი: მაისი 22, 2017.
  3. Ausiello, Michael. (მაისი 15, 2015) Twin Peaks Revival Back On for 'More Than' 9 Episodes as David Lynch, Showtime Resolve Stalemate. TVLine. წაკითხვის თარიღი: მაისი 16, 2015.
  4. Schneider, Michael. (იანვარი 9, 2017) 'Twin Peaks': Showtime Boss Elaborates on Roll Out Plans. IndieWire. წაკითხვის თარიღი: თებერვალი 25, 2017.
  5. 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 5.11 5.12 5.13 5.14 5.15 5.16 5.17 5.18 5.19 5.20 5.21 5.22 5.23 5.24 5.25 5.26 5.27 5.28 5.29 5.30 5.31 5.32 5.33 5.34 5.35 5.36 5.37 5.38 5.39 5.40 5.41 5.42 5.43 5.44 5.45 5.46 5.47 5.48 5.49 5.50 5.51 5.52 5.53 5.54 5.55 5.56 5.57 5.58 5.59 5.60 5.61 5.62 5.63 5.64 5.65 5.66 5.67 5.68 5.69 5.70 5.71 5.72 5.73 5.74 5.75 5.76 5.77 5.78 5.79 5.80 5.81 5.82 5.83 5.84 5.85 5.86 5.87 5.88 5.89 5.90 5.91 5.92 5.93 5.94 Andreeva, Nellie. (აპრილი 25, 2016) 'Twin Peaks': Here Is the Full Cast Of David Lynch's Showtime Reboot. Deadline.com. წაკითხვის თარიღი: აპრილი 26, 2016.
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 6.13 6.14 6.15 6.16 6.17 6.18 6.19 6.20 6.21 6.22 6.23 6.24 Andreeva, Nellie. (თებერვალი 10, 2016) 'Twin Peaks': Who Else Is Returning & Other Tidbits About Showtime Reboot. Deadline.com. წაკითხვის თარიღი: მარტი 13, 2016.
  7. 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 7.10 7.11 7.12 7.13 7.14 7.15 7.16 7.17 7.18 7.19 7.20 7.21 7.22 7.23 7.24 7.25 7.26 7.27 7.28 7.29 7.30 7.31 7.32 7.33 7.34 37 Twin Peaks Characters We Will See Again After 25 Years (Or Not). Welcome to Twin Peaks (აპრილი 25, 2016). წაკითხვის თარიღი: მარტი 10, 2017.
  8. 8.0 8.1 Tallerico, ბრაიან. (მაისი 22, 2017) A Guide to the Characters of Twin Peaks: Who’s Back, Who’s New, and Who’s Missing. Vulture. წაკითხვის თარიღი: მაისი 28, 2017.
  9. 9.0 9.1 Saraiya, Sonia. (September 5, 2017) ‘Twin Peaks’ Star Kyle MacLachlan Doesn’t Know What Happened in That Last Scene Either. Variety. წაკითხვის თარიღი: September 9, 2017.
  10. Ausiello, Michael. (ოქტომბერი 8, 2015) Twin Peaks Recasts Major Role for Revival (and It's a Total Bummer). TVLine. წაკითხვის თარიღი: ოქტომბერი 8, 2015.
  11. Andreeva, Nellie. (ნოემბერი 4, 2015) ‘Twin Peaks’ Follow-up Series: Miguel Ferrer To Reprise Role. Deadline.com. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 4, 2015.
  12. 12.0 12.1 Andreeva, Nellie. (თებერვალი 12, 2016) ‘Twin Peaks’: Ashley Judd Joins Reboot. Deadline.com. წაკითხვის თარიღი: თებერვალი 13, 2016.
  13. 13.0 13.1 Andreeva, Nellie. (მარტი 18, 2016) ‘Twin Peaks’: Ana De La Reguera & Hugh Dillon Join Showtime Revival. Deadline.com. წაკითხვის თარიღი: მარტი 22, 2016.
  14. Rubin, Sam. (ნოემბერი 6, 2015) Did Alicia Witt Just Reveal She Will Star in the Upcoming 'Twin Peaks' Series?. KTLA 5. წაკითხვის თარიღი: მარტი 22, 2016.
  15. Nahmod, დევიდ-Elijah. (მარტი 10, 2016) Clark remembers Bowie. ebar.com. წაკითხვის თარიღი: მარტი 10, 2016.
  16. Ausiello, Michael. (სექტემბერი 20, 2015) Twin Peaks Revival: Brothers & Sisters Vet Cast In Top-Secret Role. TVLine. წაკითხვის თარიღი: სექტემბერი 20, 2015.
  17. Iannucci, Rebecca. (სექტემბერი 18, 2015) Twin Peaks: Amanda Seyfried Lands Mystery Role on Showtime Revival. TVLine. წაკითხვის თარიღი: სექტემბერი 20, 2015.
  18. Andreeva, Nellie. (თებერვალი 24, 2016) Bailey Chase & Jessica Szohr To Star In Kevin Williamson’s Paranormal CW Pilot. Deadline.com. წაკითხვის თარიღი: მარტი 22, 2016.
  19. Ausiello, Michael. (ოქტომბერი 12, 2015) David Duchovny Teases Twin Peaks Return: 'Yeah, I'll Shave My Legs'. TVLine. წაკითხვის თარიღი: მარტი 22, 2016.
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 Andreeva, Nellie. (თებერვალი 1, 2016) ‘Twin Peaks’ Revival: Naomi Watts & Tom Sizemore Join; David Lynch Reprising Role. Deadline.com. წაკითხვის თარიღი: თებერვალი 2, 2016.
  21. 21.0 21.1 Andreeva, Nellie. (მარტი 4, 2016) ‘Twin Peaks’ Reboot Adds Patrick Fischler & David Dastmalchian. Deadline.com. წაკითხვის თარიღი: მარტი 8, 2016.
  22. Hirschberg, Lynn. (მაისი 18, 2017) Hailey Gates Thought the Secrecy on David Lynch's Twin Peaks Reboot Was "Pretty Funny". W Magazine. წაკითხვის თარიღი: მაისი 22, 2017.
  23. Andreeva, Nellie. (ნოემბერი 16, 2015) Bailey Chase To Recur In ‘Twin Peaks’ & ‘Grimm’, Signs With APA. Deadline.com. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 16, 2015.
  24. Andreeva, Nellie. (ოქტომბერი 30, 2015) Jennifer Jason Leigh Joins ‘Twin Peaks’ Follow-Up Series. Deadline.com. წაკითხვის თარიღი: ოქტომბერი 30, 2015.
  25. Ekstein-Kon, Alexandra. (August 16, 2017) 6 Things You Might Have Missed In 'Twin Peaks' Season 3, Episode 14. Movie Pilot. წაკითხვის თარიღი: August 20, 2017.
  26. "I don’t understand this situation at all": Easter egg hunting in "Twin Peaks"“, Salon, მაისი 26, 2017. წაკითხვის თარიღი: მაისი 26, 2017. 
  27. It's Good Coop/Bad Coop in the First Four Episodes of Twin Peaks“, Miami New Times, მაისი 23, 2017. წაკითხვის თარიღი: მაისი 26, 2017. 
  28. Appleford, Steve. (September 4, 2017) Julee Cruise returns to 'Twin Peaks': 'I will always be proud of this'. Los Angeles Times. წაკითხვის თარიღი: September 4, 2017.
  29. Dom, Pieter. (აპრილი 28, 2016) Twin Peaks Actor Marvin Rosand Passed Away Shortky After Filming The New Series. Rest In Peace, Marvelous Marv!. წაკითხვის თარიღი: ივნისი 7, 2017.
  30. 30.0 30.1 პორტერი, რიკ. (მაისი 23, 2017) Sunday cable ratings: 'Twin Peaks' return comes in low for Showtime. TV by the Numbers. წაკითხვის თარიღი: მაისი 23, 2017.
  31. 31.0 31.1 Porter, Rick. (მაისი 31, 2017) Sunday cable ratings: ‘Naked and Afraid XL’ tops a down day. TV by the Numbers. წაკითხვის თარიღი: მაისი 31, 2017.
  32. Porter, Rick. (ივნისი 6, 2017) Sunday cable ratings: 'The Leftovers' ends on up note, 'Fear the Walking Dead' premieres to series low. TV by the Numbers. წაკითხვის თარიღი: ივნისი 6, 2017.
  33. Twin Peaks – The Return, Part 6. Showtime. წაკითხვის თარიღი: მაისი 2, 2017.
  34. Metcalf, Mitch. (ივნისი 13, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 6.11.2017. Showbuzz Daily. წაკითხვის თარიღი: ივნისი 13, 2017.
  35. Twin Peaks – The Return, Part 7. Showtime. წაკითხვის თარიღი: მაისი 2, 2017.
  36. Porter, Rick. (ივნისი 20, 2017) Sunday cable ratings: ‘American Gods’ finale improves, ‘Fear the Walking Dead’ hits another low. TV by the Numbers. წაკითხვის თარიღი: ივნისი 20, 2017.
  37. Twin Peaks – The Return, Part 8. Showtime. წაკითხვის თარიღი: მაისი 2, 2017.
  38. Metcalf, Mitch. (ივნისი 27, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 6.25.2017. Showbuzz Daily. წაკითხვის თარიღი: ივნისი 27, 2017.
  39. Twin Peaks – The Return, Part 9. Showtime. წაკითხვის თარიღი: ივნისი 1, 2017.
  40. Metcalf, Mitch. (ივლისი 11, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 7.9.2017. Showbuzz Daily. წაკითხვის თარიღი: ივლისი 11, 2017.
  41. Twin Peaks – The Return, Part 10. Showtime. წაკითხვის თარიღი: ივნისი 1, 2017.
  42. Metcalf, Mitch. (ივლისი 18, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 7.16.2017. Showbuzz Daily. წაკითხვის თარიღი: ივლისი 18, 2017.
  43. Twin Peaks – The Return, Part 11. Showtime. წაკითხვის თარიღი: ივნისი 1, 2017.
  44. Metcalf, Mitch. (ივლისი 25, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 7.23.2017. Showbuzz Daily. წაკითხვის თარიღი: ივლისი 25, 2017.
  45. Twin Peaks – The Return, Part 12. Showtime. წაკითხვის თარიღი: ივნისი 1, 2017.
  46. Metcalf, Mitch. (აგვისტო 1, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 7.30.2017. Showbuzz Daily. წაკითხვის თარიღი: აგვისტო 1, 2017.
  47. Twin Peaks – The Return, Part 13. Showtime. წაკითხვის თარიღი: ივლისი 31, 2017.
  48. Metcalf, Mitch. (აგვისტო 8, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 8.6.2017. Showbuzz Daily. წაკითხვის თარიღი: აგვისტო 8, 2017.
  49. Twin Peaks – The Return, Part 14. Showtime. წაკითხვის თარიღი: ივლისი 31, 2017.
  50. Metcalf, Mitch. (აგვისტო 15, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 8.13.2017. Showbuzz Daily. წაკითხვის თარიღი: აგვისტო 15, 2017.
  51. Twin Peaks – The Return, Part 15. Showtime. წაკითხვის თარიღი: ივლისი 31, 2017.
  52. Metcalf, Mitch. (August 22, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 8.20.2017. Showbuzz Daily. წაკითხვის თარიღი: August 22, 2017.
  53. Twin Peaks – The Return, Part 16. Showtime. წაკითხვის თარიღი: ივლისი 31, 2017.
  54. Metcalf, Mitch. (August 29, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 8.27.2017. Showbuzz Daily. წაკითხვის თარიღი: August 29, 2017.
  55. 55.0 55.1 Shows A-Z – twin peaks on showtime. The Futon Critic. წაკითხვის თარიღი: May 29, 2017.
  56. 56.0 56.1 Metcalf, Mitch. (September 6, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 9.3.2017. Showbuzz Daily. წაკითხვის თარიღი: September 6, 2017.
  57. Twin Peaks: Season Three Ratings. TV Series Finale. წაკითხვის თარიღი: July 27, 2017.