ტეჭოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საოლქო დონის ქალაქი
ტეჭოუ
德州
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია შანდუნი
შიდა დაყოფა Decheng District, Lingcheng District, Ningjin County, Qingyun County, Linyi County, Qihe County, Pingyuan County, Xiajin County, Wucheng County, Laoling და Yucheng
კოორდინატები 37°26′10″ ჩ. გ. 116°21′32″ ა. გ. / 37.43611° ჩ. გ. 116.35889° ა. გ. / 37.43611; 116.35889
ფართობი 10,361[1] კმ²
მოსახლეობა 5,748,500[1] კაცი
სიმჭიდროვე 550 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 534
საფოსტო ინდექსი 253000
საავტომობილო კოდი 鲁N
ოფიციალური საიტი dz.gov.cn
ტეჭოუ — ჩინეთი
ტეჭოუ

ტეჭოუ (ჩინ.: 德州, ფინინი: Dézhōu) — საოლქო დონის ქალაქი შანდუნის პროვინციაში, ჩინეთი. ის ესაზღვება: სამხრეთიდან პროვინციის დედაქალაქ ძინანს, სამხრეთ-დასავლეთიდან ლიაოჩენგს, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან პინჭოუს, ხოლო ჩრდილოეთიდან ხებეის პროვინციას.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავის მონაცემები — ტეჭოუ (1981–2010)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 3.4 7.2 13.4 21.3 26.9 31.5 31.8 30.6 27.0 21.0 12.1 5.1 19.3
საშუალო დღიური °C −1.8 1.6 7.6 15.2 21.0 25.8 27.2 26.0 21.5 15.0 6.7 0.3 13.8
საშუალო დაბალი °C −5.6 −2.7 2.8 9.9 15.6 20.5 23.2 22.2 17.0 10.4 2.5 −3.4 9.4
საშუალო ნალექი (მმ) 2.9 6.1 11.3 20.4 38.5 68.5 158.4 121.3 40.7 29.5 11.1 3.4 512.1
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 58 54 52 54 60 60 76 78 70 65 64 61 63
წყარო: China Meteorological Administration[2]

ტრანსპორტირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუანხე (იგივე ყვითელი მდინარე) და ჩინეთის დიდი არხი ტეჭოუში გაედინება. ქალაქი უძველესი დროიდან არის მნიშვნელოვანი ცენტრი ტვირთის გადაზიდვების მხრივ. ამის გამო ქალაქს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ცხრა არტერიის შემაერთებელ ადგილად“ (九达天衢) და „დედაქალაქის პორტალად“ (神京门户).

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეჭოუ დაკავშირებულია შიძიაჯუანისა და დეჭოუს რკინიგზით. ქალაქში ასევე გადის შიძიაჯუანისა ძინანის სახალხო რკინიგზა, შიძიაჯუანის სახლახო რკინიგზა, ბეიჯინგისა და შანხაის რკინიგზა, ბეიჯინგისა და შანხაის ჩქაროსნული რკინიგზა. მცირე ზომის რკინიგზა ტეჭოუს ტუნგინგთან აკავშირებს.

მთავარი ავტომაგისტრალი, რომელიც ტეჭოუში გადის არის G3 ბეიჯინგისა და ტაიბეის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი. სხვა პროვინციულ ავტომაგისტრალებს შორის ასევე არის 104 და 105 მაგისტრალი.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეჭოუს უდიდესი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა სულუს (ფილიპინები) სულთნის, პადუკა პახალას ნამარხი, რომელიც იმპერატორი იუნლესთან ვიზიტისას გარდაიცვალა ტეჭოუში 1417 წელს.[3] ნამარხი კარგადაა შემონახული და ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლადაა გამოცხადებული. სულთანის მუსლიმი მიმდევრები ქალაქში დღესაც ცხოვრობენ და ამ ეთნიკურ უმცირესობას ხუეის ხალხად მოიხსენებენ.

ტეჭოუს ერთ-ერთი რეგიონი, ლინგსიანი წარსულში ჩინეთის დიდი ოლქი იყო, რომელსაც თავდაპირველად ფინგიუანის ოლქი ეწოდებოდა. ტანის დინასტიის დროინდელი უძველესი ქალაქის კედელი რეგიონის სამხრეთ ნაწილში კვლავაა შემორჩენილი. სამი სამეფოს ჩამოყალიბებამდე, სამი იმპერატორიდან ერთ-ერთი, ლიოუ ბეი ოლქის მმართველი იყო მის მოკავშირეებთან, კუან იუსა და ჭანგ ფეისთან ერთად. ამჟამად ქალაქში ასევე აშენებულია მემორიალური დარბაზი ორი ისტორიული ფიგურის, მეფის მრჩევლის ტონგფანგ შუოსა და კალიგრაფ იან ჭენცინგის შემოქმედების წარმოსაჩენად.

ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა ცნობილი ტაძარი ცინგიუანის რაიონში. მას ხაიდო ძინშანის ტაძარი ეწოდება და ჩრდილოეთ ჩინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ბუდისტური კერაა. აღსანიშნავია ტაძრის შესასვლელი დარბაზი, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ჯოჯოხეთია გამოსახული.

ინდუსტრია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ინდუსტრიული ზონა, რომლის სახელწოდებაა „მზის ველი“ სუფთა ენერგიის ურბანული პროექტის ფარგლებში შენდება. პროექტის მიზანია მზის ენერგიიის წყალობით სხვადასხვა ტექნოლოგიების ამუშავება, როგორიცაა, მაგალითად, წყლის გამათბობლები. ვაშინგტონ პოსტმა ტეჭოუს მზის ველი მოიხსენია როგორც „სილიციუმის ველის სუფთა ტექნოლოგიური ვერსია“[4]

აჟამად უდიდესი და ყველაზე ცნობილი ინდუსტრია ტეჭოუში მზის ენერგიის ინდუსტრია, რასაც ორი ძირითადადი კომპანია: ხიმინ გრუპი (ჩინ.: 皇明集团) და მისი პარტნიორი, ეკო სოლარ გრუპი (ჩინ.: 亿家能集团) აწარმოებს. ქალაქმა 2010 წელს მზის ქალაქის საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლა (წარსულში ეს ღონისძიება გაიმართა ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: დეგუ, სამხრეთი კორეა (2004), ოქსფორდი, გაერთიანებული სამეფო (2006) და ადელაიდა, ავსტრალია[5] ხიმინ გრუპი ამჟამად მსოფლიოს წყლის გამათბობლების უდიდესი მწარმოებელია, რომლებიც მზის ენერგიაზე მუშაობენ.

Greenpeace ჩინეთმა ტეჭოუ 2009 წლის მაისში განახლებადი ენერგიის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელა და განაცხადა, რომ მსგავსი რამის დანერგვა მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა შესაძლებელი.[6]

ტეჭოუში ასევე მდებარეობს მსოფლიოს უდიდესი მზის ენერგიაზე მომუშავე საოფისე შენობა, რომელიც დაახლოებით 75 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.[7]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეჭოუს კოლეჯი მრავალპროფილური სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც განათლების ეროვნული კომიტეტის მიერ არის დამტკიცებული 2000 წლის მარტში. ტეჭოუს კოლეჯი არის ტეჭოუს მასწავლებელთა კოლეჯის, ტეჭოუს საგანმანათლებლო კოლეჯისა და საღამას მუნიციპალური კოლეჯის გაერთიანება, რომელსაც 30 წლიანი ისტორი აქვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 zh:最新人口信息 www.hongheiku.com Chinese. hongheiku. ციტირების თარიღი: 2021-01-12
  2. zh:中国气象数据网 - WeatherBk Data zh-cn. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-13
  3. Steinhardt, Nancy Shatzman (2015). China's Early Mosques. Edinburgh: Edinburgh University Press, გვ. 161–162. ISBN 978-1-4744-3721-9. 
  4. "With Solar Valley project, China embarks on bold green technology mission" by Andrew Higgins; Washington Post, May 17, 2010
  5. Himin sees more shine in Dezhou's Solar Valley China Daily
  6. On the sunny side of the street. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-07. ციტირების თარიღი: 2021-11-10.
  7. " "