ტეცუბინი

ტეცუბინი (鉄瓶) იაპონური თუჯის ჩაიდანია ჩმოსასხმელი ონკანით, თავსახურითა და თავზე გადაჯვარედინებული სახელურით, რომელიც გამოიყენება წყლის ადუღებისა და ჩასხმისთვის, მაგალითად, ჩაის მოსამზადებლად.
ტეცუბინი ტრადიციულად ნახშირზე ცხელდება. იაპონურ ჩანოიუს ხელოვნებაში ამისთვის სპეციალური პორტატული ნადუღარი ბინკაკეა(瓶掛). ტეცუბინი ხშირად გარედან რელიეფური დიზაინითაა მორთული. ის მრავალფეროვანია ზომითა და ბევრი უჩვეულო ფორმები აქვს, რაც მას უფრო პოპულარულს ხდის კოლექციონრებს შორის. შედარებით პატარა ტეცუბინს შეუძლია ჩაიტიოს დაახლოებით 0.5 ლიტრი წყალი, უფრო დიდმა კი 5 ლიტრი.
ტეცუბინის ისტორიული წარმოშბა არ არის ცნობილი. სულ მცირე ერთი ავტორიტეტული იაპონური წყარო იუწყება,[1] რომ ის განვითარდა ტედორიგამას სახელით ცნობილი წყლის ქვაბიდან, რომელიც უკვე გამოიყენებოდა ჩანოიუში სენ ნო რიკიუს ეპოქაში (1522–1591). მე-19 საუკუნის დროს ნაყენი ჩაი გახდა უფრო პოპულარული და ტეცუბინი ითვლებოდა ძირითადად სტატუსის სიმბოლოდ და არა სამზარეულოს ფუნქციურ ნივთად.

იაპონიის გარეთ ხშირად გვხვდება თუჯის ჩაიდანი, რომელიც გარეგნულად ტეცუბინს ჰგავს. ამ ტიპის ჩაიდნის შიგნით მინანაქარი არის მოჭიქული, რათა უფრო პრაქტიკული იყოს ჩაის დამზადებისთვის, თუმცა მისი გამოყენება წყლის გასაცხელებლად არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება მინანქარი დააზიანოს. დასავლეთში ამ ჩაიდნებს ხშირად ტეცუბინს უწოდებენ, თუმცა იაპონელები მას ტეცუკიუსუ-ს(鉄急須) ან რკინის ჩაიდანს უწოდებენ, რათა განასხვავონ ჩაიდნები. თუჯის ჩაიდნები ხშირად მოდის ჩაის საწურთან ერთად, რომელიც შიგნით ეტევა.
ივატესა და იამაგატას პრეფექტურები ყველაზერ მეტად ცნობილია ტეცუბინისა და რკინის ჩაიდნების წარმოებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უცნობია, თუ როდის გამოჩნდა პირველი ტეცუბინის ჩაიდანი იაპონიაში, მაგრამ ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად ტეცუბინის პოპულარობა გაიზარდა ფოთლოვანი ჩაის სახეობასთან ერთად. ჩინეთმა იაპონიას გააცნო სენჩა მე-17 საუკუნის შუა ხანებში[2] . სენჩა ისეთი ფორმალური არ იყო, როგორც მატჩა, იმ დროს გავრცელებული ფხვნილისებრი მწვანე ჩაი. მე-18 საუკუნის განმავლობაში ხალხმა დაიწყო სენჩას დალევა, როგორც არაფორმალურ გარემოს მეგობრებთან, ასევე ოჯახის წევრებთან ერთად ჩაის გასაზიარებლად.[3] რაც უფრო მეტი ადამიანი სვამდა სენჩას, მით უფრო იზრდებოდა ტეცუბინის პოპულარობა. ტეცუბინი, სავარაუდოდ არ არის ორიგინალური დიზაინი, არამედ იმდროინდელი სხვა ქვეყნების მიერ ჩამოყალიბდა. ტეცუბინისთვის ხუთი ყველაზე ახლო ნათესავებია ტედორიკამა, ტოიამა, მუძუსოსოგი, დობინი და იაკანი.
იაკან ხუთიდან ყველაზე ახლოა ტეცუბინთან, მთავარი განსხვავება ისაა, რომ იაკანი მზადდება სპილენძისგან, ხოლო ტეცუბინი ტრადიციულად მზადდება რკინისგან. ზოგიერთ ადამიანს აინტერესებს ტეცუბინის შექმნის მიზეზი, როდესაც ისეთი იდეალურად გამოსაყენებელი ჭურჭელი, როგორიცაა იაკანი, გამოდგებოდა. ჩაის მსმელებს შეიძლება რკინის ქვაბიდან წყლის გემო უფრო მოსწონდეთ, ვიდრე სპილენძის ქვაბიდან. მე-18 საუკუნის განმავლობაში ტეცუბინის ჩაიდანი გახდა წყლის გასაცხელებლად სტანდარტული საყოფაცხოვრებო ჭურჭელი. ამ ქვაბების გამოყენების ზრდასთან ეღტად სირთულეც გაიზარდა. მე-19 საუკუნეში ტეცუბინის დიზაინი მარტივი რკინის ქვაბებიდან რთულად ამოტვიფრულ შედევრებამდე გადაიზარდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 井口, 海仙; 末宗, 廣; 永島, 福太郎 (1975) 原色茶道大辞典 (ja). 淡交社, გვ. 1019.
- ↑ History of Tetsubins. ციტირების თარიღი: 2025-10-23
- ↑ Best Matcha Grades: Culinary, Everyday, and Ceremonial Explained. ციტირების თარიღი: 2025-10-23