ტექტონიკური ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტანგანიიკის ტბა

ტექტონიკური ტბა — ბუნებრივი წარმოშობის ტბა, რომელიც მოქცეულია ტექტონიკურ ღრმულში.[1] წარმოიქმნება დედამიწის ქერქის მოძრაობის შედეგად, ღრმულებსა და ტექტონიკურ ჩადაბლებებში. საქართველოში ტექტონიკური ტიპის ტბები ჩვეულებრივად დაკავშირებულია სინკლინურ ღრმულებთან. ტექტონიკური ტიპის ტბები უმეტესწილად სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოშია გამოხატული. აღსანიშნავია: კარწახის ტბა, ბარეთის ტბა, ყაჯირის ტბა, ჯანდარის ტბა და სხვა. მაგალითად, ფარავნის ტბა შერეული გენეზისისაა და წარმოქმნილია ლავური ღვარების მიერ უფრო ადრე გაჩენილი ტექტონიკური ღრმულების გადაღობვით.[2]

დედამიწის უღრმესი ტბა ბაიკალი აგრეთვე ტექტონიკური წარმოშობისაა. დიდი ტექტონიკური ტიპის ტბებიდან მნიშვნელოვანია ტანგანიიკა, ტიტიკაკა, ნიასა, ისიქ-ქოლი, კიოგა, კივუს ტბა და სხვა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტექტონიკური ტბა — გეოლოგიური ენციკლოპედია (რუსული)
  2. მარუაშვილი ლ.. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა). თბილისი, საქ.: ცოდნა, გვ. 64 თბ. 1964.