ტექტოგენური რელიეფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ტექტოგენური რელიეფირელიეფის ტიპი. დაკავშირებულია დედამიწის ზედაპირის ვერტიკალურ მოძრაობასთან. იგი ფართოდ არის გავრცელებული და ძირითადად წარმოდგენილია მსხვილი და საშუალო ფორმებით. საქართველოში ქედებისა და მთათაშორისი ქვაბულების არსებობა და მათი ჰიფსომეტრიული მდებარეობა სწორედ ტექტონიკური პროცესებითაა გამოწვეული. ტექტოგენური რელიეფით განპირობებულია დედამიწის ქერქის ზედაპირის ძირითადი თავისებურებანი. იგი უშუალოდ არის დაკავშირებული გეოლოგიურ ფაქტორებთან, რომლებიც განსაზღვრავენ რელიეფის დადებითი ან უარყოფითი ფორმების მიმართულებას. ტექტონიკურ პროცესებს შორის მორფოგენეზისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტექტონიკურ მოძრაობათა მდგენელს, რომელზეც დამოკიდებულია ეროზიული დანაწევრების სიღრმე და ზედაპირის დახრილობათა გაბატონებული კუთხეების სიდიდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბილისი, საქ.: ცოდნა, გვ. 30-31 თბ. 1964.