ტეფის მეორე ციხე-სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტეფის მეორე ციხე-სახლი — სახლი, არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ტეფის სამხრეთ მონაკვეთში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

შენობა გეგმით ოთხკუთხაა (7,1x6,5 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია ორი სართული. სართულშუა გადახურვები ჩაქცეულია. შესასვლელები პირველი და მეორე სართულის სამხრეთ კედლებშია გაჭრილი. კარის წირთხლებში საურდულე ხვრელებია. პირველი სართულის საქონლის სადგამი იყო, მეორე — საცხოვრებელი. მეორე სართულის დასავლეთ კედელში ერთი სათოფური ხვრელია. შემორჩენილი ბუდეების მიხედვით, სართულშუა გადახურვები ხის კოჭებზე ყოფილა გამართული. შენობას მიწურბანიანი სახურავი ჰქონია. სახლს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მეორე ციხე — სახლი. მისგან მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის ნაწილიღაა (სიმაღლე 2 მეტრი) შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]