ტეტრაპოდი (სტრუქტურა)


ტეტრაპოდი — წყლის ტალღების გამფანტველი ბეტონის ტეტრაედრული ფორმის ბლოკი, რომელიც გამოიყენება სანაპირო ზოლის დრეიფით გამოწვეული ეროზიის თავიდან ასაცილებლად, ძირითადად სანაპირო ნაგებობების, როგორიცაა ზღვის დამბებისა და ტალღამტეხების გასაძლიერებლად.[1][2]
გამოგონება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტეტრაპოდები თავდაპირველად 1950 წელს შეიმუშავეს საფრანგეთში, პიერ დანელმა და პოლ ანგლეს დ’ორიაკმა, რომლებმაც მიიღეს პატენტი კონსტრუქციაზე.[3] ტეტრაპოდები პირველად გამოიყენეს მაროკოში, კასაბლანკაში, როშ ნუარის თბოელექტროსადგურში ზღვის წყლის მიმღების დასაცავად.[4][5]
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტეტრაპოდები მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით იაპონიაში გახდა პოპულარული; დადგენილია, რომ იაპონიის 35000 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის თითქმის 50 პროცენტი დაფარულია ტეტრაპოდებითა და ბეტონის სხვა ფორმებით. იაპონიაში პოპულარულ დასასვენებელ ადგილად წოდებულ ოკინავას კუნძულზე მათი გამრავლების გამო, ტურისტებისთვის გართულდა პლაჟებისა და სანაპირო ზოლის პოვნა, განსაკუთრებით კუნძულის სამხრეთ ნაწილში.[6]
მსგავსი დიზაინის სტრუქტურები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთ-ერთი ყველაზე ადრეული დიზაინია ტეტრაპოდი (საფრანგეთი, 1950). სხვა დაპატენტებულ დიზაინებს შორისაა Modified Cube (აშშ, 1959), Stabit (დიდი ბრიტანეთი, 1961), Akmon (ნიდერლანდები, 1962), Dolos (სამხრეთ აფრიკა, 1963), Stabilopod (რუმინეთი, 1969), Seabee (ავსტრალია, 1978), Accropode (საფრანგეთი, 1981), Hollow Cube (გერმანია, 1991), A-jack (აშშ, 1998), Xbloc (ნიდერლანდები, 2001) და KOLOS (ინდოეთი, 2010).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lagasse, P.F. (2007). Countermeasures to protect bridge piers from scour. Washington, D.C.: Transportation Research Board. ISBN 978-0-309-09909-7.
- Hesse, Stephen. The Japan Times environment columnist. Don't You Just Love 'Em ... Tetrapods. The Japan Times. ციტირების თარიღი: 13 May 2011
- (2005) Environmentally friendly coastal protection : proceedings of the NATO Advanced Research Workshop on Environmentally Friendly Coastal Protection Structures, Varna, Bulgaria, 25-27 May 2004, Online-Ausg., Dordrecht: Springer. ISBN 978-1-4020-3299-8.
- Wijers-HasegawaHesse, Yumi. Tetrapodistas: Beauty beheld in huge concrete forms. The Japan Times.
- Hesse, Stephen. Loving and Loathing Japan's Concrete Coasts, Where Tetrapods Reign. The Asia-Pacific Journal: Japan Focus.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ What are Tetrapods? (Tetrapods Resist Wave Impact and Prevent Beach Erosion). ციტირების თარიღი: 2017-08-02
- ↑ Park, Sang Kil. (2014) Effects of vertical wall and tetrapod weights on wave overtopping in rubble mound breakwaters under irregular wave conditions. ციტირების თარიღი: 2 August 2014
- ↑ Pierre Danel and Paul Anglès d'Auriac (1963) Improvements in or relating to artificial blocks for building structures exposed to the action of moving water დაარქივებული 2021-08-26 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Danel, Pierre (1953). „TETRAPODS“. Coastal Engineering Proceedings (ინგლისური). 1 (4): 28. doi:10.9753/icce.v4.28. ISSN 2156-1028.
- ↑ Danel, Pierre. (1967) The Tetrapod. ციტირების თარიღი: 2 August 2017
- ↑ Hesse, Stephen (2007-07-22). „TETRAPODS“. The Japan Times Online (ინგლისური). ISSN 0447-5763. ციტირების თარიღი: 2017-08-02.