ტესტაჩო
|
ტესტაჩო იტალ. teˈstattʃo | |||
|
| |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
|---|---|---|---|
| კოორდინატები | 41°52′34″ ჩ. გ. 12°28′30″ ა. გ. / 41.87611° ჩ. გ. 12.47500° ა. გ. | ||
| დაარსდა | 1870 წელი | ||
| ფართობი | 66.28 ჰექტარი | ||
| მოსახლეობა | 7 671 (31 დეკემბერი, 2020)[1] | ||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
| სატელეფონო კოდი | 06 | ||
| საავტომობილო კოდი | RM | ||
|
| |||
ტესტაჩო (იტალ. [teˈstattʃo]) რომის მე-20 რაიონი, რომელიც აღინიშნება ინიციალებით „R. XX”, რაც მონტე ტესტაჩოს სახელიდან მომდინარეობს. ქუჩა გაშენებულია მუნიციპიო I-ის ტერიტორიაზე. მის გერბზე გამოსახულია ამფორა, რაც მონტე ტესტაჩოს დამტვრეულ ჭურჭელს აღნიშნავს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანტიკურ ხანაში ტიბრის ვაჭრობის დიდი ნაწილი აქ მიმდინარეობდა და მოსახლეობამ, სიმბოლურად, გატეხილი თიხის ჭურჭლის (ამფორების) ნაშთები ხელოვნური ბორცვის შესაქმნელად დააწყო. ეს ბორცვი დღეს ძველი რომაული ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მრავალი არქეოლოგიური ნაშრომის წყაროა.
1870 წლის ურბანული აღორძინებამდე, რომელმაც უზარმაზარი ტერიტორია სამრეწველო და საწარმოო მიზნებისთვის გამოყო, რაიონი ძირითადად ღარიბი ფერმერებითა და მწყემსებით დასახლებული,დაუცველი ტიბრის წყალდიდობისგან და მალარიით დაავადებულებით სავსე იყო. მონტე ტესტაჩოსა და ქალაქის კედლებს შორის ზონა (პრატი დი ტესტაჩო) საჯარო იყო და მოქალაქეები მას ხშირად იყენებდნენ დასასვენებელ ადგილად. აქედან მომდინარეობს სახელი „პრატი დელ პოპოლო რომანო“ (სიტყვასიტყვით „რომაელი ხალხის მდელოები“).
ავრელიანეს კედლების შიგნით მდებარე რიონეს ნაწილი დაიგეგმა, როგორც ქარხნების გაგრძელება, სადაც ცხოვრობდნენ ინდუსტრიული მუშები, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოს ვია ოსტიენსედან ჩამოვიდნენ. 1873 წელს შემუშავებული პირველი ქალაქის გეგმა რომის ინდუსტრიული გაფართოებისთვის ტერიტორიას განსაზღვრავდა ბრტყელი რელიეფითა და ქალაქთან დამაკავშირებელი რამდენიმე საკომუნიკაციო გზით, როგორიცაა ვია ოსტიენსე, მდინარე და ახალი რკინიგზა.
1921 წლამდე რიონე ადმინისტრაციულად რიპას ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა ტესტაჩოს ყოველთვის ჰქონდა ძლიერი იდენტობა, მიუხედავად ცუდი რეპუტაციისა ნავსადგურში მუდმივად არსებული საცობის გამო. 1884 წელს მუნიციპალიტეტის წამოწყებულმა გამოძიებამ ტესტაჩოს ალკოჰოლის მოხმარების ეროვნული რეკორდი მიანიჭა, ხოლო 1980-იან და 90-იან წლებს შორის ის ე.წ. ტესტაჩინის, ბანდა დელა მალიანას ფილიალის ციხესიმაგრეს წარმოადგენდა.
თანამედროვე დროში ეს ტერიტორია ცენტრად იქცა. ტესტაჩო რომის ერთ-ერთი ტრადიციული მუშათა კლასის უბანი იყო, მაგრამ ბოლოდროინდელმა გენტრიფიკაციის პროცესმა ის ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი გახადა. უბანი რომის რამდენიმე კულინარიული ღირსშესანიშნაობის სამშობლოცაა. ტესტაჩოს პოპულარობა ტურისტებს შორის სულ უფრო ფართოვდება[2].
წყაროები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.comune.roma.it/web/it/dettaglio.page?contentId=PAG22935
- ↑ Shteyngart, Gary. Hidden Rome. Travel and Leisure. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 7, 2018. ციტირების თარიღი: April 2, 2023.