ტერი ჯოუნსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ტერი ჯოუნსი
Terry Jones.jpg
დაბადების სახელი ტერენს გრეჰემ პერი ჯოუნსი
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1942
უელსი, გაერთიანებული სამეფო
გარდაცვალების თარიღი 21 იანვარი, 2020
ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ოქსფორდის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, მწერალი, კომიკოსი, რეჟისორი, ისტორიკოსი
აქტიური 1966-2016
მეუღლე(ები)

ელისონ ტელფერი (1970-2012)

ანა სოდერსტრომი (2012-ჯოუნსის სიკვდილამდე)

ტერენს გრეჰემ პერი ჯოუნსი (ინგლ. Terence Graham Parry Jones; დ. 1 თებერვალი, 1942, უელსი, გაერთიანებული სამეფო — გ. 21 იანვარი, 2020, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — უელსელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი, სცენარისტი, რეჟისორი და ისტორიკოსი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერი გრეჰემ პერი ჯოუნსი 1942 წლის 1 თებერვალს დაიბადა. მისი მშობლები დილის ლუისა ნოუნსი და ალიკ ჯორჯ პერი-ჯოუნსი იყვნენ.

ჯოუნსი ოქსფორდის უნივერსიტეტში ანგლისტიკას სწავლობდა, ინტერესდებოდა ისტორიით. [1] უნივერსიტეტში ყოფნისას ატარებდა კომედიურ შოუებს თავის მეგობართან და „მონტი პაითონის“ მომავალ წევრთან, მაიკლ პალინთან ერთად.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წელს ჯოუნსმა ტერი გილიამთან ერთად კომედიური ფილმი, „მონტი პაითონი და წმინდა გრაალი“ გადაიღო. 1979 წელს გამოვიდა „ბრაიანის ცხოვრება“, ხოლო 1983 წელს „მონტი პაითონის ცხოვრების აზრი“, რომელთა სცენარის ავტორები და მსახიობები „მონტი პაითონის“ წევრები იყვნენ.

ტერი ჯოუნსის გვიანდელ ფილმებს შორისაა „ვიკინგი ერიკი“ (1989), „ქარი ტირიფებში“ (1996). 2008 წელს ჯოუნსმა ოპერა, სახელწოდებით „ეშმაკის მანქანები“ გადაიღო.

2015 წელს გადაიღო კომედიური ფილმი „აბსოლუტურად არაფერი“, რომელშიც მთავარ როლს სიმონ პეგი, კეიტ ბეკინსეილი და რობინ უილიამსი ასრულებენ. ფილმში პერსონაჟებს „მონტი პაითონის“ 5 წევრი ახმოვანებს.

ჯოუნსი 2014 წელს

ჯოუნსს დაწერილი აქვს ათეულობით წიგნი და სცენარი, მათ შორის არის კომიქსის წიგნები და წიგნები ისტორიის შესახებ: „ტერი ჯოუნსის შუასაკუნეების ცხოვრება“ (2004), „ტერი ჯოუნსის ბარბაროსელები“ (2006) და სხვ.[2]

იყო საბავშვო მწერალიც. მის ნამუშევრებში შედის ზღაპრები, ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობები, ვიკინგების საგები.[3]

ტერი ჯოუნსი წერდა სტატიებს ისეთი ჟურნალებისთვის, როგორებიცაა The Guardian, The Daily Telegraph, The Observer.

2008 წლის იანვარში, სან-ლუიზის თეატრში (ლისაბონი, პორტუგალია) ჯოუნსის წიგნზე დაფუძნებული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა, სახელწოდებით „ეშმაკის მანქანები“. სპექტაკლისთვის მუსიკა პორტუგალიელმა კომპოზიტორმა, ლუის ტინოკომ დაწერა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოუნსი 1970 წელს ელისონ ტელფერზე დაქორწინდა. მათ ერთად ორი შვილი შეეძინათ, სალი (1974) და ბილი (1976). 2009 წელს ჯოუნსმა ტელფერი მიატოვა. იგი ამ დროიდან რომანტიულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ანა სოდერსტრომთან. 2009 წლის სექტემბერში მათ ქალიშვილი შეეძინათ, ხოლო 2012 წელს - დაქორწინდნენ.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს ჯოუნსს მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ქიმოთერაპიის დასრულების შემდეგ, იგი სიმსივნისგან განთავისუფლდა.

2015 წელს მას შუბლ-საფეთქლის დემენციის ფორმა, საწყისი ეტაპის პროგრესირებადი აფაზია დაუდგინდა. მალევე ჯოუნსმა კამპანიების მოწყობა დაიწყო დემენციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებად; დააარსა ფონდი დემენციის კვლევებისათვის, ხოლო თავისი ტვინი დემენციის კვლევას გადასცა. [4] 2016 წლის სექტემბერში მას უკვე აღარ შეეძლო ინტერვიუების მიცემა[5]. 2017 წლის აპრილში საბოლოოდ დაკარგა ლაპარაკის უნარი.[6]

ტერი გრეჰემ პერი ჯოუნსი 2020 წლის 21 იანვარს დემენციის გართულებებით, მის 78 წლის თავამდე 11 დღით ადრე გარდაიცვალა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც რეჟისორი და სცენარისტი

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1975 „მონტი პაითონი და წმინდა გრაალი“ Monty Python and the Holy Grail რეჟისორი, სცენარისტი
1979 „ბრაიანის ცხოვრება“ Life of Brian რეჟისორი, სცენარისტი
1983 „მონტი პაითონის ცხოვრების აზრი“ Monty Python's The Meaning of Life რეჟისორი, სცენარისტი
1987 „პირადი სერვისები“ Personal Services რეჟისორი
1989 „ვიკინგი ერიკი“ Erik the Viking რეჟისორი, სცენარისტი
1996 „ქარი ტირიფებში“ The Wind in the Willow რეჟისორი, სცენარისტი
2015 „აბსოლუტურად არაფერი“ Absolutely Nothing რეჟისორი, სცენარისტი
2015 „ბუმ ბუსტ ბუმი“ Boom Bust Boom რეჟისორი, სცენარისტი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]