ტერინი
|
ტერინი რეჰანითა და ორაგულით | |
| რიგითობა | აპეტაიზერი/მადისაღმძვრელი |
|---|---|
| წარმოშობის ადგილი | საფრანგეთი |
| ტემპერატურა სერვირების დროს | ცივი |
ტერინი (ფრანგ. Terrine) ― ტრადიციული ფრანგული კერძი, რომელიც წააგავს პაშტეტს და აქვს პურის ფორმა, იწვება დახურულ, კერამიკულ ჭურჭელში, „ბეინ-მარიში”.[1][2][3] თანამედროვე ტერინი ყოველთვის არ შეიცავს ხორცს ან ცხოველურ ცხიმს, მაგრამ მაინც გააჩნია ხორცის მსგავსი ტექსტურები და ცხიმის შემცვლელები, როგორებიცაა სოკო, პიურე, ხილი ან ბოსტნეული.[4]
ტერინი, მიუხედავად ტრადიციისა, შესაძლებელია მომზადდეს სხვადასხვა არაკერამიკულ ფორმაში, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი, ალუმინი, მომინანქრებული თუჯი და ღუმელგამძლე პლასტმასი.[5]
ტერინი, როგორც წესი, მიირთმევა ცივად ან ოთახის ტემპერატურაზე.[6] ბევრი მათგანი მზადდება ხოხბისა და კურდღლის ხორცით. წარსულში ტერინები ძეხვეულთან, პაშტეტებთან და სხვა აპეტაიზერებთან ერთად იდო დიდ სუფრებზე, თუმცა ზოგჯერ მთავარ კერძსაც წარმოადგენდა.[7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Trésor de la langue française. ციტირების თარიღი: 3.10.25..
- ↑ Oxford English Dictionary. ციტირების თარიღი: 3.10.25..
- ↑ The Culinary Institute of America (CIA). (2012). Garde Manger: The Art and Craft of the Cold Kitchen, 4E (p. 678). Hoboken, NJ: John Wiley & Sons, Inc.
- ↑ The Culinary Institute of America (CIA). (2012). Garde Manger: The Art and Craft of the Cold Kitchen, 4E (p. 300). Hoboken, NJ: John Wiley & Sons, Inc.
- ↑ Bolat, Jeff. „Food saving expert“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 November 2024. ციტირების თარიღი: 26 November 2022.
- ↑ game meat terrine.
- ↑ The Culinary Institute of America (CIA). (2012). Garde Manger: The Art and Craft of the Cold Kitchen, 4E (p. xiii). Hoboken, NJ: John Wiley & Sons, Inc.