შინაარსზე გადასვლა

ტერეზა იმერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერეზა იმერი
დაბადების თარიღი 1723[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ვენეცია
გარდაცვალების თარიღი 19 აგვისტო, 1797(1797-08-19)[2] [4]
გარდაცვალების ადგილი Fleet Prison
საქმიანობა სალიტერატურო სალონის მფლობელი, მსახიობი და ოპერის მომღერალი
მოქალაქეობა  ვენეციის რესპუბლიკა

ტერეზა იმერი (იტალ. Teresa Imer), დ. 1723, ვენეცია, იტალია ​​— გ. 19 აგვისტო, 1797, ლონდონი) — იტალიელი ოპერის მომღერალი, თეატრალური იმპრესარიო, სალიტერატურო სალონის დიასახლისი, კურტიზანი, ავანტიურისტი.

ტერეზა იმერი დაიბადა ვენეციაში, მსახიობისა და თეატრალური იმპრესარიოს, ჯუზეპე იმერის და მსხაიობი დედის პაოლინას ოჯახში.[6] მისი და მარიანა ასევე ოპერის მომღერალი იყო.[6] Teresa was initiated into seduction by her mother, who had her torment the aged senator Alvise Malipiero, who fell desperately in love with her. At the same time she met Casanova, then the senator's protégé.[7] ჯუზეპე იმერის ჯგუფისთვის ცნობილი ვენეციელი დრამატურგი და ლიბრეტისტი, კარლო გოლდონი წერდა (ისინი 1734 წელს ვერონაში შეხვდნენ და ერთად მუშაობდნენ ვენეციაში). 18 წლის ასაკში ტერეზა იმერი გახდა 76 წლის სენატორის და მდიდრული სასახლის Palazzo Malipiero-ს მფლობელის, ალვისე გასპარო მალიპიეროს საყვარელი. ტერეზას ამ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი მმიუძღვის მის დედას პაოლინას. მან გასპაროს წრეში გაიცნო ჯაკომო კაზანოვა, გახდა მისი მეგობარი ქალი და მისგან ქალიშვილი გააჩინა. მისი, როგორც მომღერლის დებიუტი შედგა ვენეციაში 1742 წელს, შემდეგ კი გამოვიდა ვენაში, ლონდონში, ჰამბურგში, კოპენჰაგენში, პარიზსა და ბაიროითში. ის მღეროდა გლუკის, ნიკოლო იომელის, ბალდასარე გალუპის და სხვათა ოპერებში. 1745 წელს მალიპიერო გარდაიცვალა და იგი ცოლად გაყვა მოცეკვავე ანჯელო პომპეატის (1701-1768), ხოლო 1755 წელს ისინი დაშორდნენ ერთმანეთს.

ტერეზა იმერი სარგებლობდა პრინც კარლ ლოთარინგიელის მფარველობით. იგი ნიდერლანდებში ხელმძღვანელობდა თეატრალურ დასს ქალბატონ პომპეატის სახელით. 1756-1757 წლებში ტერეზა იმერი მღეროდა ანტვერპენსა და გენტში, ხოლო 1757 წლის აპრილში მღეროდა ლიეჟში. გაკოტრების შემდეგ მან სახელი შეიცვალა და გახდა ქალბატონი ტრენტი. ამსტერდამში ისევ ის ისევ შეხვდა კაზანოვას. 1759 წელს იგი დაქორწინდა მდიდარ ჰოლანდიელ იან რიგერბოს კორნელისზე და მიიღო მისი გვარი. 1760 წელს, ამ სახელით, იგი დასახლდა ლონდონში, კარლაილის საოჯახო სასახლეში.[8] სასახლის ავეჯზე იზრუნა თომას ჩიპენდეილმა. აქ ტერეზა იმერი ატარებდა მდიდრულ მიღებებს, კონცერტებს და კოსტუმირებულ მეჯლისებს ინგლისელი და ევროპელი არისტოკრატიისთვის. მათ შორის, ვინც მის სახლში მართავდა კონცერტებს, იყვნენ იოჰან ქრისტიან ბახი და კარლ ფრიდრიხ აბელი, აქ დაიდგა თომას არნეს ოპერა „არტაქსერქსესი“. მიღებებსა და კონცერტებს ესწრებოდნენ სამუელ ჯონსონი და ოლივერ გოლდსმითი, ჰორაციო უოლპოლი, ფანი ბერნი და სხვები.

მადამ კორნელისი ძალიან წარმატებული მეწარმე იყო. მისი მეგობრების თქმით, მას ჰამერსმიტში ჰქონდა აგარაკი, რომელშიც იყო „სამი დამხმარე, ოცდათორმეტი მსახური, ექვსი ცხენი, მუნჯი და კომპანიონი". მისმა ქალიშვილმა კათოლიკურ მონასტერში კარგი განათლება მიიღო და აქვე ბევრ საქმეს უძღვებოდა.

ტერეზა იმერი კვლავ გაკოტრდა, მოხვდა ციხეში და 1778 წელს გაყიდა თავისი სასახლე, მაგრამ განაგრძო სამეწარმეო საქმიანობა ლონდონის სხვა, უფრო მოკრძალებულ უბანში, სადაც დღესასწაულებიც უფრო მოკრძალებული გახდა. 1785 წლის შემდეგ იგი გაქრა მაღალი საზოგადოებისგან, ამოეფარა ქალბატონი სმიტის სახელს და ვაჭრობდა ვირის რძით. ტერეზა იმერი 74 წლის ასაკში, მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა, ლონდონის ფლოტის ციხეში, სადაც დაპატიმრებული იქნა ვალის გამო.

  • Summers J. The empress of pleasure: the life and adventures of Teresa Cornelys, queen of masquerades and Casanova’s lover. London; New York: Viking, 2003 (переизд. 2004, исп. пер. 2004)
  • Summers J. Casanova’s women: the great seducer and the women he loved. London: Bloomsbury, 2006
  • Russell G. Women, Sociability and Theatre in Georgian London. Cambridge: Cambridge UP, 2007, p. 17-37

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #129929484 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. Faceted Application of Subject Terminology
  4. 4.0 4.1 FemBio database
  5. Répertoire International des Sources Musicales — 1952.
  6. 6.0 6.1 Judith Summers, The Empress of Pleasure: The Life and Adventures of Teresa Cornelys, Queen of Masquerades and Casanova's Lover, London: Viking, 2003, ISBN 978-0-670-91258-2, p. 3.
  7. Summers, Empress of Pleasure, pp. 16–18, 23–24.
  8. Carlisle House, Soho Square დაარქივებული 2011-09-23 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)