შინაარსზე გადასვლა

ტერეზა ბელანოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერეზა ბელანოვა
იტალ. Teresa Bellanova
დაბადების თარიღი 17 აგვისტო, 1958(1958-08-17) (67 წლის)
დაბადების ადგილი Ceglie Messapica
მოქალაქეობა  იტალია
teresabellanova.it

ტერეზა ბელანოვა (იტალ. Teresa Bellanova), დ. 17 აგვისტო, 1958, Ceglie Messapica, ბრინდიზის პროვინცია, აპულია) — იტალიელი პროფკავშირის აქტივისტი და პოლიტიკოსი. იტალიის რესპუბლიკის სენატორი (2018 წლიდან), სურსათის, სოფლის მეურნეობის და სატყეო მეურნეობის მინისტრი (2019-2021 წწ).

ტერეზა ბელანოვა დაიბადა 1958 წლის 17 აგვისტოს Ceglie Messapica-ში. დიდი ხნის განმავლობაში იგი იყო იტალიის შრომის გენერალური კონფედერაციის აქტივისტი, ქალთა შრომითი მოძრაობის რეგიონალური კოორდინატორი აპულიის დღის მშრომელთა ფედერაციაში (Federbraccianti) და აგრო-ინდუსტრიის მშრომელთა ფედერაციის პროვინციული ორგანიზაციის გენერალური მდივანი (Federazione lavoratori dell’agroindustria). იგი შეუერთდა იტალიის ტექსტილის, თეთრეულის და ფეხსაცმლის მუშაკთა ფედერაციის ეროვნულ სამდივნოს (Federazione italiana Tessile Abbigliamento Calzaturiero) და აირჩიეს Ceglie Messapica-ს შრომის პალატაში.[1]

1971 წელს, თოთხმეტი წლის ასაკში, მან დაიწყო მუშაობა აპულიის ფერმებში. 2005 წელს იგი აირჩიეს მემარცხენე დემოკრატების პარტიის ეროვნულ საბჭოში, ხოლო 2006 წელს პირველად აირჩიეს დეპუტატთა პალატაში კოალიციის „ოლივას“ (ზეთისხილის ხე) სიებით.[2]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერეზა ბელანოვა იყო მე-15 და მე-16 მოწვევის დეპუტატთა პალატის წევრი (2006-2013). მე-15 მოწვევის დეპუტატთა პალატაში 2006 წლიდან 2008 წლამდე ki იყო ფრაქცია „დემოკრატიული პარტია-ოლივას“ წევრი. მე-16 მოწვევის წარმომადგენელთა პალატაში იგი შედიოდა დემოკრატიული პარტიის ფრაქცისი სახელით 2008 წლიდან 2013 წლამდე.[3] 2013 წლის 19 მარტიდან ტერეზა ბელანოვა არის მე-17 მოწვევის დეპუტატთა პალატაში ფრაქციის დემოკრატიული პარტიის წევრი.[4] 2014 წლის 28 თებერვალს იგი შეუერთდა მატეო რენცის მთავრობას, როგორც შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს უმცროსი სახელმწიფო მდივანი,[5] ხოლო 2016 წლის 28 იანვარს დაინიშნა იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილედ.[6]

2018 წლის 4 მარტს იგი დამარცხდა სენატის არჩევნებში ნარდოს ერთმანდატიან ოლქში, მხოლოდ 17,4% მიიღო და დარჩა მესამე ადგილზე გამარჯვებულის, ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის კანდიდატის, ბარბარა ლეცის (39,9%) და მემარჯვენე ცენტრის კოალიციის კანდიდატის, ლუჩიანო კარიდის (355.2%) შემდეგ. ამავე არჩევნზებზე, მძიმე წონის პოლიტიკოსმა, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მასიმო დ'ალემამ მხოლოდ 3,9% აიღო იმავე რაიონში.[7] თუმცა, ტერეზა ბელანოვა სენატში პარტიული სიით აირჩიეს ემილია-რომანიას რეგიონიდან. 2018 წლის 1 ივნისს, არჩევნების შემდეგ, ჩამოყალიბდა ჯუზეპე კონტეს მთავრობა, რომელშიც ბელანოვას არანაირი თანამდებობა არ მიუღია.

სოფლის მეურნეობის მინისტრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 4 სექტემბერს ჯუზეპე კონტემ ჩამოაყალიბა თავისი მეორე მთავრობა, რომელშიც საკვები, სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა გადაეცა ტერეზა ბელანოვას,[8] ხოლო 5 სექტემბერს ახალმა კაბინეტმა ფიცი დადო.[9]

2019 წლის 17 სექტემბერს ტერეზა ბელანოვა დასახელდა იმ პოლიტიკოსთა შორის, ვინც მხარს უჭერდა მატეო რენცის ახალ პარტიას „Italia Viva“-ს (მის გარდა, რენცის მოჰყვა უმცროსი სახელმწიფო მდივანი ივან სკალფაროტო და თანასწორობის მინისტრი ელენა ბონეტი).[10] 2021 წლის 13 იანვარს, „Italia Viva“ პარტიის გადაწყვეტილებით, იგი გადადგა შეუთანხმებლობის გამო კაბინეტის პოლიტიკასთან. (მათ შორის, ფინანსური აღდგენისთვის ევროპის სტაბილურობის მექანიზმის გამოყენებაზე უარის თქმის გამო).[11]

2021 წლის 24 თებერვალს იგი დაინიშნა ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილედ მარიო დრაგის მთავრობაში,[12] 1 მარტს მან ფიცი დადო და თანამდებობა დაიკავა.[13] 2022 წლის 22 ოქტომბერს ჩამოყალიბდა ჯორჯა მელონის მთავრობა, რომელშიც ბელანოვას არანაირი თანამდებობა არ მიუღია.[14]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 27. La squadra di sottosegretari e viceministri / Teresa Bellanova (Pd) sottosegretario al ministero del Lavoro. il Sole 24 Ore. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-21. ციტირების თარიღი: 2016-12-10.
  2. Alessandra Lupo. (2016-01-31) Bellanova, la lunga marcia da bracciante a viceministro. Quotidiano di Puglia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-02. ციტირების თარიღი: 2018-12-02.
  3. Teresa Bellanova. Gruppi parlamentari. Camera dei deputati (Portale storico). ციტირების თარიღი: 2016-12-10.
  4. BELLANOVA Teresa - PD. Camera dei deputati. ციტირების თარიღი: 2016-12-10.
  5. Governo, via libera del Cdm a nomine di 44 sottosegretari: 9 sono viceministri. la Repubblica (2014-02-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-28. ციტირების თარიღი: 2016-12-10.
  6. Governo, via al rimpasto: 13 nomi nuovi. Torna anche il contestato Gentile. la Repubblica (2016-01-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-03. ციტირების თარიღი: 2016-12-10.
  7. Risultati - Senato - Collegio uninominale Nardo. la Repubblica (2018-03-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-02. ციტირების თარიღი: 2018-12-02.
  8. Governo Conte bis: ecco la lista completa dei ministri. la Repubblica (2019-09-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-13. ციტირების თარიღი: 2019-09-04.
  9. Il nuovo governo ha giurato, iniziato il primo Consiglio dei ministri. la Stampa (2019-09-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-16. ციტირების თარიღი: 2019-09-05.
  10. Renzi: "Il nome del nuovo partito sarà Italia viva. In Parlamento siamo più di 40". la Repubblica (2019-09-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-21. ციტირების თარიღი: 2019-09-22.
  11. Renzi ritira i ministri. «Nessuna pregiudiziale a Conte premier». Il Presidente del Consiglio: «Grave responsabilità Iv, danno al Paese». il Sole 24 Ore (2021-01-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-14. ციტირების თარიღი: 2021-01-14.
  12. Sottosegretari del governo Draghi, ecco la lista. la Repubblica (2021-02-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-24. ციტირების თარიღი: 2021-02-25.
  13. Governo, i 39 sottosegretari hanno giurato a Palazzo Chigi: niente strette di mano per le regole anti-Covid. il Fatto Quotidiano (2021-03-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-03. ციტირების თარიღი: 2021-03-05.
  14. Governo: da Mattarella l'incarico a Meloni, presentata la lista dei ministri. ANSA (2022-10-21). ციტირების თარიღი: 2022-10-21.