ტეპერა დე ფერგიუსონის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტეპერა ფერგიუსონის სახლი)
ტეპერა დე ფერგიუსონის სახლი
Дом Теппера де Фергюсона
კოორდინატები 59°43′10″N 30°23′50″E / 59.719353° ჩ. გ. 30.397282° ა. გ. / 59.719353; 30.397282
მდებარეობა პუშკინი, რუსეთი
არქიტექტორი პეტრე ნეელოვი
სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1790 წლით
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810487000

ტეპერა დე ფერგიუსონის სახლი (რუს. Дом Теппера де Фергюсона) — ისტორიული შენობა, რომელიც მდებარეობს ქალაქ პუშკინში. აშენებულია 1790 წელს. სახლი ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშენებლობის ზუსტი თარიღი და არქიტექტორი უცნობია. სახლი პირველად გამოჩნდა 1797 წელს, დასახლების გეგმაზე. არსებობს ვერსია, რომ არქიტექტორი პ. ვ. ნეელოვი იყო. ასევე არსებობს ვერსია, რომ სახლი თავდაპირველად განკუთვნილი იყო მთავარ პ. მ. ვოლკონსკისთვის. აღნიშნული სახლი ძირითადად ცნობილია იმით, რომ იქ ცხოვრობდა ლიცეუმის მუსიკის მასწავლებელი ლ. ვ. ტეპერ დე ფერგიუსონი. მოგვიანებით ისტორიკოსი ი. პ. ლიპრანდს ეკუთვნოდა საცხოვრებელი სახლი. XX საუკუნის დასაწყისში კომპოზიტორი ს. ტანევი ცხოვრობდა სახლში. მოგვიანებით სახლი მისმა ნათესავმა, ა. ა. ვირუბოვმა მიიღო. აღნიშნულ სახლს ხშირად სტუმრობდა საიმპერატორო ოჯახის წევრები, ასევე გრიგორი რასპუტინი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სახლი გადაეცა მომღერალ ი. ერშოვს. იგი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, მაგრამ შემდგომ იგი გადაეცა კონსერვატორიას.

მეორე მსოფლიო ომის დროს სახლი ძლიერ დაზიანდა, თუმცა განახლდა 1955 წელს. ამის შემდეგ, აქ განთავსდა ჯერ ბავშვთა საოლქო ბიბლიოთეკა და 1969 წლიდან 2013 წლამდე პუშკინის რაიონის მთავარი რეესტრის ოფისი. 2013 წლიდან სახლი გადაეცა კამერულ გუნდ „პეტერბურგის სერენადებს“, სადაც ამავე სახელწოდების საკონცერტო დარბაზიც მოეწყო.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი აგებულია კლასიკურ სტილში. ცენტრალურ ნაწილში არის დარბაზი, რომლის გვერდით კაბინეტებია განთავსებული. მეპატრონის დიდი ინტერესი იყო მდიდარი ინტერიერი, განსაკუთრებით მუსიკის დარბაზის ჭერი, მაგრამ ისინი ომის პერიოდში დაანგრიეს და მხოლოდ დაახლოებით აღადგინეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]