შინაარსზე გადასვლა

ტენტენის თავგადასავლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ტენტენის თავგადასავლები“
„Les Aventures de Tintin“

გმირი(ები) ტენტენი, მილუ, კაპიტანი ჰედოკი
სერიიდან ტენტენის თავგადასავლები
გუნდი
მხატვარი(ები) ერჟე, ბობ დე მური, ედგარ ჯეიკობსი
შემქმნელი(ები) ერჟე
პირველი გამოცემა
პირველად გამოიცა 1929
ენა ფრანგული

ტენტენის თავგადასავლები“ (ფრანგ. „Les Aventures de Tintin“) — კომიქსების სერია, შექმნილი ბელგიელი მხატვარ ჟორჟ რემის (1907–1983) მიერ, რომელიც წერდა ფსევდონიმით „ერჟე“. სერია პირველად გამოქვეყნდა ბელგიურ საბავშვო ჟურნალ „Le Petit Vingtième“–ში, 1929 წლის 10 იანვარს.

ტენტენის თავგადასავლების კომიქსების სერიამ დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპაში. ეს წიგნები 50 ენაზეა თარგმნილი. აქამდე გაყიდულია მათი 200 მილიონი გამოცემა.

მთლიანობაში, არსებობს კომიქსის 24 კანონიკური ტომი.

ქართულმა გამომცემლობა „აგორამ“ 2009 წელს გამოსცა კომიქსების ერთ-ერთი ტომი, „ფარაონის სიგარები“.[1][2]

სიაში წარმოდგენილია 24 კანონიკური კომიქსი „ტენტენის“ სერიიდან, ინგლისურ ენაზე, ფრანგულად გამოცემის თარიღებით.

„ტენტენის“ კომიქსები
ალბომის ნომერი სახელწოდება სერიალიზაცია ალბომი (შავ-თეთრი) ალბომი (ფერადი) შენიშვნები
1 „ტენტენი საბჭოთა ქვეყანაში“1929–19301930ერჟე 1973 წლამდე ამ წიგნის გამოცემას ეწინააღმდეგებოდა. იგი ფერადი სახით არასოდეს დაბეჭდილა.
2 „ტენტენი კონგოში“1930–193119311946ხელახლა გამოიცა ფერადად, 62 გვერდიანი ფორმატით.
3 „ტენტენი ამერიკაში“1931–193219321945
4 „ფარაონის სიგარები“1932–193419341955
5 „ლურჯი ლოტოსი“1934–193519361946
6 „მოტეხილი ყური“1935–193719371943
7 „შავი კუნძული“1937–193819381943, 1966
8 „ოტოკარის სკიპტრა“1938–193919391947
9 „კიბორჩხალა ოქროს კლანჭებით“1940–194119411943
10 „ჩამოვარდნილი ვარსკვლავი“1941–19421942წიგნი 10 იყო პირველი, რომელიც ფერადად გამოიცა, #11-15 ნომრების სახით. ამას დაემთხვა მეორე მსოფლიო ომი და ცვალებადი პარტნიორები.
11 „მარტორქის საიდუმლო“1942–19431943
12 „წითელი რეკჰემის განძი“19431944
13 „შვიდი ბროლის ბურთი“1943–19461948
14 „მზის ტაძარი“1946–19481949
15 „ტენტენი შავი ოქროს მიწაზე“1948–19501950, 1971
16 „დანიშნულება — მთვარე“1950–19521953წიგნები #16-23 (აგრეთვე წიგნების 4, 7 და 15 ხელმეორე ტირაჟები) და Studios Hergé-ს გამოცემები.
17 „მკვლევრები მთვარეზე“1952–19531954
18 „ტურნესოლის საქმე“1954–19561956
19 „წითელი ზღვის ზვიგენები“1956–19581958
20 „ტენტენი ტიბეტში“1958–19591960
21 „კასტაფიორეს ზურმუხტი“1961–19621963
22 „სიდნეის რეისი 714“1966–19671968
23 „ტენტენი და პიკაროსები“1975–19761976
24 „ტენტენი და ალფა-არტი“19862004ერჟეს დაუსრულებელი წიგნი, გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ.

ერთი სიუჟეტის ნაწილია შემდეგი ნომრები:

გარდა ამ სერიისა, 1972 წელს გამოიცა ალბომი ერჟეს ზედამხედველობით, თუმცა არა მისი ავტორობით. იგი ეფუძნება ფილმს „ტენტენი და ზვიგენების ტბა“.

ერჟეს დაწყებული ჰქონდა და შეწყვიტა მუშაობა კიდევ ერთ ალბომზე - „Le Thermozéro“ (1958).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]