ტენო (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტენო — მდინარე ჩილეში, მაულეს რეგიონში. წარმოიქმნება მდინარეების - მალოსა და ნასიმენტოს შეერთების შედეგად. მდინარის სიგრძეა 102 კმ, ხოლო აუზის ფართობი 1,590 კმ².

ტენო კვეთს პანამერიკულ მაგისტრალსა და ჩილეს მთავარ სარკინიგზო ხაზს, შემდეგ ქალაქ კურიკოსთან უერთდება მდინარე ლონტუეს, რის შედეგადაც წარმოიქმნება მდინარე მატაკიტო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]