ტენესის კლაფლინი
| ტენესის კლაფლინი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 26 ოქტომბერი, 1844 |
| დაბადების ადგილი | Homer |
| გარდაცვალების თარიღი | 18 იანვარი, 1923[1] (78 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ინგლისი |
| საქმიანობა | ბირჟის ბროკერი, პოლიტიკოსი და suffragist |
| მოქალაქეობა | აშშ |
| მეუღლე | Francis Cook, 1st Viscount of Monserrate |
ტენესის სელესტა კლაფლინი (ინგლ. Tennessee Claflin), დ. 26 ოქტომბერი, 1844 — გ. 18 იანვარი, 1923) — ამერიკელი სუფრაჟისტი, რომელიც ცნობილია როგორც პირველი ქალი, რომელმაც 1870 წელს უოლ-სტრიტზე გახსნა საბროკერო კომპანია .[2][3][4]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტენესის კლაფლინის დაბადების ზუსტი თარიღი გაურკვეველია, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ იგი დაიბადა 1843-1846 წლებში.[5] ცნობილია, რომ ტენესის კლაფლინი ათი შვილიდან უმცროსი იყო როქსანა ჰამელ კლაფლინისა და რუბენ ბაკმან კლაფლინის ოჯახში — ოჰაიოში.[6] მას ეს სახელი დაარქვეს შტატის საპატივსაცემოდ, ან იმის გამო, რომ მისი მამა იმ დროის კონგრესმენ ტენესის (ჯეიმს პოლკი) დიდი გულშემატკივარი იყო.
მამამისი, რუბენ ბაკმან კლაფლინი, გველის ზეთის გამყიდველი იყო და თავს ექიმად ასაღებდა. მას ჰქონდა გარკვეული იურიდიული ცოდნა და ზოგჯერ თავს იურისტადაც წარადგენდა. წარმოშობით ღარიბი შოტლანდიელი და ამერიკული წარმომავლობის ოჯახიდან იყო, რომლებიც მასაჩუსეტსში ცხოვრობდნენ. 1825 წლის დეკემბერში კლაფლინი დაქორწინდა როქსანა ჰამელზე. მათი შვილები, ტენესის კლაფლინი და ვიქტორია ვუდჰალი, სიღარიბეში გაიზარდნენ. მეზობლებმა გაიხსენეს ისინი, როგორც გარეული, ბინძური და მშიერი ადამიანები. კლაფლინი საშინელი მამა იყო, რომელიც რეგულარულად სცემდა თავის შვილებს. დები ფოქსების წარმატებით შთაგონებულმა მამამ, დაიწყო ტენესის და ვიქტორიას რეკლამირება, როგორც მედიუმების 1852 წელს. მალე გოგოები ოჯახის გახდნენ მთავარი მარჩენალები.[3]
სპირიტიზმი და მკურნალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1860 წლისთვის, ტენესისი გამოცხადდა მარჩიელად, რომელსაც შეეძლია დაავადებების განკურნება „ჰერპესიდან კიბომდე."[6] კონსულტაციები 1 დოლარი ღირდა, იგი დღეში 13 საათის განმავლობაში მუშაობდა შუა დასავლეთის პატარა ქალაქებში [6] [8].[6][7]
1863 წელს მამამისმა ოტავაში, ილინოისის შტატში, მთლიანი სასტუმრო იქირავა.[8] მან საკუთარ თავს „კიბოს მეფე“ უწოდა, რომელიც რეკლამირებდა ტენესის სამკურნალო შესაძლებლობებს. კლაფლინებმა პრაქტიკის ფარგლებში, გამოიყენეს ტუტე, რამაც მათ პაციენტებს კანი დაუწვა. 1864 წლის ივნისში პოლიციამ სასტუმროში კლაფლინების კლინიკა დაარბია და ოჯახმა მოასწრო გაქცევა. ხელისუფლებამ ოჯახი დაადანაშაულა 9 დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის ხულიგნობასა და სამედიცინო თაღლითობაში (შარლატანიზმი). ტენესისს ყველაზე სერიოზული ბრალდება წაუყენეს, რადგან მას ბრალი დასდეს პაციენტის, სახელად რებეკა ჰუს, სიკვდილში.[7]
1868 წლის შემოდგომაზე ტენესის მამა ეწვია ბიზნესმენ კორნელიუს ვანდერბილტს, რომელიც დაინტერესებული იყო მასაჟით და მაგნიტური მკურნალობით. მან თავისი შვილები ვიქტორია, როგორც სპირიტისტი და ტენესისი, როგორც მკურნალი, ისე წარადგინა. ტენესისი და კორნელიუსი ერთად დიდ დროს ატარებდნენ.[9] ამავდროულად, ვიქტორია ვუდჰალი ცნობილი გახდა უოლ-სტრიტში თავისი ინვესტიციებით.
პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1871 წელს დებმა ხმის მიცემაში მონაწილეობა სცადეს მუნიციპალურ არჩევნებში, მაგრამ უარი მიიღეს.ref name=":7">1872 One Hundred And Twenty-five Years Ago (2015-08-17). ციტირების თარიღი: 2016-11-12</ref>
1871 წლის 11 აგვისტოს ტენესის კლაფლინმა წარადგინა თავისი კანდიდატურა ნიუ-იორკის კონგრესის მერვე ოლქში. იმ დროს კონგრესის მერვე ოლქი ძირითადად გერმანულ-ამერიკელი იყო. კლაფლინმა თავისი კანდიდატურა საკონცერტო დარბაზში „Irving Plaza“, გამოაცხადა, რომელიც გარშემორტყმული იყო გერმანული და ამერიკული დროშებით. მან თავისი სიტყვა წარმოთქვა გერმანულ ენაზე.[3][10]
1872 წლის 10 მაისს ვუდჰოლმა დაასახელა შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი ახლახან შექმნილი „თანაბარი უფლებების პარტიიდან“.[4][11][12] 1872 წლის ზაფხულში, კლაფლინმა თავისი კანდიდატურა შესთავაზა ნიუ-იორკის ეროვნული გვარდიის მეცხრე პოლკის პოლკოვნიკის თანამდებობაზე. ეს პოზიცია ვაკანტური იყო 1872 წლის იანვარიდან, ბარონ რობერ ჯიმ ფისკის გარდაცვალების შემდეგ.[3] კლაფლინის კანდიდატურას საჯაროდ დასცინა პრესამ.[6][13] მეათე პოლკის ჯარისკაცებმა უგულებელყვეს კლაფლინის შეთავაზება, მაგრამ მეთაურმა თომას გრიფინმა გააანალიზა მისი წარსული პროპაგანდისტული საქმიანობა, მისი პროფესიული წარმატება და შედეგად ოთხმოცდამეხუთე ჯგუფის წევრებმა კლაფლინი აირჩიეს პოლკოვნიკად.[14]
იგი გარდაიცვალა ინგლისში 1923 წლის 18 იანვარს.[15]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lundy D. R. The Peerage
- ↑ 9 Things You Should Know About Victoria Woodhull. A&E Television Networks, LLC (2013-09-23). ციტირების თარიღი: 2016-03-30.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Notorious Victoria: The Life of Victoria Woodhull, Uncensored, თარგი:Нп3, 1998, ISBN 9781565121324.
- ↑ 4.0 4.1 On This Day: March 5, 1870. ციტირების თარიღი: 2016-11-12
- ↑ Lady Tennessee Celeste "Tennie C." Claflin Cook (1845 - 1923) - Find A Grave Memorial. ციტირების თარიღი: 2016-11-12
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 MacPherson, Myra, The Scarlet Sisters: Sex, Suffrage, and Scandal in the Gilded Age, Grand Central Publishing, 2014, ISBN 9781455547708.
- ↑ 7.0 7.1 Havelin, Kate, [1], 2006, ISBN 9780822559863.
- ↑ Story of Ottawa, Illinois by C.C. Tisler. Published 1953. Copyright 1953 by C.C. Tisler.
- ↑ Jr, Edward J. Renehan, Commodore: The Life of Cornelius Vanderbilt, Basic Books, 2009, ISBN 0465002560.
- ↑ Cook, Lady Tennessee Claflin, The Human Body the Temple of God: Or, The Philosophy of Sociology, [V. Woodhull] 17, Hyde Park Gate, S.W., 1890.
- ↑ Scutts, Joanna (2014-03-07). „‘The Scarlet Sisters: Sex, Suffrage and Scandal in Gilded Age’ by Myra MacPherson“. The Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-08. ციტირების თარიღი: 2019-12-08.
- ↑ Victoria and Tennessee Claflin, the sisters’ tale continues…. (2014-09-02). ციტირების თარიღი: 2016-11-12
- ↑ Frisken, Amanda, Victoria Woodhull's Sexual Revolution: Political Theater and the Popular Press in Nineteenth-Century America, University of Pennsylvania Press, 2012, ISBN 0812201981.
- ↑ Messer-Kruse, Timothy, The Yankee International: Marxism and the American Reform Tradition, 1848-1876, თარგი:Нп3, 2000, ISBN 9780807863374.
- ↑ „Lady Cook Dies in London at 77. Former Tennie C. Claflin Was Spiritualist and Suffragist Here 50 Years Ago“. New York Times. January 20, 1923. ციტირების თარიღი: 2008-06-27.