ტენდერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტენდერი — სამუშაოს, მომსახურების, საქონლის შესყიდვის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის საშუალებით ხორციელდება პოტენციურ მიმწოდებელთა მოწვევა წინადადებების წარსადგენად. შედეგად, ხორციელდება, წინასწარ განსაზღვრული წესების შესაბამისად, გამარჯვებულის გამოვლენა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება. როგორც წესი, ტენდერები ტარდება ღიად, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება, წარადგინოს სატენდერო წინადადება.

უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა შესყიდვების ელექტრონული პლატფორმების გამოყენებამ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის მიერ. საქართველოში, სახელმწიფო ტენდერები წარიმართება ელექტრონული ფორმით 2010 წლის პირველი დეკემბრიდან. ამავდროულად, არსებობს კერძო პლატფორმები, რომელთა საშუალებით ტენდერის გამოცხადება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სახელმწიფო ერთიანი ელექტრონული სისტემა

შესყიდვების ელექტრონული სისტემა eTenders.ge