ტეილორ შილინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტეილორ შილინგი
დაბადების თარიღი 27 ივლისი, 1984
ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
ალმა-მატერი ფორდჰემის უნივერსიტეტი
ნიუ იორკის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2007-დღემდე
მშობლები მამა: რობერტ შილინგი
დედა: პატრიცია მილერი

ტეილორ ჯეინ შილინგი (ინგლ. Taylor Jane Schilling; დ. 27 ივლისი, 1984, ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ) – ამერიკელი მსახიობი. ცნობილი გახდა Netflix-ის სერიალში „ახლა ნარინჯისფერია ყველაზე მოდური“ შესრულებული პაიპერ ჩეპმენის როლით. ამ როლისათვის მას მიღებული აქვს ისეთი ჯილდოები, როგორებიცაა: ოქროს გლობუსი, ემი და ა. შ. მისი სხვა როლებიდან აღსანიშნავია NBC-ის სამედიცინო დრამა „მერსი“, ასევე „იღბლიანი“, „წამიყვანე“ და „ტიტანი“.

ბავშვობა და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეილორ შილინგი დაიბადა 1984 წლის 27 ივლისს ბოსტონში[1][2]. არის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადმინისტრატორ პატრიცია მილერისა და პროკურორ რობერტ შილინგის შვილი[1]. იგი დასავლეთ როქსბურგსა და უაილენდში გაიზარდა, ადგილის ხშირი ცვლილება კი მისი მშობლების განქორწინებით იყო გამოწვეული[3]. იგი ბავშვობიდანვე იყო NBC-ის სამედიცინო დრამა ER-ის ფანი, რამაც საბოლოოდ სამსახიობო კარიერის შექმნა შთააგონა. მისი კარიერა ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში შესრულებული როლებით დაიწყო.

2002 წელს მან სკოლა დაამთავრა[4], რის შემდეგაც სწავლა ფორდჰემის უნივერსიტეტში განაგრძო. აქ იგი განაგრძობდა სასცენო სპექტაკლებში მონაწილეობის მიღებას. 2006 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო და სწავლა ნიუ იორკის უნივერსიტეტში, ტიშის სამხატვრო სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა. მხატვრობას იგი მხოლოდ ერთი წელი სწავლობდა, ამის შემდეგ კი სამსახიობო კარიერას დაუბრუნდა და მანჰენეტზე დასახლდა, სადაც თავს ძიძობით ირჩენდა[5].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეილორ შილინგისათვის პირველი დიდი წარმატება ემერსონის კოლეჯის დრამატურგიის ფესტივალზე გამარჯვება იყო[6]. 2007 წელს იგი პირველად გაიდაიღეს ფილმში, მისი დებიუტი კი ფილმი „შავი მატერია“ იყო. 2009 წლიდან თამაშობდა NBC-ის სამედიცინო დრამაში „მერსი“, სადაც შეასრულა ერაყის სამოქალაქო ომში მომსახურე მედდის როლი. პირველსავე სერიაში მან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა სერიალის პროდიუსერებსა და რეჟისორზე, რის გამოც იგი ამ სერიალში 2009 წლის სექტემბრიდან 2010 წლის მაისამდე თამაშობდა[7], მიუხედავად იმისა, რომ წესით მისი პერსონაჟი ეპიზოდურ როლზე იყო გათვლილი.

2011 წელს შილინგმა დანი ტაგარტის როლი შეასრულა სერიალში „შერყეული ატლასი: I ნაწილი“[8]. 2012 წელს ითამაშა რომანტიკულ-დრამატულ ფილმში „იღბლიანი". მისმა შესრულებულმა როლებმა დააინტერესა სხვა რეჟისორებიც, რამაც საშუალება მისცა 2013-2019 წლებში Netflix-ის სერიალში „ახლა ნარინჯისფერია ყველაზე მოდური“ პაიპერ ჩეპმენის მთავარი როლი შეესრულებინა[9], რამაც მსახიობს საოცარი პოპულარობა და აღიარება მოუტანა. ამ სერიალში მან განასახიერა ქალი, რომელიც ცდილობს ჯერ ციხეში, შემდეგ კი განთავისუფლების შემდეგ დაიმკვიდროს ადგილი საზოგადოებაში. ამ როლმა მას ოქროს გლობუსი მოაგებინა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში[10]. ამის პარალელურად, 2014 წელს მან ემის პრემია მიიღო კომედიურ სერიალებში შესრულებული ქალის საუკეთესო როლისათვის[11].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეილორ შილინგი დაუქორწინებელია და ბისექსუალია, რაზეც თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „მე ბევრ ადამიანთან მქონია სერიოზული ურთიერთობა და მე ძალიან ექსპენსიური ადამიანი ვარ. ჩემში არ არსებობს ნაწილი, რომელიც შეიძლება ჩარჩოებში ჩავსვა. მე არ ვიკეტები ასეთ პატარა ყუთებში - ეს ძალიან რედუქციურია... მე ბევრი სიყვარული მქონია და არ მაქვს არავითარი კრიტერიუმები და კვალიფიკაცია იმისა, თუ როგორ უნდა გავაკეთო ეს.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Longsdorf, Amy (აპრილი 15, 2015). "http://www.pottsmerc.com/article/20120415/ENTERTAINMENT01/120419817/taylor-schilling-is-truly-the-lucky-one- დაარქივებული 2014-10-11 საიტზე Wayback Machine. '". The Mercury. Pottstown, Pennsylvania. წაკითხვის თარიღი ივლისი 22, 2013.
  2. Messer, Lesley (ივლისი28, 2014). "http://abcnews.go.com/Entertainment/inside-orange-black-star-taylor-schillings-birthday-party/story?id=24745626". ABC News. წაკითხვის თარიღი ივლისი 13, 2015 – via Good Morning America.
  3. Curt Brown (მაისი 6, 2009). "http://www.southcoasttoday.com/apps/pbcs.dll/article?AID=/20090506/NEWS/905060331/-1/news დაარქივებული 2018-10-24 საიტზე Wayback Machine. ". SouthCoastToday.com. წაკითხვის თარიღი აგვისტო 5, 2009.
  4. "http://www.metrowestdailynews.com/x1082436856/A-Taylor-made-career-for-Wayland-Lucky-One-star დაარქივებული 2020-02-13 საიტზე Wayback Machine. ". The MetroWest Daily News. წაკითხვის თარიღი თებერვალი 1, 2014.
  5. "http://www.eonline.com/news/499117/taylor-schilling-on-chelsea-lately-i-don-t-know-if-i-m-ready-to-have-kidsdate"". E!. წაკითხვის თარიღი ივლისი 13, 2015.
  6. "https://web.archive.org/web/20090809201146/http://www.nbc.com/mercy/bios/taylorSchilling.shtml". NBC. ორიგინალი დაარქივება აგვისტო 9, 2009. წაკითხვის თარიღი აგვისტო 5, 2009.
  7. "http://www.movieweb.com/news/NEkIErosP5Bunt დაარქივებული 2009-09-23 საიტზე Wayback Machine. ". Movie Web. წაკითხვის თარიღი ოქტომბერი 30, 2009.
  8. McNary, Dave (June 14, 2010). "http://www.variety.com/article/VR1118020578.html?categoryid=2431&cs=1'". Variety. წაკითხვის თარიღი ივნისი 20, 2010.
  9. Andreeva, Nellie (აგვისტო 30, 2012). "http://www.deadline.com/2012/08/taylor-schilling-to-star-in-jenji-kohans-netflix-series-orange-is-the-new-black/'". Deadline.com. წაკითხვის თარიღი აგვისტო 30, 2012.
  10. "http://www.hfpa.org/browse/?param=/member/31226 დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine. ". Hollywood Foreign Press Association. წაკითხვის თარიღი ივნისი 20, 2014.
  11. "http://www.emmys.com/awards/nominees-winners/2014". Academy Of Television Arts & Sciences. წაკითხვის თარიღი ივლისი 13, 2014.
  12. Mulkerrins, Jane (მაისი 25, 2017). "https://www.standard.co.uk/lifestyle/esmagazine/orange-is-the-new-black-star-taylor-schilling-on-body-politics-sexuality-and-her-issue-with-a3546156.html". London Evening Standard. წაკითხვის თარიღი ივნისი 29, 2017.