ტბის სკოლა
გარეგნობა
ტბის სკოლა ინგლ. Lake Poets — ინგლისელი რომანტიკოსი პოეტების დაჯგუფება XVIII საუკუნის დასასრულს და XIX საუკუნის დასაწყისში. მასში შედიოდნენ პოეტები უილიამ უორდზუორთი, რობერტ საუთი და სემიუელ ტეილორ კოლრიჯი. მათ „ტბის პოეტებ“ უწოდებდნენ, რადგან ერთი პერიოდი ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში ტბებით მდიდარ კამბერლენდის მხარეში ცხოვრობდნენ. გაერთიანების მანიფესტად იქცა 1800 წელს უორდზუორთის და კოლრიჯის კრებულის „ლირიკული ბალადების“ II გამოცემის წინასიტყვაობა. ტბის პოეტების მისტიკა და ფანტასტიკა გახდა ჯორჯ ბაირონის სატირის ობიექტი („ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველები“).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 681.
- ტბის სკოლა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)