ტბელი აბუსერისძე
| ტბელი აბუსერისძე | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 1190[1] |
| გარდ. თარიღი | 1240[1] |
| საქმიანობა | ასტრონომი, პროზაიკოსი და მწერალი[1] |
ტბელი აბუსერისძე (დ. დაახლოებით 1190 — გ. 1240) — ქართველი პროზაიკოსი, ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი და ასტრონომი. ხიხათის (აჭარის) ერისთავთერისთავის ივანეს შვილი და ძმა ქართული კულტურის მეცენატებისა — ვარდან და აბუსერ აბუსერიძეებისა. კანონიზირებულია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ და მოიხსენიება 17/30 აგვისტოს. 2020 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაწესდა ტბელი აბუსერისძის ორდენი.
ტბელი აბუსერისძე ავტორია რელიგიურ-ისტორიული თხზულებისა:
- „ქორონიკონი სრული მისითა საუწყებლითა და განგებითა“,
- „სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისნი,
- „გალობანი სამთა იოანეთა: ნათლისმცემლისა, მახარებლისა და ოქროპირისა“.
რელიგიურ-ისტორიული თხზულება აღწერს აჭარელი გლეხის, ხელობით კალატოზის, ბოლოკ-ბასილის სამშენებლო საქმიანობას შუარტყალში. შეიცავს აბუსერისძეთა საგვარეულო მატიანეს, აგრეთვე იმდროინდელი ყოფა-ცხოვრებისა და ზნე-ჩვეულებების მნიშვნელოვან ცნობებს, მდიდარია კონკრეტული ისტორიული ხასიათის მონაცემებითაც. ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი ვრცელი საკალენდრო ცნობარია, რომელშიც განხიხულია წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემის ღირსება-ნაკლოვანებანი და მოცემულია საეკლესიო დღესასწაულთა და მთვარის ამოსვლა-ჩასვლის მზა ცხრილები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიხარულიძე ი., ტბელ აბუსერიძე - XIII საუკუნის ქართველი მწერალი, თბ., 1963;
- ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგნ. 1 - ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1945;
- ლორთქიფანიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 47.
- ლორთქიფანიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 39.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტბელი აბუსერისძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სერგო დუმბაძე, ნიკოლოზ დუმბაძე, †შოთა ბოლქვაძე "ასწლოვანი სკოლა აბუსერისძეთა ნაფუძარზე
- 1 2 3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.