ტბეთი (მთა)
იერსახე
| ტბეთი | |
|---|---|
მთა ტბეთის ხედი ხულოდან | |
| კოორდინატები: 41°32′24″ ჩ. გ. 42°11′20″ ა. გ. / 41.54000° ჩ. გ. 42.18889° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2464 მ |
| ქედი | ნამწვარევის ქედი |
| ამგებელი ქანები | ტუფ-ბრექჩია |
ტბეთი — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შუახევის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარეების ჩირუხისწყლისა და ტბეთის წყალგამყოფ ნამწვარევის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2464 მ. აგებულია ეოცენური ტუფ-ბრექჩიებით. ქვემო კალთები შემოსილია შერეული ტყით, შუა და ზემო — სუბალპური მდელოებით. იყენებენ სათიბ-საძოვრებად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 680.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2016.[მკვდარი ბმული]