ტბათანა (მთა)
იერსახე
ტბათანა | |
---|---|
![]() ტბათანის მთა | |
კოორდინატები: 42°17′38″ ჩ. გ. 45°13′52″ ა. გ. / 42.29389° ჩ. გ. 45.23111° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2300 მ |
ქედი | თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ფიქალი |
![]() |
ტბათანა — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ქვაჩადალისა და ბაწარის (ალაზნის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2300 მ. აგებულია ქვედა და შუაიურული ფიქლებით. მთის ზემო და შუა კალთებზე ალპური და სუბალპური საძოვრებია, ქვემოთ — წიფლის ტყეები. ტყის დამრეც ფერდობებზე წოვათუშების საზაფხულო აგარაკებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კურდღელაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 679.