ტაჯიკეთის პოლიტიკური სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტაჯიკეთის პოლიტიკა ხორციელდება საპრეზიდენტო რესპუბლიკის ფარგლებში, რა დროსაც პრეზიდენტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია. მოქმედი კანონმდებლობით ქვეყანაში დამკვიდრებულია მრავალპარტიული სისტემაა. საკანონმდებლო ხელისუფლება მინიჭებულია როგორც აღმასრულებელ, ისე ორ პალატიან პარლამენტს.

პოლიტიკური წარსული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის აგვისტოში მომხდარმა პუტჩმა, გამოიწვია სერიოზული განხეთქილება საზოგადოებაში. ყოველდღიური იმართებოდა უზარმაზარი დემონსტრაციები უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, რაც დიდ მთავრობის განხეთქილებას იწვევდა ხელისუფლებაში, სადაც გამოიკვეთა რეჟიმის მხარდასაჭერა მოსკოვის პუტჩისტების მიმართ. კადრადიდ ასლანოვი, რომელიც მაშინ ტაჯიკეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, მომხრე იყო სტატუს-კვოს (საბჭოთა კავშირის) შენარჩუნების, როდესაც ის „იზვესტიას“ ჟურნალისტს უჩივიდა, რომ ქვეყანა ქაოსშია. ეს განცხადება რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ერთგვარი განცდა იყო. თუმცა, პუტჩისტების მხარდაჭერა უკვე გააღიზიანა გაჯანსაღებული (აზროვნებით) ინტელიგენცია. დემონსტრანტების უზარმაზარმა ნაწილმა, გადაკეთა უზანაესი საბჭოსკენ მიმავალი გზა და 1991 წლის 31 აგვისტოს, დემონსტრანტების იძულებით, კაჰარ მაჰკამოვმა დატოვა თავისი თანამდებობა. დემონსტრანტებს, რომლებსაც მხარს უჭერდნენ ოპოზიციური პარტიები, თუმცა, ისინი მთლიანად არ ექვემდებარებოდნენ მათ კონტროლს, შორს მიმავალი მოთხოვნებიც გააჩნდათ: 1) კომუნისტური პარტიის აკრძალვა და მათი აქტივების ნაციონალიზავია, 2) სრული მთავრობის გადადგომა, 3) საკანონმდებლო ორგანოს დაშლა და ახალი არჩევნების ჩატარება.

ამ არეულობის დროს, ტაჯიკეთმა 1991 წლის 9 სექტემბერს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დაუყოვნებლივ სამოქალაქო ომში (1992-1997) ჩაება, ისლამისტების წინააღმდეგ, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ „გაერთიანებული ტაჯიკთა ოპოზიციაში“. სხვა ბოევიკები და შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც ამ სამოქალაქო ომის ქაოსში ყვაოდნენ, უბრალოდ ასახავდნენ ცენტრალური ხელისუფლების უძლურობას, ვიდრე ლოიალობას პოლიტიკურ ფრაქციებისადმი. საომარი მოქმედებების პიკი 1992-93 წლებში მოხდა. 1997 წლისთვის, უმეტესწილად კულიაბის მართული ტაჯიკეთის ხელმძღვანელობამ და UTO წარმატებით დაძლიეს უთანხმოება, შედეგად მოაწერეს ხელი ძალაუფლების განაწილების სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც 2000 წელს განხორციელდა.

ტაჯიკეთი ნელ-ნელა იწყებს ინტეგრირებულ მთავრობასთან ერთად განვითარებას და განაგრძობს რუსეთის სამხედრო პერსონალის სახით დახმარების მიღებას, რომელიც ავღანეთთან საზღვრის დაცვას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის 201-ე მოტორიზებულ სამხედრო დივიზიას ტაჯიკეთი არასდროს დაუტოვებია, ამ ბოლოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. თუმცა, რუსული სამხედრო პერსონალის შემადგენლობის უმრავლესობა, ადგილობრივი ტაჯიკელი ოფიცრებითა და ჯარისკაცებითაა შედგენილი.

1999 და 2000 წლებში ჩატარებული ტაჯიკეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, საყოველთაოდ აღიარებულ იქნა, როგორც უსამართლო, მაგრამ მშვიდობიან არჩევნებად. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, როგორც სეკულარული მმართველობის მომხრე პარტიებმა, ისე ისლამისტურმა პარტიებმა, რაც წარმოადგენდა ტაჯიკი ხალხის უფლებას, აირჩიონ სასურველი მთავრობა. ტაჯიკეთი ერთადერთი ცენტრალური აზიის ქვეყანაა, სადაც რელიგიური იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტია შედის პარლამენტში. ქვეყნის პრეზიდენტმა, ემომალი რაჰმონმა, რომელიც არ იყო ვალდებული სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, თუმცა, მაინც გამოყო UTO-ს წევრებისთვის სამთავრობო პოზიციების ერთი მესამედი, ასევე შეუნარჩუნა UTO-ს ყოფილ წევრებს თანამდებობა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და ახლად გაერთიანებული ოპოზიცია ერთმანეთს არ ენდოდნენ, ხშირად პოულობდნენ ერთმანეთთან მუშაობის საერთო ენას და მზად იყვნენ მშვიდობიანად გადაჭრათ თავიანთი განსხვავებები.

2001 წელს, თალიბების ჩამოგდებამდე, ავღანეთის სამოქალაქო ომის დროს, მიმდინარეობდა საზღვრისპირა დაპირისპირება, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ტაჯიკეთის მყიფე მშვიდობის დესტაბილიზაციას. 1999 და 2000 წლის ზაფხულში, უზბეკეთის ისლამურმა მოძრაობამ ტაჯიკეთი გამოიყენა, როგორც უზბეკეთის მთავრობასთან საბრძლოდ გარდამავალი წერტილი. ამავდროულად, თალიბების მიერ ჩრდილოეთ ავღანეთში მიღწეულმა წარმატებამ, საფრთხე შექმნა ტაჯიკეთს ათასობით ლტოლვილის შემოდინებით. უკანონო ნარკოტიკების მუდმივი ნაკადი კვლავ განაგრძობს ავღანეთიდან ტაჯიკეთის გავლით რუსეთისა და ევროპის ბაზრებზე გასვლას, რამაც ფართოდ გაავრცელა ძალადობრივი დანაშაული, კორუფცია, აივ ინფექცია და საბოლოოდ ეკონომიკური დამახინჯებაც გამოიწვია. 2002 წელს, ქვეყანაში სტაბილურობა კვლავ გამყარდა და წელი დიდწილად მკვლელობებისა და ძალადობის გარეშე ჩაიარა.

აღმასრულებელი შტო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: მიმდინარე სექციაში მოცემული ინფორმაცია ეყრდნობა აშშ-ის კონგრესის მასალას „Tajikistan Country Profile (იანვარი 2007)“-ს და არის აშშ-ის მთავრობის საჯარო გამოცემა
ძირითადი თანამდებობის პირები
თანამდებობა სახელი პარტია წლიდან
პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი ტაჯიკეთის სახალხო-დემოკრატიული პარტია 16 ნოემბერი 1994
პრემიერ-მინისტრი ქოჰირ რასულზოდა ტაჯიკეთის სახალხო-დემოკრატიული პარტია 23 ნოემბერი 2013

პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირი არჩევნებით მოდის სახელმწიფოს სათავეში, არის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური. პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ყველა წევრს, პარლამენტის დამტკიცების გარეშე. ამით, ტაჯიკეთი არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ტაჯიკეთის 2003 წლის 22 ივნისის საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგად, 2003 წლის კონსტიტუციის შესაბამისად, სხვა ცვლილებებთან ერთად პრეზიდენტის ინსტიტუტსაც შეეხო ცვლილებები, რომლის მიხედვით ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად ზედიზედ ორჯერ, შვიდი წლიანი ვადით, შეიძლება არჩეული იყოს.[1] ემომალი რაჰმონი პრეზიდენტად 2006 წლის არჩევნებში აირჩიეს და 2003 წლის კონსტიტუციის მიხედვით, ეს მის პირველ 7 წლიან ვადათ ითვლება, ხოლო 2013 წელს, იგი მეორე ვადით აირჩიეს და მას შეუძლია ამ თანამდებობაზე 2020 წლამდე დარჩეს. თუმცა, რაჰმონს გააჩნია „ერის მამის“ წოდება და ამიტომ იგი თავისუფლდება საპრეზიდენტო ვადისგან. ეს წოდება ასევე აძლევს მას და მის ოჯახს იურიდიულ იმუნიტეტს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Constitution of the Republic of Tajikistan as amended by referendum of 22 June 2003 (რუსული)
  2. France-Presse, Agence. “Tajikistan votes to allow president to rule indefinitely“, 2016-05-23. (en-GB)