ტაჩანკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაჩანკა
რუს. Тачанка
Tachanka rostov.jpg
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
არქიტექტორი პ. იბალაკოვი
მოქანდაკე ვლადიმირ ბატიაი, ბ. ლაპკო, ა. კოსოლაპოვი
სიმაღლე 15 მ.
გახსნის თარიღი 1977

ტაჩანკა (რუს. Тачанка) — ძეგლი დონის როსტოვში. აგებულია ოქტომბრის რევოლუციის მე-60 წლისთავთან დაკავშირებით. ძეგლი ეძღვნება ცხენოსანთა პირველ არმიას, რომელიც იბრძოდა რუსეთის სამოქალაქო ომში წითელი არმიის მარშალ სემიონ ბუდიონის ხელმძღვანელობით. მდებარეობს ქალაქ დონის როსტოვის სამხრეთ შესასვლელთან.

ძეგლი გაიხსნა 1977 წელს. იგი დამზადებულია მთლიანად თაბაშირისაგან, ხოლო შიგნიდან არის ღრუ. გარედან დაფარულია სპილენძის ფირფიტებით[1]. ძეგლის საერთო სიმაღლეა 15 მეტრი.

ძეგლის დამზადებაზე მუშაობდა დიდი შემოქმედებითი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მოქანდაკეები: ვ. ბატიაი, ბ. ლაპკო, ა. კოსოლაპოვი და არქიტექტორი პ. იბალაკოვი. მოქანდაკეთა კოლექტივის ხელმძღვანელი იყო ანატოლი სკნარინი, რომელსაც 1902 წელს უკვე აგებული ჰქონდა გაფიცვის დიდი მონუმენტი[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზუსტად ამ ადგილზე, მდინარე დონის მარცხენა ნაპირზე, მანიჩ - ბატაისკ - აზოვის ხაზზე, 1920 წლის იანვარში გაიმართა ბრძოლა წითელი არმიის მარშალ სემიონ ბუდიონის ცხენოსანთა პირველი არმიისა და გენერალ ანტონ დენიკინის უკანდახეულ მოხალისე თეთრგვარდიელების ნაწილებს შორის.

ძეგლის მემორიალურ დაფაზე არის წარწერა: „1918. ეძღვნება ლეგენდარულ ცხენოსანთა პირველი არმიას. ძეგლი აგებულია დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მე-60 წლისთავთან დაკავშირებით“.

2009 წელს მოახდინეს ძეგლის სრული რესტავრაცია[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Андрианов В. И. Памятники Дона: рассказ о памятниках и памятных местах Ростовской области / В. И. Андрианов, А. Г. Терещенко. — Ростов н/Д: 1981. — С. 89.
  • Волошинова Л. Донская энциклопедия: 100 уникальных мест Ростовской области // Молот. 2010. — 16 апр. — С. 8.
  • Каминская М. Он создает лицо столицы: [о творчестве ростовского скульптора А. Скнарина] // Наше время. — 2005. — 5 авг.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]