ტაშტის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტაშტის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალისოფელში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის წირთხლებში საურდულე ხვრელებია. ეკლესია უაფსიდოა. აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელი აქვს. აღმოსავლეთ სარკმლის ქვენოთ, კედლეზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. საკურთხევლის ჩრდილო და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. იატაკზე აგურია მოგებული. ინტერიერი გადახურულია ერთიანი სხმული კამარით, რომელსაც განივკვეთში სამკუთხა თაღის ფორმა აქვს. ეკლესია გარედან შელესილია. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. სახურავის კეხის დასავლეთ კიდეში დადგმული აგურის პატარა სამრეკლო გვიანდელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]