ტაშირი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტაშირი (სომხეთი))
ქალაქი
ტაშირი
Տաշիր
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
პროვინცია ლორეს პროვინცია
კოორდინატები 41°06′52″ ჩ. გ. 44°17′26″ ა. გ. / 41.11444° ჩ. გ. 44.29056° ა. გ. / 41.11444; 44.29056
დაარსდა 1834
ადრეული სახელები ვორონცოვკა (1937 წლამდე)
კალინინო (1991 წლამდე)
ამჟამინდელი სტატუსი 1983
ფართობი 3.3 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1 500
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 8 700 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +374 (254)
საფოსტო ინდექსი 2101-2103
საავტომობილო კოდი 41
ტაშირი (ქალაქი) — სომხეთი
ტაშირი (ქალაქი)

ტაშირი — ქალაქი სომხეთში, მდებარეობს ლორეს პროვინციის ჩრდილოეთით, ერევნიდან 172 კილომეტრში.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს სტეფანავანი-თბილისის საავტომობილო გზაზე, ხეობაში, ზღვის დონიდან 1 500 მ-ზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ქალაქის ტერიტორიაზე ძვ. წ. III ათასწლეულში არსებობდა დასახლება. ქალაქი დააარსეს რუსეთიდან გადმოსახლებულმა მალაკნებმა და გრაფ ვორონცოვის პატივსაცემად დაარქვეს ვორონცოვკა. 1937 წელს უწოდეს კალინინო. 1961 წლიდან არის დაბა, ხოლო 1983 წლიდან რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქია. 1991 წელს უწოდეს ტაშირი, ლორეს პროვინციის ტერიტორიაზე მდებარე უძველესი პროვინციის ტაშირის მიხედვით.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1886 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 2284 კაცს, 1897 წელს — 3076, 1926 წელს — 4042, 1939 წელს — 4245, 1959 წელს — 4766, მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენდნენ. 1988-1989 წლებამდე აქ ცხოვრობდნენ ასევე აზერბაიჯანელები, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილები მიატოვეს ყარაბაღის კონფლიქტის პერიოდში.

ქალაქის მოსახლეობის დინამიკა ცხრილში.

წელი 2001 2004 2005 2006 2007 2008
მოსახლეობა 7 856 9 200[1] 9 100[1] 8 900[1] 8 900[1] 8 700[1]

ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 2005 წლისათვის შეადგენდა 9 100 კაცს, რომელთაგან 43 % კაცი იყო, ხოლო 57 % ქალი.

კულტურა და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში არის სამი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, საბავშვო ბაღი, სპორტული მოედანი, სპორტსკოლა და მუსიკალური სკოლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]