ტაუ (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაუ
მშობ. სახელი: ინგლ. Ta‘ū

მანუას კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 14°14′ ს. გ. 169°28′ დ. გ. / 14.233° ს. გ. 169.467° დ. გ. / -14.233; -169.467
ფართობი 44,31 კმ²
უმაღლესი წერტილი 931 მ
ოლქი მანუა
დემოგრაფია
მოსახლეობა 790 (2010)
სიმჭიდროვე 17,829 ად. /კმ²

ტაუ (ინგლ. Ta‘ū) — მანუას კუნძულებში ყველაზე დიდი კუნძული და ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ვულკანური კუნძული სამოას არქიპელაგში. მდებარეობს დაახლოებით 10 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით ოფუ-ოლოსეგას კუნძულებიდან და 110 კმ-ში აღმოსავლეთით კუნძულ ტუტუილადან. ამერიკის სამოას ნაწილია. XIX საუკუნის დასაწყისში კუნძულს ხშირად ეძახდნენ ოპოუნს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ხედი კოსმოსიდან.

კუნძული ტაუ წარმოადგენს საკმაოდ ეროზირებულ, მრავალჯერ ამოფრქვეული თხევადი ლავებისაგან შექმნილი ვულკანის ნარჩენს კალდერით. აქვს სამკუთხა ფორმა. კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 6 კმ-ს, სიგანე — დაახლოებით 10 კმ-ს. ტაუს უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდანლატას მთა (931 მეტრი), რომელიც ამავდროულად მთელი ამერიკის სამოას უმაღლესი წერტილია. აღმოსავლეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი მხრიდან ტაუს კუნძული გარშემორტყმულია მარჯნის რიფით.

კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, ლატას მთის წვიმიანი ტყეების ჩათვლით, სამხრეთი სანაპირო და მარჯნული რიფები ტაუს ამ ნაწილში არიან ამერიკის სამოას ეროვნული პარკის ნაწილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული ტაუ აღმოაჩინა ნიდერლანდელმა მოგზაურმა იაკობ როგევენმა 1721 წელს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს ტაუს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 790 ადამიანი[1].

ადმინისტრაციულად კუნძული დაყოფილია სამ რაიონად: ტაუ, ფალეასაო და ფიტიუტა.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულ ტაუზე მოქმედებს მანუას კუნძულებზე ყველაზე დიდი აეროპორტი, რომელიც მდებარეობს სოფელ ფიტიუტასთან. ტაუს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს უბე. ჩრდილოეთი სანაპიროს გასწვრივ არსებობს ავტოგზა, რომელიც ერთმანეთთან აერთებს კუნძულის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]