იოსებ ტატიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტატიშვილი, იოსებ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტატიშვილი.
იოსებ ტატიშვილი
დაბადების თარიღი 25 დეკემბერი, 1886(1886-12-25)
დაბადების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 21 ივლისი, 1952(1952-07-21) (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და ენათმეცნიერი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის კლასიკური გიმნაზია და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეუღლე სოფიო მაკროპულო

იოსებ გრიგოლის ძე ტატიშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1886, თბილისი — გ. 21 ივლისი, 1952, იქვე) — ქართველი მწერალი და ენათმეცნიერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. შემდეგ დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია, ხოლო 1915 წელს — მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

თავისი პირველი მოთხრობა „წვიმაში“, ი. ტატიშვილმა დაბეჭდა 1908 წელს გაზეთ დროებაში. აქედან მოყოლებული, მას კალამი არ გაუგდია. მწერლის საუკეთესო ნაწარმოებებია: „დედაკაცის ბედი“, „იაღლუჯა“, „მტერთა სასძლო“, „ქალის გული“, „ძველი გმირი“. ზოგი მოთხრობა თარგმნილია უკრაინულად.

ი. ტატიშვილს აქვს მრავალი ტარგმანი რუსულიდან და სომხურიდან. აღსანიშნავია რომ იგი იყო ქართული ენის შესანიშნავი მცოდნე და თავისი წვლილი შეიტანა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ რვატომეულის მომზადებაში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — სოფიო ლევანის ასული მაკროპულო (დ. 4 აპრილი, 1888, დაბა ალავერდი, ახლანდელი სომხეთი — გ. 21 იანვარი, 1963, თბილისი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 329, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]