ტატიანა მალიშევა
ტატიანა კუზმას ასული მალიშევა (დ. 27 მაისი, 1932, მოსკოვი) ― საქართველოს სსრ-ში მოღვაწე რუსი საოპერო მომღერალი (მეცო-სოპრანო). საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1980). ღირსების ორდენის კავალერი (2000).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1953 წლიდან, ჯერ კიდევ სტუდენტი, იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი (მეცო-სოპრანო). 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია. 1961 წლიდან არაერთხელ იყო მიწვეული მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე. ჰქონდა მდიდარი კამერული რეპერტუარი.
ქართული რეპერტუარი: ნანო (ზ. ფალიაშვილი „დაისი“), დარეჯანი (მ. ბალანჩივაძე „დარეჯან-ცბიერი“), რუსუდანი (რ. გაბიჩვაძე „ნანა“); სხვა რეპერტუარი: კარმენი (ბიზე „კარმენი“), ამნერისი, აზუჩენა (ვერდი „აიდა“, „ტრუბადური“), ორტრუდა (ვაგნერი „ლოენგრინი“), ჟანა დ'არკი, პოლინა, გრაფინია, ოლგა (ჩაიკოვსკი „ორლეანელი ქალწული“, „პიკის ქალი“, „ევგენი ონეგინი“), ლიუბაშა (რიმსკი-კორსაკოვი „მეფის საცოლე“), რატმირი (გლინკა „რუსლან და ლუდმილა“), მარინა მნიშეკ (მუსორგსკი „ბორის გოდუნოვი“), ფროსია (პროკოფიევი „სიმიონ კოტკო“).
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1961 — საქართველოს დამსახურებული არტისტი[1]
- 1980 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[2]
- 2000 — ღირსების ორდენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 469-470.
- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 294;
- წიგნი ღირსებისა, ტ. 5 თბ., 2003 გვ. 10