ტატიანა კოსინცევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტატიანა კოსინცევა

ტატიანა კოსინცევა, 2007 წელი. ირაკლონი
ქვეყანა (სპორტი) რუსეთის დროშა რუსეთი
ეროვნება რუსი
დაბადების თარიღი 11 აპრილი, 1986 (1986-04-11) (38 წლის)
დაბადების ადგილი არხანგელსკი,რსფსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (2009)
ფიდე რეიტინგი 2475 (თებერვალი 2021)[1]
მაქსიმალური რეიტინგი 2581 (ნოემბერი 2010)

ტატიანა კოსინცევა (რუს. Татьяна Анатольевна Косинцева დ. 11 აპრილი, 1986, არხანგელსკი,რსფსრ, სსრკ) - რუსი მოჭადრაკე, დიდოსტატი 2007-წლიდან. ორგზის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონი ქალთა შორის და სამგზის რუსეთის. ნაკრების შემადგენლობაში ორგზის ოლიმპიური და სამგზის ევროპის ჩემპიონი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭადრაკის თამაში 6 წლისამ ისწავლა, უფროს და ნადეჟდასთან ერთად. ერთხელ როცა ცეკვიდან ბრუნდებოდნენ შემთხვევით საჭადრაკო კლუბში შეიარეს და ამ სპორტის შესწავლა გადაწყვიტეს. ბავშვობაში მასზე დიდი გავლენა იქონია მსოფლიოს ექს-ჩემპიონის ალექსანდრე ალიოხინის წიგნმა პარტიებზე, ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გარი კასპაროვმა და ბობი ფიშერმა. 1996 წელს კალა გალდანაში 10 წლამდელ გოგონათა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ევროპაზე ოქრო. მეორე ადგილს დასჯერდა 1997 წელს კანშიც, 12 წლამდელ გოგონათა მსოფლიოს პირველობაზე. ვერცხლის მედლები მოიგო ევროპაზე გოგონებში, 1998 წელს 12 წლამდელებში და 2000 წელს 18 წლამდელებში. 2001 წელს ქალთა შორის დიდოსტატს წოდება მიიღო. 2002 წელს ელისტაში მანდილოსებში რუსეთის ჩემპიონი გახდა და იგივე შედეგი 2004[2] და 2007 წლებშიც აჩვენა. 2004 წელს ბილში Accentus Ladies Tournament ტურნირი მოიგო[3]., ხოლო 2006-ში რუსეთის ქალთა ჩემპიონატზე მეორე იყო[4]. 2004 წელს საერთაშორისო ოსტატის წოდება მიიღო. 2003 წელს ქალთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე სილივრში ბრინჯაოს მედალი აიღო, ხოლო 2007 წელს დრეზდენში ოქრო (მესამეზე მისი და ნადეჟდა გავიდა). ევროპის ჩემპიონობა გაიფორმა ორი წლის შემდეგ[5] სანქტ-პეტერბურგში, სადაც სომეხ ლილიტ მკრტჩიანთან ერთად პირველზე გავიდა და პლე-ოფში სძლია 1,5:0,5. ამდენი წარმატებების ფონზე რეიტინგში საკმაო ქულები დააგროვა და იმავე წელს ფიდემ დიდოსტატის წოდება უბოძა. 2010 წელს რუსეთის დამსახურებული სპორტსმენი გახდა. ევროპის ჩემპიონატზე ტატიანამ კიდევ ორი მედალი მოიგო, 2012-ში და 2014-ში ვერცხლები. 2012-ში სწრაფ ჭადრაკში ქალთა ევროპის ოქრო მოიგო [6], 2014-ში კი ბლიცში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო.

დები კოსინცევები, ნადეჟდა და ტატიანა

ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის ნაკრებში 2002 წელს ოლიმპიადაზე სათადარიგო დაფაზე იყო, თუმც 12 პარტია ითამაშა, 11 ქულა დააგროვა და ჩაო სიუესთან ერთად ინდივიდუალური ოქროც აიღო, ნაკრებმა კი ვერცხლი. მეორე დაფაზე იყო და ბრინჯაო აიღო 2004-ში მალიორკაზე. მეორე დაფაზე კიდევ ორ ოლიმპიადაზე ითამაშა, 2006-ში ტურინში ვერცხლი მოპიოვა, ხოლო 2008-ში დრეზდენში მეოთხეზე გავიდა. 2010-ში ხანტი მანსიისკში პირველ დაფაზე გადაინაცვლა, მეორეზე კი მისი და ნადეჟდა იყო. კოსინცევებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს ჩემპიონატი, ნაკრებს ჩემპიონობა მოუნაგრეს და პირადულშიც მცირე ოქროები დაიბნიეს. კვლავ პირველი დაფა და ოქრო იყო 2012-ში სტამბოლშიც.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს გეტებორგში სათადარიგო დაფაზე გამოვიდა, ნაკრებმა ბრინჯაო აიღო, თვითონ კი ოქრო. 2007 წელს კრეტაში მეორე დაფაზე მოთამაშემ იჩემპიონა, ინდივიდუალურად კი ბრინჯაო მოიგო. ზედიზედ ორჯერ მეორე დაფაზე იჩემპიონა 2009 წელს ნოვო-სადში და 2011-ში პორტო კარასში. საბერძნეთში ტატიანანამ ინდივიდუალურადაც იყოჩაღა და მცირე ოქრო აიღო.

ქალთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაკრების შემადგენლობაში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე სამჯერ იასპარეზა და სამივეჯერ ვერცხლი მოიგო. 2007 წელს ეკატერინბურგში და 2009 წელს ნინგბოში პირველ დაფაზე იჯდა, 2011-ში მარდინში კი მეორეზე. 2007-ში თავის დაფაზე მცირე ვერცლიც მოიგო.

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს ელისტაში, 64 ქალიან ნოკაუტ-ჩემპიონატზე მე-16 ნომრად იყო განთესილი და ორი ეტაპი გადალახა. ჯერ ჰუან ციანს მოუგო 2,5:1,5, შემდეგ ჰოან თან თანგს 1,5:0,5 და ინდუს ჰამპი კონერუსთან წააგო 1:3.

2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვლავ მესამე ეტაპიდან გამოვარდა ეკატერინბურგში, სადაც მე-11 ნომერი იყო. ჯერ ინდუს სუბარამან მენასკეშ სძლია 2:0, შემდეგ აშშ-ელ ირინა კრუშს 1,5:0,5 და ჩინელ ქსუ იუჰიასთან დამარცხდა 0,5:1,5

2008[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ტრადიციას“ არ უღალატა და ისევ მესამე ეტაპიდან გამოვარდა ნალჩიკში. ჯერ უზბეკ ნაფისა მუმინოვას სძლია 2:0, შემდეგ აშშ-ის სახელით მოასპარეზე ანა ზატონხინს და შემდეგ თანამემამულე ალეკსანდრ კოსტენიუკთან დამარცხდა 0,5:1,5.

2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხე ნომერი იყო ანტაქიაში და მხოლოდ ერთი ეტაპი გადალახა. ეგვიპტელი მონა ხალედის ძლევის 2:0 შემდეგ, ბერძენ იელენა დემბოსთან 0,5:1,5 დამარცხდა.

2012[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანტი-მასნიისკში მე-11 ნომრად ნომრად იყო განთესილი და მესამე ეტაპიდან დამ, ნადეჟდამ გამოადგო 2,5:3,5. მანამდე ტატიანამ ერთნაირი ანგარიშებით 1,5:0,5, ყაზახი მადინა დავლეტბაიევა და უნგრეთის სახელით მოასპარეზე ჰოან თან თანგი დაამარცხა

2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოჭში მე-17 ნომრად იყო და მხოლოდ ერთ ეტაპი გადალახა. ინდუს მარი ან გომესის 5:4 ძლევის შემდეგ რუს ალისა გალიამოვასთან წააგო 0,5:1,5.

ფიდეს ქალთა გრან-პრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009-2011 წლის გათამაშებაში, ოთხი ტურნირიდან სამში გამოვიდა, 20 ქალში მეოთხეზე გავიდა და მსოფლის ჩემპიონთან ტიტულისთვის შეხვედრის უფლება ვერ მოიპოვა. სამიდან ერთის, 2010 წლის აპრილში, ნალჩიკის ტურნირი მოიგო, ზაფხულში კი ჯერმუკში მეორეზე გავიდა (პირველზე ქართველი ნანა ძაგნიძე იყო). 2011-2012 წლებში ექვსიდან ოთხ ტურნირზე გამოვიდა და 22 ქალში მეათე იყო. კვლავ მეათე იყო 2013-2014-ის ციკლში.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყავს მოჭადრაკე და ნადეჟდა, რომელთაც ერთ მწვრთნელი იური დოჰოიანი ავარჯიშებს. დებმა 2008-ში არხანგელსკში, ჩრდილო ფედერალურ უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]. February 2021.
  2. [2]. Tatiana Kosintseva wins Russian Championship.
  3. [3]. Ladies Tournament the clear winner was Tatiana Kosintseva, who just three weeks ago won the Russian Women's Championship in Kazan..
  4. [4]. Russian Women's Chess Championship Superfinal 2006.
  5. [5]. Tatiana Kosintseva new European Women's Champion 2009.
  6. [6]. Gaziantep: Tatiana Kosintseva wins European Rapid.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]