ტატიანა ბელუხინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტატიანა ბელუხინა (დ. 27 ოქტომბერი, 1936, ვოროშილოვგრადი) — ექიმი, მეცნიერი.

1960 წელს დაამთავრა გორკის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1962–1965 წლებში იყო რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს ექიმი–ტრავმატოლოგი. 1965–1967 წლებში თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი. 1967–1970 წლებში თბილისის რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1970–1977 წლებში ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1977 წლიდან ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ანესთეზიოლოგიის განყოფილების ექიმი–ორდინატორი. ავტორია 5 სამეცნიერო ნაშრომის რადიობიოლოგიის პრობლემებზე.

1971 წელს თბილისში დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „Некоторые биометрические показатели посттравматической регенерации слизистой желудка в условиях облучения.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 36

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]