ტატიანა აფანასევა-ერენფესტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტატიანა აფანასევა-ერენფესტი
დაბ. თარიღი 19 ნოემბერი, 1876(1876-11-19)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი კიევი[1]
გარდ. თარიღი 14 აპრილი, 1964(1964-04-14)[1] [2] [3] [4] (87 წლის)
გარდ. ადგილი ლეიდენი[1]
მოქალაქეობა  ნიდერლანდების სამეფო
რუსეთის იმპერია
საქმიანობა მათემატიკოსი, ფიზიკოსი და არქიტექტორი
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეუღლე პაულ ერენფესტი[2]
შვილ(ებ)ი ტატიანა პავლოვნა ერენფესტი და Galinka Ehrenfest

ტატიანა აფანასევა-ერენფესტი (რუს. Татья́на Алексе́евна Афана́сьева; დ. 19 ნოემბერი, 1876, კიევი — გ. 14 აპრილი, 1964, ლეიდენი) — რუსი მათემატიკოსი და ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტატიანა აფანასევა-ერენფესტი დაიბადა 1876 წლის 19 ნოემბერს კიევში, მასწავლებლის ოჯახში. ტატიანას მამა ადრეულ ასაკშივე გარდაეცვალა, რის გამოც მის მეცნიერულ აღზრდა-განათლებას ხელმძღვანელობდა მისი ძმა, პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი პეტრე აფანასევი. აფანასევამ 1896 წელს ოქროს მედლით დაამთავრა პეტერბურგის ქალთა გიმნაზია და მიიღო საოჯახო ზედამხედველის პროფესია. შემდგომ მან სწავლა განაგრძო ქალთა უმაღლეს კურსებზე. აგრეთვე ოქროს მედალზე დაამთავა უმაღლესი კურსების ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკური განყოფილება. ამ პერიოდში მან მუშაობდა დაიწყო პეტერბურგის ქალთა გიმნაიაში მათემატიკის მასწავლებლად. 1902 წელს იგი მივლინებით გაემგზავრა საზღვარგარეთ მათემატიკასა და ფიზიკაში დახელოვნებისმიზნით. მან გეტინგენის უნივერსიტეტი აირჩია. გეტინგენის უნივერსიტეტში ამ პერიოდში მუშაობდნენ მათემატიკოსები: ფ. კლაინი, დ. ჰილბერტი და პ. მინკოვსკი. კლაინის ლექციებზე დასწრების დროს მან გაიცნო პაულ ერენფესტი. შემდგომში ისინი დაახლოვდნენ, ხოლო 1904 წელს დაქორწინდნენ. 1905 წლებში ცოლ-ქმარი აქტიურად მუშაობდა შეესწავლათ ფარდობითობის თეორიის, სტატიკური მექანიკის და კინეტიკური თეორიის შესწავლისა და განვითარების საქმეში. 1904-1907 წლებში ერენფესტმა 14 ნაშრომი გამოაქვეყნა, რომელთაგან 3 ტატიანას თანაავტორობით იყო. ამ ნაშრომებში დასმული და გადაჭრილი იყო სტატისტიკური მექანიკის რიგი საკითხები. 1907 წელს ცოლ-ქმარი იწყებს განმაზოგადებელი დიდი სტატიის წერას კინეტუკური თეორიის შესახებ მათემატიკური ენციკლოპედიისათვის. 1907 წელს ოჯახში საცხოვრებლად პეტერბურგში გდავიდნენ, ხოლო 1912 წელს ნიდერლანდებში. 1913 წელს აფანასევა მიწვეულ იყო მათემატიკის მასწავლებელთა II კონგრესზე. აღსანიშნავია, რომ ერენფესტებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თბილისში გამართულ რუს ბუნებისმეტყველთა და ექიმთა მეთორმეტე ყრილობის მუშაობაში. ერენფესტების ოჯახი, შვილებით: ტატიანა პაულის ასული ერენფესტი-აარდენე (შემდგომში ნიდერლანდელი მათემატიკოსი), გალინა პაულის ასული ერენფესტი-ბრომელი, პავლე პაულის ძე ერენფესტი (ფიზიკოსი) მთელი შეგნებული საქმიანობით იღწვოდნენ ფიზიკისა და მათემატიკის განვითარებისათვის. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული ტატიანა აფანასევა ხშირად მთელი სასწავლო წლის ან სემესტრის მანძილზე რუსეთში იმყოფებოდა. ტატიანა აფანასევამ 1933 წელიც რუსეთშიც გაატარა. ამავე წლის 25 სექტემბერს, მისმა მეოღლემ, პაულ ერენფესტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან მის სულერ წონასწორობას ის გარემოება არღვევდა, რომ იგი თავის თავს საოცრად დიდ მოთხოვნილებებს უყენებდა, მას მიაჩნდა, რომ ვერ ავიდა იმ სიმაღლეზე, რომელიც მიაღწია ალფრედ აინშტაინმა.

შემდგომ პერიოდში ტატიანა აფანასევა-ერენფესტის ინტერესები ფიზიკაში მიმართილი იყო აქსიომატური თერმოდინამიკისა და ფიზიკურ პროცესთა მსგავსობის ანალიზის საკითხებზე. სწორედ ამ საკითხ ეძღვნება მისი ნაშრომი „თერმოდინამიკის II საწყისის აქსიომატიკის საკითხისათვის“ (1925). ამ ნაშრომში მოცემულია თერმოდინამიკის II კანონის ოთხნაირი ფორმულირება. ტატიანა აფანასევა-ერენფესტის დიდი პერიოდის სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები აქსიომატური თერმოდინამიკის დარგში 1926 წელს ქალაქ ლეიდენში გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში („თერმოდინამიკის საფუძვლები“) არის შეჯამებული.

1939 წელს ტატიანას ვაჟი, უკვე ფიზიკოსი პავლე ერენფესტი ალპინისტური მსვლელობისას ტრაგიკულად დაიღუპა.

ტატიანა აფანასევა-ერენფესტი გარდაიცვალა 1964 წლის 14 აპრის, ლეიდენში, მისი ქალიშვილების, ტატიანასა დ ა გალინას ოჯახების, აგრეთვე ნიდერლანდელი ახლობლების გარემოცვაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 45-49, თბ., 1988.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #126290598 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Online Dictionary of Dutch Women