ტათევი
ტათევის მონასტერი | |
![]() | |
გეოგრაფიული კოორდინატები | 39°22′45″ ჩ. გ. 46°15′00″ ა. გ. / 39.37917° ჩ. გ. 46.25000° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სომხური სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | ![]() |
რაიონი | სიუნიქის პროვინცია |
ადგილმდებარეობა | ტათევი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ჯვარ-გუმბათოვანი |
თარიღდება | 906 |
ტათევის მონასტერი (სომხ. Տաթև) — სომხური ეკლესიის მონასტერი, მდებარეობს სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სიუნიქის პროვინციაში, სოფელ ტათევთან ახლოს, ერევნიდან 280 კმ-ში.
დაარსდა 906 წელს. სიუნიქის სამეფოს რელიგიური ცენტრი XI საუკუნიდან. მონასტრის მოსახლეობა X საუკუნეში რამდენიმე ათას ადამიანს ითვლიდა. XIII საუკუნეში მონასტერი იღებდა გადასახადს 680 სოფლიდან და ყოველნაირად ცდილობდა თავისი გავლენის გაზრდას, რამაც რამდენიმეჯერ გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტი. მონასტერი ასევე იყო სომხეთის კულტურული ცხოვრების ცენტრი XIV—XV საუკუნეებში.
1921 წლის 27 აპრილს მონასტერში გამართულ სხდომაზე გამოცხადდა დაშნაკური სომხეთის მთიანი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ძლიერად დაზიანდა 1931 წლის მიწისძვრის დროს.
2010 წლიდან დაიწყო მონასტრის აღორძინების პროექტი, რომლის პირვველი შედეგიც იყო, მსოფლიოში ყველაზე გრძელი (5,7 კმ.) საბაგირო გზის აშენება. დღესდღეობით მონასტერი არ მოქმედებს; ხორციელდება აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები. მონასტერში შესვლა შეზღუდული არ არის.
1995 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია[1].
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Official Site
- Wings of Tatev for iPhone, iPod touch, and iPad on the iTunes App Store
- Wings of Tatev | developWay CJSC
- Article Armeniapedia.org: Tatev Monastery
- 3D Virtual Model of Tatev Monastery
- TATEV MONASTERY. 3600 Panorama
- Seasons, weather and climate in Tatev
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|