ტატაკი

იაპონურ სამზარეულოში არსებობს თევზისა და ხორცის დამზადების ორი მეთოდი, რომლების სახელწოდებებია ტატაკი ან ტოსა-მი. იაპონურ ენაში ტატაკი (たたき) ნიშნავს „დაფქულს“ ან „ნაწილებად დარტყმას“.[1]
დამზადებული საკვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტატაკის დამზადების პირველ მეთოდში ხორცი ან თევზი სწრაფად იწვება ძალიან ცხელ ცეცხლზე ან ტაფაზე — იმდენად მცირე დროით, რომ გარედან მხოლოდ ოდნავ იწვება, შიგნიდან კი რჩება ნახევრად უმი. ზოგჯერ მას ცოტა ხნით ძმარში ამარინადებენ, შემდეგ კი თხელ ნაჭრებად ჭრიან და აყოლებენ ჯანჯაფილს — დაფქულს ან პასტის სახით. სწორედ ამ ეტაპზე მოხვევის/დაკეპვის მოქმედებიდან მომდინარეობს სახელწოდება "ტატაკი". ასე მომზადებული თევზი ან ხორცი ხშირად მიირთმევა საშიმის მსგავსად — სოიოს სოუსთან და სხვადასხვა გარნირთან ერთად.
ეს მეთოდი თავდაპირველად ტოსას პროვინციაში, დღევანდელი კოტის პრეფექტურა, გავრცელდა და განსაკუთრებით ბონიტოს (კაცუო-ნო-ტატაკი[2]) მოსამზადებლად გამოიყენებოდა. ლეგენდის მიხედვით, ტატაკის იდეა ეკუთვნის მე-19 საუკუნის ცნობილ სამურაისა და რეფორმატორს, საკამოტო რიომას, რომელმაც ხორცის სწრაფად, გრილზე შეწვის ევროპული ტექნიკა ნაგასაკიში მცხოვრები უცხოელებისგან ისწავლა და შემდეგ თავის კუთხეში ადაპტირებული სახით დანერგა.


მოუმზადებელი საკვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტატაკის მეორე მეთოდში სახელწოდება მომდინარეობს სწორედ პროცესიდან – საკვები ფაქტობრივად "დარტყმით იჭრება წვრილ ნაწილებად". მაგალითად, თინუსი ან სკუმბრია წვრილად იჭრება და ერევა სხვადასხვა სურნელოვან სანელებლებთან, როგორიცაა ნიორი, ჯანჯაფილი, მწვანე ხახვი ან შისოს ფოთლები. მირთმევამდე შეიძლება გადაესხას სოიოს სოუსი, რაც გემოს კიდევ უფრო ამდიდრებს.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lowry, Dave (1997). The Connoisseur's Guide to Japanese Swords. Kodansha International, გვ. 123.
- ↑ Is this the single best food in Japan? (2020-10-15). ციტირების თარიღი: 2025-06-01
- ↑ „BBC Good Food Middle East – January 2019“. BBC Good Food Middle East. 2019-01-31. ციტირების თარიღი: 2025-06-01.