ტარტარუგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტარტარუგა
Tortuga-arrau.jpg
ახალგაზრდა ინდივიდი ვენესუელაში
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Podocnemis expansa (Schweigger, 1812)
დაცვის სტატუსი
Status iucn2.3 CD ru.svgen:Conservation Dependent
დამოკიდებული დაცვის ძალისხმევაზე
IUCN 2.3 Conservation Dependent : 17822

ტარტარუგა, არაუ (ლათ. Podocnemis expansa) — გვერდკისერა კუ ფარფეხა კუსებრთა ოჯახისა. აქვს 80 სმ-მდე სიგრძის, კვერცხის ფორმის, უკან გაგანივრებული ბაკანი, ფერად მომწვანო-მურა მუქი ლაქებით. თავი მასიურია, კისერი მოკლე. თვალებს შორის გრძივი ღარი აქვს, ნიკაპზე — კანის ორი გამონაზარდი. გავრცელებულია მდინარეების ამაზონის, ორინოკოსა და მაგდალენას აუზებში. ძირითადად იკვებება ჩამოცვენილი ნაყოფებით.[1] წყვილდებიან წყალში. დედალი მეჩეჩებზე ორმოში დებს 80–200 კვერცხს. 28–30 °C ტემპერატურის პირობებში ინკუბაცია 42–47 დღე გრძელდება. სამხრეთ ამერიკის ინდიელები უძველესი დროიდან იყენებდნენ მის კვერცხებს ცხიმის მისაღებად. XX საუკუნეში რეწვის შედეგად ტარტარუგას რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა. შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მუსხელიშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 14, თბ., 1984 წელი.