ტარლაკის პროვინცია
| ადმინისტრაციული ერთეული | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ტარლაკის პროვინცია | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| ადმ. ცენტრი | ტარლაკი | ||||
| შიდა დაყოფა | ტარლაკი[1] , ანაო (ტარლაკი)[1] , კონსეფსიონი[1] , კაპასი[1] , პანიკი[1] , ხერონა (ტარლაკი)[1] , კამილინგი[1] , ბამბანი[1] , ლა-პასი (ტარლაკი)[1] , ვიქტორია[1] , მონკადა (ტარლაკი)[1] , სანტა-იგნასია[1] , სან-ხოსე[1] , მაიანტოკი[1] , სან-მანუელი (ტარლაკი)[1] , პურა[1] , რამოსი (ტარლაკი)[1] და სან-კლემენტე (ტარლაკი)[1] | ||||
| კოორდინატები | 15°30′00″ ჩ. გ. 120°30′00″ ა. გ. / 15.50000° ჩ. გ. 120.50000° ა. გ. | ||||
| მმართველი | Susan A. Yap-Sulit | ||||
| დაარსდა | 28 მაისი, 1873[2] | ||||
| ფართობი | 3053.60 კმ² | ||||
| მოსახლეობა | 1 568 162 (1 ივლისი, 2024)[3] [4] | ||||
| სატელეფონო კოდი | 45 | ||||
| ოფიციალური საიტი | http://www.tarlac.gov.ph/ | ||||
|
| |||||
ტარლაკის პროვინცია (ტაგალ. Lalawigan ng Tarlac; პანგ: Luyag na Tarlac; ილოკ: Probinsia ti Tarlac) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე პროვინცია ფილიპინებში, ცენტრალური ლუსონის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია ტარლაკი. პროვინცია ლუსონის ჰართლენდში, ცენტრალურ დაბლობზე მდებარეობს. ტარლაკის ფართობი 3 053.45 კმ²-ია. პროვინციის ჩრდილოეთით პანგასინანი მდებარეობს, აღმოსავლეთით — ნუევა-ესიხა, დასავლეთით — სამბალესი, ხოლო სამხრეთით — პამპანგა. პროვინცია მოიცავს 17 მუნიციპალიტეტსა და 1 ქალაქს (პროვინციული დედაქალაქი), რომლებიც 2 საკანონმდებლო რაიონად იყოფა.
დღეისთვის ტარლაკი რეგიონის ყველაზე მრავალეთნიკური პროვინციაა. ტარლაკში 4 ეთნიკური ჯგუფი გამოიყოფა: კაპამპანგანები, პანგასინანები, ილოკანოები და ტაგალები. პროვინცია ცნობილია შაქრისა და ბრინჯის პლანტაციებით.[5]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზღვაზე გასასვლელის არმქონე პროვინცია ლუსონის ცენტრალური დაბლობის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ტარლაკს ოთხი პროვინცია ესაზღვრება: პამპანგა სამხრეთიდან, ნუევა-ესიხა აღმოსავლეთიდან, პანგასინანი ჩრდილოეთიდან და სამბალესი დასავლეთიდან. პროვინციის ფართობი 3 053.6 კმ²-ია.[6] პროვინციის 75% დაბლობებს, დანარჩენი კი ბორცვებსა და მთებს უკავია.
პროვინციის აღმოსავლეთი ნაწილი დაბლობებითაა ვაკეებითაა დაფარული, ხოლო დასავლეთი ტარლაკი ბორცვებითა და მთებით. პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს ტელაკავის მთა (კაპასი), ბუენოს, მორ-ასიისა, დალინისა და კანუმანის მთები (კაპასი). დეგისა და მაასინის მთები სან-კლემენტეს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, დამასი კი კამილინგის მუნიციპალიტეტსი. მაიანტოკისა და სან-ხოსეს მუნიციპალიტეტები მთლიანად მთებითაა დაფარული, რის გამოც პროვინცია ბუნებრივი რესურსებისა და ტყის რესურსების სიმდიდით გამოირჩევა, როგორიცაა: რკინა, ნახშირი, სპილენძი, ქვიშა, ხრეში და სხვ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისთვის ძირითადად მდინარე ტარლაკის წყალს იყენებენ ქალაქ ტარლაკში, ასევე ლუკონგისა და პარუას წყალს კონსეპსიონში, საკობია-ბამბანის წყალს ბამბანში და რიო-ჩიკოს წყალს ლა-პასში.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტარლაკის პროვინცია 17 მუნიციპალიტეტსა და 1 შემადგენელ ქალაქს მოიცავს, რომლებიც 3 საკანონმდებლო რაიონად იყოფა. პროვინციაში 511 ბარანგაი მდებარეობს. 2010 წლის აღწერით ყველაზე მეტი ადამიანი კაპასში მდებარე კრისტო-რეის ბარანგაიში ცხოვრობს, ხოლო ყველაზე ცოტა ბამბანში მდებარე მალონსოს ბარანგაიში.[7]
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცენტრალური ლუსონის დანარჩენი ნაწილის მსგავსად პროვინციაში სამი სეზონი იკვეთება: ზაფხული მარტიდან ივნისამდე გრძელდება, მუსონური წვიმები ივლისიდან ქოტომბრის დასაწყისამდეა, ხოლო ზამთარი ოქტომბრის ბოლოდან თებერვლამდე. ზაფხულის თვეებში შედარებით ხშირია ჭექა-ქუხილი. ტარლაკი რეგიონის ყველაზე ცივი პროვინციაა. საშუალო წლიური ტემპერატურა 23 °C-ია (73 °F). დიდი ვაკეზე მდებარეობს გამო ტარლაკი რეგიონის ყველაზე ქარიანი პროვინციაცაა. [8]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის აღწერით ტარლაკის მოსახლეობა 1 366 027 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 450 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.
პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა კაპამპანგანებისა და ილოკანოების ეთნიკური ჯგუფები შეადგენენს. კაპამპანგანები ძირითადად პროვინციის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობენ, ხოლო ილოკანოები — ჩრდილოეთ ნაწილში. პროვინციული დედაქალაქი ორივე ეთნიკური ჯგუფითაა დასახლებული. მოსახლეობის ნაწილს ტაგალები და პანგალატოკები შეადგენენ.
ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობის უმრავლესობა კაპამპანგანურ და პანგასინანურ ენებზე საუბრობს, ასევე ტაგალურ და ილოკანურ ენებზე. ინგლისური ენა ფართოდ გამოიყენება პროფესიულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტარლაკის მოსახლეობის უმრავლესობა (დაახლოებით 80-83%) რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია.[9] მოსახლეობის 8%-ს ევანგელისტები შეადგენენ.[10] პროვინციის უძველესი ტაძარი, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სამრევლო ტაძარი კამილინგში მდებარეობდა, რომელიც 1997 წელს დაიწვა. მოსახლეობის რელიგიურ უმცირესობას მუსლიმები, ანიმისტები,და ათეისტები მიეკუთვნებიან.
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. ტარლაკის პროვინციის ამჟამინდელი გუბერნატორი სუსან იაპ სულითია, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — კარლიტო ს. დავიდი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 https://psa.gov.ph/classification/psgc/citimuni/0306900000
- ↑ The Philippine Star — 1986.
- ↑ 2024 Census of Population (POPCEN) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2025.
- ↑ 2024 Census of Population (POPCEN) Counts Declared Official by the President — 2025.
- ↑ History of Tarlac. Tarlac Province Official Portal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 January 2016. ციტირების თარიღი: 30 August 2015.
- ↑ List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 21 August 2013.
- ↑ Census of Population and Housing (2010). "Region III (Central Luzon)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. NSO. Retrieved 29 June 2016.
- ↑ "Weather forecast for Tarlac, Philippines". Storm247.com. StormGeo AS, Nordre Nøstekaien 1, N-5011 Bergen, Norway: StormGeo AS. Retrieved 22 April 2016.
- ↑ MAP: Catholicism in the Philippines. ციტირების თარიღი: 2025-08-09
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-14. ციტირების თარიღი: 2020-11-30.
| ||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||