ტარიელ შარიფაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტარიელ ვალერიანის ძე შარიფაშვილი (დ. 1960, სოფ. ზემო ხანდაკი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, — გ. 25 სექტემბერი, 1993, სოხუმი) — ქართველი სამხედრო მეთაური, აფხაზეთის ომის (1992-1993) მონაწილე.

1992–1993 წლებში იყო კასპის რაიონის (ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი) გამგებელი. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს მეთაურობდა ძირითადად მოხალისეებისგან დაკომპლექტებულ ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონს; ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება. დაიღუპა 1993 წლის სექტემბერში სოხუმისთვის უკანასკნელი ბრძოლების დროს ქალაქის სადგურის მიდამოებში. გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. შარიფაშვილის სახელი ეწოდა ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას, რომლის ეზოშიც დგას მისი ბიუსტი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დღეს ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღეა, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“, 25/09/2017.


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.