ტარიელ ონიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ტარიელ ონიანი
ტარიელ ონიანი.jpg
დაბ. თარიღი 2 ივნისი, 1952 (1952-06-02) (69 წლის)[1]
დაბ. ადგილი ტყიბული, იმერეთი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
დანაშაულებრივი სტატუსი კანონიერი ქურდი

ტარიელ ონიანი (რუს. Тариэл Ониани, ასევე ცნობილი ზედმეტსახელით ტარო;[2] დ. 2 ივნისი, 1952, ტყიბული) — ქართველი კრიმინალი, კანონიერი ქურდი, ქუთაისის კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ონიანი დაიბადა 1952 წლის 2 ივნისს ტყიბულში. მამამისი მაღაროს ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ მიზეზით არ მიჰყვა ონიანი მამის პროფესიას. 17 წლის ასაკში იგი ქურდობისა და ყაჩაღობისთვის გაასამართლეს. კოლონიაში იმყოფებოდა რვაჯერ. გაზეთ „კომერსანტზე“ დაყრდნობით, 1980-იან წლებში ონიანი მოსკოვის ყველაზე ავტორიტეტულ კანონიერ ქურდად მიიჩნეოდა. 1990-იანებში გადავიდა პარიზში, შემდეგ ესპანეთში, სადაც მშნებლობის ბიზნესით იყო დაკავებული.

2005 წელს ესპანელმა სამართალდამცავმა ორგანოებმა განახორციელეს ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერაცია ევროპაში. 400-ზე მეტმა პოლიციელმა ჯავშანტექნიკისა და ვერტმფრენების გამოყენებით ჩაატარა დაახლოებით 50-მდე ჩხრეკვა ბარსელონაში, ალიკანტეში, მარბელიაში, ფუენხიროლაში, ბენალმადენასა და ტორემოლინოსში, სადაც განთავსებული იყო ონიანის ობიექტები. ონიანმა მიმალავა მოახერხა, თუმცა პოლიციამ მისი 12 წლის ქალიშვილის დაკავება შეძლო.

2006 წლის აპრილში ონიანმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და დასახლდა მოსკოვში.[3] 2008 წლის ივლისში პოლიციამ დააკავა 50 კრიმინალური ავტორიტეტი, რომელთა შორის 39 იყო „კანონიერი ქურდი“. მედიაში გავრცელებული ცნობით, დაკავებულთა შორის იყვნენ ქართველი კანონიერი ქურდებიც.

2009 წლის 11 ივნისს ონიანი დაკავებული იქნა ბეზნესმენის გატაცებისთვის.[4] ონიანი გათავისუფლების სანაცვლოდ მზად იყო გადაეხადა 15 მილიონი რუბლი, მაგრამ სასამართლომ იგი პატიმრობაში დატოვა. არსებობს მოსაზრება, რომ ონიანის პატიმრობაში დატოვების ინტერესი მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა.

2010 წლის 19 ივლისს ონიანს სასამართლომ 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის განცხადებით, ონიანის სასამართლო პროცესი კანონის დარღვევით ჩატარდა.

2010 წლის 16 სექტემბერს მოსკოვში ტვერსკის ქუჩაზე განხორციელდა თავდასხმა კრიმინალურ ავტორიტეტ ასლან უსოიანზე. გავრცელებული ინცფორმაციით უსოიანზე თავდასხმა ონიანმა დაგეგმა. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ონიანი მონაწილეობდა „იაპონჩიკის“ მეტსახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობაში.[5][6]

2011 წლის მარტში ესპანეთის მთავრობის თხოვნით, ონიანი ექსტრადირებული იქნა რუსეთიდან ესპანეთში.[7]

2013 წლის 16 იანვარს მოსკოვის ცენტრში მოკლული იქნა კანონიერი ქურდი ასლან უსოიანი. მაშინ როდესაც უსოიანი რესტორან „ძველი ფაეტონიდან“ გამოდიოდა, დაქირავებულმა მკვლელმა მისი მისამართით As Val-ის ტიპის ავტომატიდან გაისროლა.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Воры В Законе — О — Полный Список Воров В Законе — Компромат — Компромат — Криминал — Новости Криминал Компромат Вор В Законе Зона Татуировки. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-08. ციტირების თარიღი: 2018-11-02.
  2. Ъ-Огонек — Вор в загоне
  3. Крупнейший грузинский «авторитет» принял гражданство России и обосновался в Москве. REGNUM (29 апреля 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-18. ციტირების თარიღი: 2010-08-14.
  4. Вор в законе Тариел Ониани задержан за организацию похищения бизнесмена. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-14. ციტირების თარიღი: 2018-11-02.
  5. Расстрелянного в Москве «авторитета» Япончика ввели в кому. NEWSru (8 сентября 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-18. ციტირების თარიღი: 2010-08-14.
  6. ВЗГЛЯД / Япончик, Дед Хасан и Ониани
  7. Rusia extradita al mafioso georgiano Tariel Oniani, reclamado por España desde 2005(ესპანური)
  8. «Раненый при покушении криминальный авторитет Дед Хасан скончался в реанимации» — Life|News