ბელარუსული ვიკიპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტარაშკევიცა ვიკიპედია)
ვიკიპედიის ნიშანი ბელარუსული ვიკიპედია
Беларуская Вікіпедыя
განყოფილების ლოგო
მისამართი: be.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ბელარუსული
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
სტატიების რაოდენობა: 241 016
გვერდების რაოდენობა: 689 352
რედაქტირებების რაოდენობა: 4 692 667
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 140 202
აქტიური მომხმარებელი: 288
ადმინისტრატორი: 10
სიღრმე: 23.6
ვიკიპედიის ნიშანი ბელარუსული ვიკიპედია
Беларуская Вікіпэдыя
განყოფილების ლოგო
მისამართი: be-x-old.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ბელარუსული (ტარაშკევიცა)
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
სტატიების რაოდენობა: -1
გვერდების რაოდენობა: -1
რედაქტირებების რაოდენობა: -1
დარეგისტრირებული მომხმარებელი: -1
აქტიური მომხმარებელი: -1
ადმინისტრატორი: -1
სიღრმე: 0

ბელარუსული ვიკიპედია — ვიკიპედიის ორი განყოფილება ბელარუსულ ენაზე — ერთი გაშვებულია ოფიციალურ, ხოლო მეორე კლასიკურ ორთოგრაფიაზე. 2004 წლის 6 აპრილს გაეშვა კლასიკური ვერსია (ტარაშკევიცა, ე.ი. კლასიკური მართლწერა), ხოლო 2007 წლის 27 მარტს ოფიციალური ვერსია (ბელარუსული ენა). ბელარუსული ვიკიპედიის ერთ-ერთი შემქმნელი და პირველი ადმინისტრატორი გახდა ბელარუსელი ბლოგერი ვოლოდიმირ კატკოვსკი (მომხმარებლის სახელი: rydel)[1][2], რომელმაც ბელარუსულ ვიკიპედიაში შექმნა დაახლოებით 1300 სტატია.[2] ბელარუსულ ვიკიპედიაში არსებული სტატიები იწერებოდა ორთოგრაფიის ორთავე ვარიანტზე, რამაც გამოიწვია კონფლიქტი მართლწერის სხვადასხვა ვარიანტის მომხრეებს შორის.[3][4] ოფიციალურ ორთოგრაფიაზე მოქმედი განყოფილების მისამართია: be.wikipedia.org, ხოლო კლასიკურისა be-x-old.wikipedia.org. თავდაპირველად ოფიციალურმა ბელარუსულმა ვიკიპედიამ გაასწრო სტატიების რაოდენობით კლასიკურ ვერსიას, თუმცა 2008 წელს პირველობა კლასიკურმა ვერსიამ მოიპოვა.[3] 2013 წლის იანვრის მდგომარეობით ვიკიპედიის ბელარუსულ (ე.ი. ოფიციალურ) ვერსიაში არსებობს დაახლოებით 55 ათასი სტატია, ხოლო კლასიკურ ვერსიაში (ე.ი. ტარაშკევიცაზე) დაახლოებით 48 ათასი სტატია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ვიკიპედია
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
ბელარუსულ ენაზე
Беларуская Вікіпедыя


ვიკიპედია
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
ბელარუსულ ენაზე
Беларуская Вікіпэдыя