ტარას პროხასკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტარას პროხასკო
დაბადების თარიღი 16 მაისი, 1968(1968-05-16) (55 წლის)
დაბადების ადგილი ივანო-ფრანკოვსკი[1]
საქმიანობა ჟურნალისტი და მწერალი
ენა უკრაინული ენა
მოქალაქეობა  უკრაინა
ალმა-მატერი ლვივის უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი

ტარას ბოგდანოვიჩ პროხასკო (უკრ: Тара́с Богда́нович Проха́сько; დ. 16 მაისი, 1968, ივანო-ფრანკოვსკი) ― თანამედროვე უკრაინელი რომანისტი, ესეისტი და ჟურნალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარას ბოგდანოვიჩ პროხასკო 1968 წლის 16 მაისს ივანო-ფრანკოვსკიში დაიბადა. 1992 წელს ლვოსის ივან ფრანკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1989-1991 წლებში სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობდა.

თავდაპირველად ივან ფრანკოს კარპატების სატყეო ინსტიტუტში მუშაობდა, შემდეგ იყო მასწავლებელი, ბარმენი, დარაჯი, რადიოს წამყვანი, მუშაობდა სამხატვრო გალერეაში, ტელესტუდიაში. თანამშრომლობდა ლვოვის გაზეთებთან „ექსპრესი“ და „Поступ“.

არის უკრაინის მწერალთა ასოციაციის წევრი. ამჟამად ივანო-ფრანკოვსკიში ცხოვრობს.

ლიტერატურული ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამომცემლობის „Смолоскип“ პრემიის ლაურეატი (1997)
  • ჯოზეფ კონრადის სახელობის ლიტერატურული პრემიის პირველი ლაურეატი (2007)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #133839184 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.